უბრალოდღე

 

დღეს ბუძელნიკმა 10.30-ზე გამაღვიძა. წამოვჯექი და საბანშემოხვეული ვიჯექი კაი ხანი, მერე გამოვძვერი და კინაღამ გავიყინე. ტანსაცმლის ძებნის თავი აღარ მქონდა, რაც სკამზე იყო, ავიღე და ჩავიცვი. მერე ყავა გავიკეთე, ნუცაც მოვიდა და წავედით.
მთელ ბაზრობაზე არ დაგვიტოვებია ადგილი, სადაც ქუდები იყიდეოდა, ბერეტები ქონდათ, მაგრამ ლურჯი მარტო ერთგან შემხვდა, ოღონდ რაღაც ბეწვებიანი თუ ვერ ავხსნი რაა… ხელი ჩავიქნიე, მეთქი თეთრს ვიყიდი, მაგრამ ნუცამ პასაჟში შემიყვანა და იქ მეორე მაღაზიაში, უამრავ შავ ფერს შორის გამოანათა ჩემმა შაბიამნისფერმა :წუბ:
დანახვისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ვიყიდე და წამოვედით.
მერე მამამ მე, თეკლა და თაკო მარის ბებიის პანაშვიდზე წაგვიყვანა. რაღაც კალათი ვიყიდეთ, რომელიც მე შევიტანე და მემგონი ცუდ ადგილას დავდე, იმიტომ რომ მარიმ ადგილი შეუცვალა… მაგრამ რა ვქნა. საბედნიეროდ, პანაშვიდების დიდი გამცოდილება არ მაქვს…

მერე სახლში ლელა და ქეთო დამხვდნენ… მამაჩემი ეთამაშებოდა, მე ხან სამზარეულოში ვიჯექი და ხან შუა ოთახში…. კაია, უკვე ქეთოს გართობას მე აღარ მაავლებენ, მამაც მშვენივრად ახერხებს…

ვზივარ ეხლა და ვფიქრობ რას გავაკეტებ ჩემი ძმა რომ ბაკურიანში წავა… მაგრამ თავში არაფერი მომდის იმის გარდა რომ მის ოთახში გადმოვბარგდები…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s