ჩვენში დარჩენილი პოსტი

 

რა უაზროდ იწელება დრო : |
აპრილი გადის, გადის და ვეღარ გავიდა… კიდევ 1 დღე დარჩა და მერე კიდევ 2 თვე, აპრილზე ერთი დღით მეტი მაისი და მერე ალბათ დაუსრულებელი ივნისიც …
არა, მეცადინეობით თავს არ ვიკლავ, უბრალოდ ამ მოლოდინმა და გაურკვევლობამ დამღალა.
ვერთობი, გაკვეთილებზეც კი… მაგრამ მაინც აღარ შემიძლია, ყოველდღე ერთიდაიგივე ადგილებში სირბილი. ერთიდაიგივე გზა, ერთიდაიგივე სახეები…
არადა, წესით “ახლები” უნდა იყვნენ, ერთი წელიც არაა, რაც გავციანი ეს ბავშვები, მაგრამ ყოველ მეორე დღეს მაგათ რო ხედავ, ცოტა მოსაბეზრებელია…
მერე ალბათ მომენატრებიან. ყველა არა, მაგრამ რამდენიმე.
—–
ეს ბიჭიც ნერვებს მიშლის, უკვე მომბეზრდა ასე ყოფნა, არც აქეთ, არც იქით. სხვები არიან, უფრო აქტიურები, მაგრამ მე მაინც ამისკენ მიმიწევს გული. იმას საით მიუწევს ნეტა?
ჯობს ნაკლები ვიფიქრო. ჰო, ჯობს…. :D
____
ხო, აი სხვა რა დავწერო. პრინციპში ისეთი არაფერია. მაგარი უინტერესო ბლოგი კი მაქვს, ჩვენში დარჩეს და…

ისე ამასწინათ ოთომ მითხრა “ჩვენში დარჩეს” – უზრდელობააო.
მერე რა, იყოს… მაიცნ ჩვენში დარჩება და… : D

Advertisements

MY BOYS!

 

viva_la_vida_1_by_tombo23261

არვიცი ოდესმე მომბეზრდება ამ კაცის ხმა???
და საერთოდ ის სამყარო რასაც coldplay ქვია. და ის ყველაფერი, რასაც ჩემთვის ეს სიმღერები წარმოადგენენ…

უცნაურად ვიპოვე, პირველ სიყვარულთან ერთად …
skype-ში ვლაპარაკობდით. ვეცდები დაახლოებით მაინც აღვადგინო ჩვენი საუბარი:

ის: coldplay გიყვარს?
მე: არა, შენ?
ის: არც მე, მაგრამ ეს სიმღერა მომწონს

და მიგზავნის Nelly furtado- why do all good things come to an end … ft. Chris martin

ისე მეც კაი ოხერი ვინმე ვიყავი. coldplay ცალი ყურით თუ მქონდა მოსმენილი და იმისთანა “არა” ვაჯახე, გეგონება ექსპერტიაო.

არადა, როგორ შემიყვარდა. ჯერ სიმღერა, რომელიც არაფერ შუაში არ იყო ამ ჯგუფთან, მერე კი უკვე მათი სიმღერები
და ახლა ვფიქრობ რომ არც ერთი დღე coldplay-ს გარეშე.

Ipod რომ მქონდეს(ან რამე მსგავსი), არც ერთი წამიმეთქი ვიტყოდი, მაგრამ… არც ჩემი ტელეფონი გამოირჩევა დიდი “მუსიკალური მეხსიერებით”…

COLDPLAY
members: Chris martin
Jonny Buckland
Guy Berryman
Will Champion

სტილი??? რათქმაუნდა VERY HEAVY SOFT ROCK !

ფაკც

 

ეხლა, 15 წუთში მივდივარ ბოლო ზარის რეპეტიციაზე.
უკვე ძალიან მეზარება, ავდივართ, ვყაყანებთ და მოვდივართ…
მაგრამ მაინც ერთიც არ გამიცდენია, ვერთობისავით, ალბათ.
____
ვარ საშინელ ხასიათზე. ვიკამათეთ. და საერთოდ მივხვდი, რომ ძალიან უაზრობაა ყველაფერი. ანუ ის რაც მას ეხება და არც ვიცი აქვს თუ არა მომავალი.
მე ვერ ვხვდები თვითონ რა დამოკიდებულებაშია ჩემთან: ხან ასე, ხან ისე… და დრო გადის!

არის ის ვინც მე მჭირდება? და თუ არის, ვარ მე ის ვინც მას ჭირდება?

