nothing special…

 

გუშინ დილით გეოგრაფია მქონდა, 10 საათზე. დედამ ყავა მომიტანა ლოგინში და ძლივს გამოვფხიზლდი და წავჩანჩალდი (ჩემი ახალი ბერეტი ისე მომწონს რო, სულ ეგ მახურავს და ყველაფერში ვიხედები, რაც გამოსახულებას ირეკლავს)
მივედი… არაფერი მქონდა ნასწავლი, მაგრამ ტესტებში 4 შეცდომა დავუშვი (ოჰ, ეს ინტუიცია? )
მერე სახლში წამოვედი, დამირეკა ბუშტმა და წავედით GTC-ში. დავათვალიერეთ მაღაზიები, მერე დავსხედით, წვენი დავლიეთ და წამოვედით. (ნანუკაც იყო)
საღამოს ლიზი და ნინო მოვიდნენ, ვილაპარაკეთ, გავერთეთ. ნინო ჩინეთში მიდის და თაზო კიდე დღეს ბაკურიანში მიდიოდა. უნდოდა ენახა, იმიტომ რომ ეგ რო ჩამოვა, ნინო უკვე წასული იქნება და მერე 6თვე ვეღარ ნახავს :(
ჰოდა, ესენი გავუშვი მერე… რაღაც ახალი მოთხრობა დავიწყე. რაღაც მომეწონა, ოღონდ ერთ საკითხზე გავიჭედე და ვერაფერს ვიფიქრებ :|
ნუ, მერე დავწექი დავიძინე.
დილით ისევ დედამ გამაღვიძა ჩემი ყავით :) გამოვფხიზლდი, თაზო გავაცილე (სანდროს დედამ წაიყვანა)
მერე ტვ-ს ვუყურე, მერე ვიმეცადინე. წავედი უნარებზე… (ბებოც წავიყვანე)
მერე იქიდან ფეხით წამოვედით და ააააა… დავიტანჯე, სანამ ავტობუსამდე მივედით….
ჰო, მერე მე, ნუცა და მარიკა ლიტერატურულში ვისხედით. ფული დაგვაკლდა, სახლში გადმოვედი. გზაში ჯერ იკა შემხვდა, მერე დედაჩემის ბიძაშვილები თუ დეიდაშვილები, ჩემთან მოდიოდნენ.
გადავიხადეთ ფული, დავიშალეთ.
სახლში ესენი დამხვდნენ, ილაპარაკეს, წავიდნენ
ვზივარ და ველოდები
რას არვიცი…
აბაზანაში უნდა შევიდე და მერე ინგლისური ვიმეცადინო…
10 დღით თაზოს ოთახში გადმოვდივარ და
მიხარია…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s