w

მმ…
მოკლედ, მასთან ყველაფერი დამთავრდა, რა…
ძაან ცუდად თან, ჩხუბით და რამე… ნუ, ყველაფერში იმ ეტაპს ვგულისხომობ “პრე-შეყვარებულობა” რო ქვია…
ანუ ვერ მივედით იქამდე, სადამდეც მე მართლა მინდოდა = )

ვაწყენინე.
აღარ მინდა-მეთქი, შენთან ლაპარაკი-რაღაცაზე გაბრაზებულმა.
ხოდა, დღეს აღარ მოინდომა “შერიგება”. ახსნა, რომ დავუწყე, უხეშად და “ფეხებზე მკიდია” სიტყვებით მპასუხობდა, მერე
დავემშვიდობე, და “მე გუშინვე გითხარი, არ იყო ამდენი საჭიროო”.
კარგად იყოს.
პროსტა დამაკლდება თავიდან

Advertisements

თხევადი საპნის ოპერები

sweet.ge-ზე ვნახე ამერიკული სერიალის gossip girl-ის review და დამაინტერესა, თან მანამდე musicbox-ზეც მოვკარი თვალი ანონსს, უბრალოდ უკვე კაი ხნის დაწყებული იყო და არ მინდოდა შუიდან ჩავრთულიყავი.
ამიტომ დავჯექი და გადმოვწერე პირველი სერია…
მომეწონა და მივაყოლე შემდეგებიც. დღეს უკვე მეოთხეს ვუყურებ და ამ ტემპით თუ გავაგრძელე ერთ კვირაში მეორე სეზონის ბოლოშიც გავალ = )
საერთოდ, მიყვარს ფილმები ახალგაზრდებზე, კოლეჯებზე, მდიდარ გოგოებზე, სიმპათიურ ბიჭებზე, ტანსაცმელზე და, რა თქმა უნდა, ჩახლართულ situation-ებზე.
ჰოდა, ამ სერიალში ეს ყველაფერი ერთადაა. თანაც საკმაოდ გემოვნებიანად…

რადგან სერიალებზე ჩამოვარდა საუბარი, ერთი-ორ სიტყვას ექიმ ჰაუსსაც შევაწევ = ))) როცა ეს კაცი ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა, აღწერა წავიკითხე და დიდად არ დამაინტერესა. საერთოდ, სერიალების კომპიუტერში ყურება დიდად არ მხიბლავდა… მაგრამ რუსთავი2მა მადლი მოისხა და ჩავუჯექიიიი… ვერ ვიტყვი, რომ სერიას არ ვმაზავ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ არ გამომეპაროს. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მიუხედავად ჰაუსის ცინიკური იმიჯისა, ვგიჟდები ამ კაცზე “ყველა მხრიდან” .

ჰო და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ამ ეტაპზე, ჩემს სიმპათიას იმსახურებს, ესაა “ცუდი გოგოები”.
ისე არა როგორც “gossip girl” და “House MD”, მაგრამ მაინც.

P.S: რატომ თხევადი? იმიტომ რომ ნამდვილ საპნის ოპერა “ველურ კატასთან” და მისთანებთან შედარებით, დამეთანხმებით და.. = )))

DA.

განწყობა მელანქოლია…
საერთო რამდენი გვქონია,
მაგრამ მაინც – შენ უფრო მიწის ხარ!

სიტყვები? არამგონია!
ცოტათი მეტი გაიღე – ყურადღება და ალერსი.

და გათამამდი – ხომ მატყობ, შენი სურვილით ალეწილს…
მერღვევა ეს ჰარმონია!

_____________________

არა, არაფერი… უბრალოდ ძალიან მომწონს, მაგრამ მართლა “მიწისაა”.
თუ ერთად ვიქნებით, როგორ “ვიფრენთ არვიცი”. მარტო ჩემი გვეყოფა?

rainy day

in love არა, მაგრამ რაღაც მაგასთან მიახლოებულ სულიერ მდგომარეობაში ვიმყოფები. მაბედნიერებს ერთი თბილი მესიჯიც კი და მინდა რომ სულ მასზე ვილაპარაკო. პირველად არ ვარ ასე, მაგრამ მგონია რომ ყველას ჯობს: ვინც მყოლია და ვინც არ მყოლია…
თუმცა ჯერ ერთად ყოფნაზე ფიქრიც კი ადრეა.