” არ მინდა დაგკარგო, იმის მიუხედავად რომ ჯერ ჩემი არ ხარ ”

ვნახოთ, ვნახოთ

lalala

 

აუ, რაღაც ძან უაზროდ ვარსავით… ეს გარდატეხის ასაკია თუ რაღაც სუ”ლ” სხვა, ვერ გავიგე, მაგრამ ყველაფერზე ვღიზიანდები
და პატარა წინააღმდეგობაზეც ცრემლები მომდის. შეიძლება ასაკი არაფერ შუაშია და უბრალოდ ასეთი სუსტი ვარ…
მაგრამ მომენტებში პირიქიტ მგონია.
მოკლედ, რაღაც გაურკვევლობაა ჩემ თავს და ამაზე დიდ დროს არ დავხარჯავ, ყოველ შემთხვევაში ბლოგზე : )

ისე ძაალიან დიდი მონდომება გჭირდება ადამიანს, რომ რაღაც შეცვალო შენს თავში, მაგრამ ხანდახან დიდი მონდომებაც ვერაფერს შველის.
მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გავაკეთო, რომელ წყალში გადავხტე : ))) რომ ვთქვატ აღარ ვიყო პათოლოგიურად ეჭვიანი. იმის მიუხედავად რომ ვხედავ, როგორ მიშლის ეს თვისება ხელს საყავრელ ადამიანებთან ურთიერთობაში და რამდენ რაღაცას მაკარგვინებს, მაინც არ შემიძლია ერთ დილას გავიღვიძო და ვსო.
რამდენჯერმე ვცადე, რომ სიმშვიდე გამომეჩინა, ტელეფონში ისტერიკები არ ამეწია : “აბა დროზე სახლში” და ასეთი ფრაზებით.
მაგრამ ეს სიმშვიდე იმდენად ხელოვნური იყო, რომ დიდხნას ვერ გაგრძელდა.

იმედი მაქვს, შემდეგ ურთიერთობაში ყველაფერი იქნება შედარებით ok.

წავედი ეხლა, თორემ რაც უფრო მეტს ლაპარაკობ (წერ) მით უფრო მეტ სისულელეს ამბობ(კრეფ)…

არადა, არ ვეთანხმები ამ ფრაზას, მაგრამ მაინც წასვლისთვის კარგი საბაბია ;;)

HE და 12 აპრილი

 

ვაიმე, მემგონი მოვიდა
იიიიიიიიიიის
იიიიიიიიიიიის
იიიიიიიიიიიიის

:X:X:X
ეს დღეები ძალიან აღტკინებული ვარ : )
და ვიმედოვნებ ეს გაგრძელდება დიდხნას, ძალიან დიდხანს
:X:X:X
Till the end : )

ჰომ, ეხლა ცოტა რამ დღევანდელ დღეზე.
პირველ რიგში გილოცავთ ბზობას : )

დღე დაიწყო 00:00 საათზე. მე ამ დროს კომპიუტერთან ვიჯექი და HEს ველაპარაკებოდი. მერე დავწექი და ბრიჯიტ ჯონსის მეორე ნაწილს ვუყურე.
იმედია, ასე არასდროს გავსუქდები, მაგრამ anyway, მეც დავწერ დღიურებს 30 წლის რომ ვიქნები : )

მერე დავიძინე და 11ზე გამაღვიძეს. ლელა იყო მოსული, ბზა მოიტანა.
ჰომ, ვილაპარაკეთ, ესა ისა… მერე მამამ წამიყვანა ისტორიაზე და 3 საათი იქ გავატარე. შიგადაშიგ HEზე ვფიქრობდი. :წუუბ:

ჰო, მართლა, ჩემმა ძმამ რაღაც kgb spy დააყენა კომპიუტერში და რასაც ვწერ, მგონი კითხულობს. თაზო, მინდა მოგესალმო დიდი სიყვარულით
!!!
გაერთიანებული ქართული …. მომიკითხე : ))))

მოკლედ, ისტორიიდან გამოვედი და ზუსტად ნახევარი საათი ველოდე 55 ან 5 ნომერ ავტობუსს. როგორც იქნა მოვიდა, მაგრამ ერთ ადგილზე მიყინულს ძალიან გამიჭირდა ასვლა.

home, sweet home…
მაგრამ არც ისე sweet, როცა სამეცადინო გელოდება.
მოკლედ, ინგლისური მივჯღაბნე და 5 საათზე ბოლო ზარის რეპეტიციაზე ავედი.

რეჟისორმა თქვა, რომ უნდა ერთ-ერთ სცენაში მე აუცილებლად, ვიმეორებ აუცილებლად, ვდომინირებდე : ))
გამიხარდა, მაგრამ გახდა 7ის ნახევარი და სახლში წამოსვლა მომიწია. ჩემი დომინანტობა ოთხშაბათისთვის გადაიდო.

წავედი მასწავლებელთან. ნიკა და თაკო არ იყვნენ. ტესტი დავწერე და 95 ქულა ავიღე. ჯერჯერობით, ყველაზე მაღალია რაც ამიღია.
პროგრესია 1 ქულით : )))
ერთ საათში მომაკითხა მამამ, მოველ სახლში და ველოდები HEს, რომელმაც მთხოვა რომ დაველოდო
ჰომდა, ველოდები
და დაველოდები კიდეც
დიახაც : )