უკაცრავად, შეიძლება მოგეყრდნოთ? : )

 

დღეს, მათემატიკაზე რომ მივდიოდი გზაში რაღაც კარგზე ვფიქრობდი და ისიც ვიფიქრე ბლოგ-ზე დავწერმეთქი, მაგრამ ახლა ვერაფრით ვიხსენებ…
ნუ, ეგ არაფერი, ბლოგი არსად მირბის… (თუმცა მე მივრბივარ:( 1 თებერვლიდან 1 ივლისამდე აქ ვეღარ შემოვალ…)
რატომ, ეგ მე ვიცი : ))))
ნუ, არაუშავს. მანამდე ბევრი დამიგროვდება მოსაყოლი (იმედია) და ერთი დიდი და საინტერესო (ესეც იმედია) პოსტი გამომივა.

დღევანდელ დღეს რაც შეეხება, მორიგი არაფრით გამორჩეული 20 იანვარი იყო.
გუშინ ვამბობდით მე და თეკო რომ რაღაც სიახლე გვჭირდება… მაგრამ რა : )

ა, ჰო… დღეს ავტობუსში უცნაური რაღაც დამემართა. უკვე უნარებიდან სახლში მოვდიოდი (უნარები იგივე მათემატიკაა, ხან ერთს ვამბობ, ხან მეორეს )
ჰოდა როცა ჩემს გაჩერებას მივუახლოვდი, ავდექი. ჩემ წინ მაღალი ბიჭი იდგა, ჰოდა უცბად ძან მომინდა რომ მივყრდნობოდი, თან უკნიდან ხალხი მომაწვა და… : )))
ნუ იმიტომ კი არა რომ მომეწონა, ჩვეულებრივი ბიჭი იყო, უბრალოდ რაღაც იმ მომენტში ძაან უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ რათქმაუნდა არ მივეყრდენი…

ეხლა მინდა დავწვე და დავიძინო. რაც ამ ოთახში გადმოვედი, 4 საათამდე არ ვიძინებ ხოლმე და მინდა ნელ-ნელა ჩავდგე რეჟიმში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s