lies… lies… lies

 

დღეს პირველი აპრილია,მოტყუება ადვილია…

ვზივარ, ძალიან უაზრო სახით.
ვკითხულობ ვიღაცების ბლოგებს და თან ვფიქრობ, რომ გათენდება ვინ და როგორ მოვატყუო…

ნუ ხვალიდან რო იდეაში სწავლას ვიწყებ და ეს ბოლო 3 თვე თავი უნდა დავაკლა, და რას ლაპარაკობთ, მასწავლებელო, ეს უკანასკნელი შემთხვევაა როცა გაკვეთილი არ ვიცი… ნუ ეს ხო : )))

ჰოდა, ტყუილებს რაც შეეხება, მაგრად მიყვარს, ოღონდ იმენა საპირველაპრილო ხუმრობები რაა “უწყინარი, white lies…”
ჰოდა, რაღაც ერთი იდეა კი მაქვს, მაგრამ დიდი არაფერი და საერთოდ, რატო დავიწყე ამაზე წერა, არ ვიცი…

იმას ვამბობდი, რომ ვიღაცეების ბლოგებს ვკითხულობ-თქო
ყველაზე ხშირად შევდივარ ამ ბლოგებზე
sweet, magicbluehair და tindatin.

ჰომდა, რაღაც ასე მგონია, ვიცნობ ამ ხალხს : D
და სულ მინდა რო ქუჩაში შემხვდნენ (არა ვიტყუები, სულ არა, მაგრამ ხანდახან რაა : )
იმიტო კი არა რო მივიდე და გამარჯობა, მე შენს ბლოგს ვკითხულობ და მთელი ოჯახი გიყურებთ ან რამე ეგეტI.
პროსტა მაინტერესებს როგორები არიან სინამდვილეში.

კიდევ არის რამდენიმე ბლოგი, სახელები არ მახსოვს. გადავდივარ ხოლმე იმათთანაც და
ჰო კიდევ

ბიჭების ბლოგებიდან

კარგისტრაკი

იმსახურებს ჩემს ინტერესს = )

ჰომდა, კიდე იმის თქმა მინდა რომ ძალიან მეძინება, ბანაობა მეზარება და მგონი ჯობს ხვალ დილით ვიჭყუმპალაო .
წვდ

Advertisements

today…

 

დღეს ძაან ისეთი დღე იყო რაა… ჩვეულებრივი და მოსაწყენი.
დილით ავდექი, წავედი სკოლაში, გავიგე ნიშნები, ინგლისური დავწერე და 2გაკვეთილის მერე წამოვედი.
2მდე კომპიუტერთან ვიჯექი. ოთომ ნინოს სურათები გამომიგზავნა და აააააააააა, მივხვდი რომ ძააააააააან მენატრება.

ჰო, მერე მამამ დამირეკა, რომ 4ისთვის მელიქიშვილზე დავხვედროდი. მიმიყვანა ინგლისურზე, მაგრამ ვაი მაგ მისვლას. მასწავლებელი ისე ცუდად იყო, რო დაგვცოფა მე და ნიკა. კიდე კაი ადრე გამოგვიშვა, თორემ ბოლოს ავტირდებოდი :-ს

წამოვედით. ჩემს სახლთან რაღაც ახალი მაღაზია გაუხსნიათ
ნუ სახელი ძაან ისეთი აქვს “წკაპუნები (ამერიკული ბრენდები) ” რომ შევამოკლოთ ამერიკული წკაპუბეი გამოდის : )))
ჰოდა, იქ ჩავიარე და ერთი წყვილი კეტები გამოვაყოლე ხელს.

http://www.wantedshoes.com-დან ყოფილა გამოწერილი. ძალიან მომწონს :წუბჩიკ:

იმის მერე ვზივარ კომპიუტერთან და არც კი მრცხვენია :|
ხვალისთვის სასწავლი მაქვს: სკოლის ისტორია, უნარები (მათემატიკაც და ვერბალურიც) და რაც მთავარია, საგამოცდო ისტორია თან ძალიან ბევრი და
არვიცი. ღამის გამთევი მე არ ვარ და მოკლედ ხვალ მენძვრის, i think so…

უი, ხო კიდევ ღირშესანიშნავი ფაქტები: ს-მ, ზ-მ და ც-მ მომწერეს.
და მე გამიხარდა ყველიაა : )

წავედი წავედი, რაღაც სისულელეებს ვბოდიალობ : )

ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ… : )))

 

აუ, რაა.. სერიალებში რომ ხდება ხოლმე, ზუსტად ისე მოხდა, უიმეეეეეეეე!!!

ძაან ახლოს ქონდა უკვე სახე, ძაან ძაან და
უცბად კარი გაიღო : )))))

არაუშავს,
მაინც ვატოცებ
: )

just another love-story … : )))

 

წერის ხასიათზე ვარ.
დავიწყებ თებერვლიდან… (ან ცოტა უფრო შორიდან, როცა ჩემს პირველ შეყვარებულს, პირობითად X-ს დავშორდი და მასთან ყველანაირი სახის ურთიერთობა გავწყვიტე… ქუჩაშიც კი არ ვესალმებოდით ერთმანეთს და ერ თ დღეს, ჩვენი შეხვედრის ზუსტად წლისთავზე (იმ წლის ერთმანეთის გაცნობაც რომ მოვასწარით, შეყვარებაც, ერთად ყოფნაც და დაშორებაც ) ანუ 29 მარტს რუსთაველზე, უკვე ჩემს მეორე შეყვარებულთან ერთად რომ მივაბიჯებდი, დავინახე… თეატრალურის წინ იდგა, ვიღაც გოგოსთან ერთად (ეს გოგოც მისი შეყვარებული აღმოჩნდა) და დაშორებიდან პირველად მივედი, გადავკოცნე….
მერე, სადღაც ერთი თვის შემდეგ კიდევ შემხვდა კლუბში
და ვსო….

ზაფხულში დამიმესიჯა, მოგიკითხე და ხანდახან შენც შემეხმიანე ხოლმეო…….. )

ჰოდა
იყო ნოემბერში ერთი
შეხვედრა კიდევ…

და მერე, თებერვალი…

რაზეც დავიწყე მოყოლა, მაგრამ ახლა მგონი არ აქვს აზრი.

მარტო ერთი რაღაც მინდა ვთქვა,

ძააალიან კარგი იყო ყველაფერი :))