5თვიანი წუთშესვენება :)

 

მოკლედ, 5 თვით ვემშვიდობები ჩემს ბლოგს, იმიტომ რომ ვემშვიდობები კომპიუტერს, იმიტომ რომ ვემშვიდობები ინტერნეტს…
ე.ი. ჩემი გამოთვლებით სადღაც ივლისის თვეში უნდა დავბრუნდე. იმედია, ამ 5 თVის განმალვლობაში ბევრ საინტერესო ამბავს დავაგროვებ და შეიქმნება “აწ მარგალიტი წყობილი”.
გილოცავთ ყველას ნინოობას და
I’ll be back, babe :>:>

bride wars (ქორწილის დღე)

 

დღეს მე და ბუშტი “ამირანში” ზემოთხსენებულ : D ფილმზე წავედით. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემი საყვარელი ენ ჰესევეი (გვარს სულ სხვდასხვანაირად გამოვთქვამ ხოლმე) თამაშობდა…
ნუ, ეხლა დიდი მხატვრული ღირებულებების ფილმი რომ არ იქნებოდა, კი ვიცოდი, მაგრამ უკეთესს კომედიას ველოდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა ცოტა არ იყოს : (
მოკლედ, რა ხდება… ლივი და ემა ბავშვობიდან განუყრელი დაქალები არიან. ისინი ოცნებობენ თავიანთ ქორწილის დღეზე, რომელსაც სასტუმრო “პლაზაში” გადაიხდიან… მაგრამ წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ორივე მათგანის ქორწილი ერთ დღEს, გვერდიგვერდ დარბაზებში ემთხვევა. არცერთს არ უნდა დათმობა და ამიტომაც ურთიერთობა უფუჭდებათ, ერთმანეთს საზიზღრობებს უჩალიჩებენ…
საბოლოოდ, რათქმაუნდა ამერიკული happy end და ნუ რავიცი, ერთხელ სანახავად კი არაუშავს, მაგრამ მე მაინც უკეთესს ველოდი .

“ვარსკვლავების აკადემია” და უცნობი ბიჭი :წუბ:

 

ჩემი მეგობარი ლილიტი “ვარსკვლავების აკადემიის” კასტინგზე გადიოდა. რა თქმა უნდა, საგულშემატკივროდ წავედი, ოღონდ ძლივს მივაგენი… ნუ, ეს სხვა ამბავია…
რომ მივედი, იქ დამხვდნენ ლილიტი და მისი მეგობრები.
ჰოდა, ცოტა ხანში გავიხედე და მოდის ორი მაღალი ბიჭი, ერთი ქერა, მეორე შავგრემანი…
ქერას გიტარა ქონდა მოკიდებული ზურგზე, მოიხსნა და ამ შავგრემანს მისცა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ეს ქერათმიანი გულშემატკივარი იყო, და კასტინგზე მისი ძმაკაცი შევიდა.
მთელი ერთი საათი რაც იქ გავატარე, სულ ვუყურებდი. აუ, ძაან საყავრელი იყო. გრძელი თმა ქონდა, უკან შეკრული : ) (თუ ვინმე იცნობთ, გამომეხმაურეთ : ))))

ჰოდა, მომეწონა, მაგრამ ლილიტი გამოვიდა და მარინა ბერიძეს უთქვამს, ყელზე გაქვს პრობლემები, იმკურნალე და შემდეგ წელს მოდიო… პრინციპში, ეს წინასწარაც ვიცოდით, ვოკლაის მასწავლებელმაც უთხრა, მაგრამ მაინც გავიდა, ცდა ბედის მონახევრეაოო:)

ჰოდა, წამოვედით ასე და მერე იმ ქერათმიანზე ვფიქრობდი…
ნუ ალბათ მალე დამავიწყდება, მაგრამ ხანდახან გამახსენდება ხოლმე : ))
:წუუუუბ:

amadeo

 

ეხლა ისეთ ემოციებში და განცდებში ვარ, რომ ვერ აგიღწერთ…
მოდილიანი, როგორც მხატვარი ყოველთვის ძალიან მომწონდა… ადრე მასზე თემაც მოვამზადე, მაგრამ გუშინწინ, მეგობარს რომ ვეხმარებოდი პრეზენტაციის გაკეთებაში, მირჩია ფილმიც მენახა… აი, არვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება…

modigliani
can’t stop crying : (((((((

hate myself : (

 

აუ, ეხლა ერთ-ერთი ბლოგერის პოსტი ვნახე, ნუ პირდაპირ კავშირში ვაბშე არაა, მაგრამ მერე კომენტარებში ხალხი ბავშვობის დროინდელ ცოდვებს იხსენებდა და მეც დავდექი აღსარების ხასიათზე.
აი დღემდე მაგრად მაწუხებს რაც გავაკეთე. თან მართლა
მოკლედ, სადღაც 12-13 წლის ვიქნებოდი, სახლში მარტო ვიყავი და უცბად თავზე დამადგნენ ბაბუაჩემის თანასოფლელები. იცოდნენ რომ ბაბუა ექიმი იყო და მოვიდნენ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი სუნი ქონდათ რაღაც და მოკლედ ძაან შეწუხებული ვიყავი მათი სტუმრობით. თან რადგან მარტო ვიყავი, მიწევდა გვერდზე ვმჯდარიყავი და მათ კითხვებზე გამეცა პასუხი.

