შემოვირბინე

 

დღეს ზამთრის ბოლო დღეა :X:X:X:X
წლევანდელ ზამთართან ნამდვილად არაფერი მაქვს სასაყვედურო. კარგი ამინდები იყო! ეს ბოლო დღეები კი აურია ცოტა, მაგრამ მე გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ს იმედზე ვარ !!! ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე როდის გათენდება, რომ გარეთ გავიდე და რაღაც სულ სხვანაირად ვისუნთქო : )

მართალია, მეგონა რომ ინტერნეტს გამომირთავდნენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. არ გამოურთავთ. რატომღაც არ შემოვდიოდი. ამ ერთი თვის განმალობაში ბევრი რაღაც მოხდა. ახლა მოყოლა მეზარება. მგონი არც იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან გრძელი და პირადი ამბებია…

თანაც არც ისე სასიამოვნო დასასრული ქონდა ამ ამბებს, ნუ არც უსიამოვნო, მაგრამ სხვანაირი შედეგის შემთხვევაში აუცილებლად დავწერდი :)

წავალ ეხლა და ყველას (ანუ იმ ერთი-ორ კაცს, ვინც სავარაუდოდ შემოდის ჩემს ბლოგზე) გილოცავთ ზამთრის წაბრძანებას და გაზაგაზაგაზაფხულის შემობრძანებას : ) ) ) ) )