(აუ, აი ამ მომენტის გამო ჩემი თავი მეზიზღება ხოლმე) :(
ჰოდა ერთ-ერთმა მთხოვა წყალი, გავედი სამზარეულოში, ავასე ჭიკა და უცებ ბახ, ჩემი “დაქალის”, მარიამის მონაყოლი გამახსენდა, როგორ ჩაუფურთხა ვიღაცას წყლიან ჭიქაში.. ჰოდა, აბა რა გავაკეტე თუ გამოიცნობთ?

….. გავუტანე… მოსვა და მითხრა:
“მადლობ, შვილო! იმდენი წლის სიცოცხლე მოგცეს ღმერთმა, რამდენიც წვეთი წყალიც ამ ჭიქაშიაო”

ფუF

უკაცრავად, შეიძლება მოგეყრდნოთ? : )

 

დღეს, მათემატიკაზე რომ მივდიოდი გზაში რაღაც კარგზე ვფიქრობდი და ისიც ვიფიქრე ბლოგ-ზე დავწერმეთქი, მაგრამ ახლა ვერაფრით ვიხსენებ…
ნუ, ეგ არაფერი, ბლოგი არსად მირბის… (თუმცა მე მივრბივარ:( 1 თებერვლიდან 1 ივლისამდე აქ ვეღარ შემოვალ…)
რატომ, ეგ მე ვიცი : ))))
ნუ, არაუშავს. მანამდე ბევრი დამიგროვდება მოსაყოლი (იმედია) და ერთი დიდი და საინტერესო (ესეც იმედია) პოსტი გამომივა.

დღევანდელ დღეს რაც შეეხება, მორიგი არაფრით გამორჩეული 20 იანვარი იყო.
გუშინ ვამბობდით მე და თეკო რომ რაღაც სიახლე გვჭირდება… მაგრამ რა : )

ა, ჰო… დღეს ავტობუსში უცნაური რაღაც დამემართა. უკვე უნარებიდან სახლში მოვდიოდი (უნარები იგივე მათემატიკაა, ხან ერთს ვამბობ, ხან მეორეს )
ჰოდა როცა ჩემს გაჩერებას მივუახლოვდი, ავდექი. ჩემ წინ მაღალი ბიჭი იდგა, ჰოდა უცბად ძან მომინდა რომ მივყრდნობოდი, თან უკნიდან ხალხი მომაწვა და… : )))
ნუ იმიტომ კი არა რომ მომეწონა, ჩვეულებრივი ბიჭი იყო, უბრალოდ რაღაც იმ მომენტში ძაან უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ რათქმაუნდა არ მივეყრდენი…

ეხლა მინდა დავწვე და დავიძინო. რაც ამ ოთახში გადმოვედი, 4 საათამდე არ ვიძინებ ხოლმე და მინდა ნელ-ნელა ჩავდგე რეჟიმში.

SLUMDOG MILLIONAIRE

 

რამდენიმე ხნის წინ, ბუდე-ზე შევედი და “დრამების” განყოფილებას მივაშურე. ახალ ფილმებში იდო “მილიონერი ჯურღმულიდან”. გადმოწერა დავიწყე, მაგრამ ჩემმა ძმამ გამომირთო და მერე აღარც გამხსენებია, სანამ ტვ-ში არ მოვკარი ყური, დიდი წარმატება ხვდაო წილად. ჰოდა გუშინ ღამით ჩავუჯექი და მინდა ვთქვა რომ ძააალიან მომეწონა, მართლა კარგი ფილმია, პროსტა გამიტყდა რომ “რა ერქვა სამ მუშკეტერს” ძაან ძნელ კითხვებში გაიყვანეს : ))
მაგრამ, ეგ არაფერი. იდეაა ძან კარგი, მსახიობებიც. მთავარი როლის შემსრულებელმა მომხიბლა. რავიცი, ჩემი აზრით ოსკარზეც ექნებათ რაღაც-რაღაც ნომინაციები.
ჰო, კიდევ რა უნდა მეთქვა, განსაკუთრებით მომეწონა ის ადგილი, პატარა ჯამალი ფეკალებშო რომ ამოევლება, საყვარელი მსახიობის ავტოგრაფის გამო და კიდევ ბოლოს
“it was written…”

უყურეთ, არ ინანებთ : )