თვითონ არვიცი… უფრო მგონია, რომ ისიც ჩემსავითაა. სხვანაირად ვერც ავხსნი, იმას რომ ყოველდღე, საათობით ვლაპარაკობთ. მერე ღამითაც ვმესიჯობთ და ა.შ.
უბრალოდ ერთი რაღაც მიკვირს- ერთხელ ნახვას რატომ ჯერდება? : |
არამგონია არ უნდოდეს… იმ დღეს ეკლებზე იჯდა, როდის მოვიდოდა. უბრალოდ, მგონი რცხვენია, რომ მთხოვოს მნახეო…
მარტო ნამიოკების რტყმით კიდე არამგონია შორს წავიდეთ = )
ვნახოთ რაა…

P.s: რა მაგრად წვიიმს… კოკისპირულად

დღეს ჩვენი ბოლო ზარიააა, მაგრამ არ არის ბოლოოო = )

 

სკოლა დავამთავრე…
რა ვთქვა არც ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე. არც განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ამ წლის განმავლობაში 10ჯერ თუ ვიყავი იქ მისული. მერე რა.
ფართუკი რომ მეკეთა და ბავშვებს ვაწერდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც დამთავრდა, ძალიან კარგი და რაღაც იწყება… იმედია კიდევ უფრო კარგი = )

თვითონ დადგმაც ძაან კარგი გამოვიდა, მემგონი: ცეკვაც, სიმღერაც, გამოსვლებიც = ))))
აუ და არვიცი რაააა… ეხლა, 5საათზე მუხატწყაროში ავდივართ ზუკასთან, მერე ბანკეტი გვაქვს 27ში და ვსო… = )

სიმღერა

არასდროს ვიტყვი არასდროს
ჩემთვის ვიფიქრებ მხოლოოოდ
დღეს ჩვენი ბოლო ზარია,
მაგრამ არ არის ბოლოო…

school-a number fifty three
that’s who are we.
we are bunch of friends,
friendship never ends.
we have different teachers
with many different featurs.
we are one big class
and we make teribble mess…

არასდროს ვიტყვი არასდროს
ჩემთვის ვიფიქრებ მხოლოოოდ
დღეს ჩვენი ბოლო ზარია,
მაგრამ არ არის ბოლოო…

P.s: სურათები later

May

ძალიან მაგარი 1 მაისი მქონდა : X
ზაზამ დამირეკა, კაკისთან ავდივართ და შენ და ნუცაც ამოდითო… ავედით.
კაცების დღე დააწესეს, ერთნაირი მაიკები ეცვათ( 1 მაისი-კაცთა დღე) და ჭკუაზე არ იყვნენ. 120 ქილა ლუდი იყიდეს, ჩიფსები, ლობიანები და ასეთი რაღაცეები. 2 საათის მერე ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ გაფოცხვერება და ამბები არ მოუკლიათ = )
მოკლედ რომ ვთქვა, ერთ-ერთი კარგი დღე იყო !

ჰო, ეს ისე, მოკლე ჩართვა… რაც შეეხება პოსტის იდეას, არანაირი იდეა არ მაქვს, უბრალოდ არ მეძინება და მომინდა დაწერა. რაღაც “სადღიურე” ამბები კი მაქვს, მაგრამ დღიური მეორე ოთახშია და მეზარება შესვლა… აქ დაწერას კიდევ აზრი არ აქვს!

უი, ხო. გუშინ ზუკა, ნინი, თათია და ქეთი იყვნენ ჩემთან. აი, მართლა მაგრად გაუმართლა ამ თავგაზას ასეთ კარგ გოგოს რომ შეუყვარდა რაა : X
მაგარი საყვარლები არიან.

ესეც მე, გუშინ ჩავკარტოჩკდი
iasamnebi

p.s. : naec.ge-ზე ეროვნულების კონკურსზე დაიდო ინფორმაცია. 29 ათას რაღაცა აბიტურიენტი და 27 ათას რაღაცა ადგილია (პროფესიულების ჩატვლით)
მაინც კაია. შეიძლება ითქვას რომ კონკურსი საერთოდ არაა.

ხო, კიდევ ერთი p.s.
ხვალ ბანკეტის კაბაზე მივდივარ, მაგრამ აზრზე არ ვარ რა მიდნა, როგორ მინდა და საერთოდ…

წავედი ეხლა, ჭუპაჭუპას ვქნამ :P

უფრო მეტი ვიდრე დღიური

ყველას გვყავს ფავორიტი ბლოგერები, მათ შორის მეც. რამდენიმე მათგანის ბლოგი უფრო მეტია ვიდრე დღიური. რავიცი, შეიძლება “ჭეშმარიტი ბლოგერებიც” ვუწოდოთ. ზრუნავენ ბლოგოსფეროს განვითარებაზე, საინტერესო რჩევებს წერენ დამწყებებისთვის, თუ როგორ გახადონ თავიანთი ბლოგები უფრო საინტერესო, როგორ მოიზიდონ მკითხევლი და ა.შ და ა.შ

ეჭვიც არ მეპარება, რომ მათთვის ეს რაღაც საყვარელი საქმიანობასავითაა. მემგონი რამდენიმე ფულსაც კი შოულობს… კარგია!

ჩემთვის რას ნიშნავს ბლოგი? ბევრს არაფერს… უბრალოდ შემოვდივარ, ვწერ და გავდივარ. არც ვინტერესდები, როგორ უნდა დავიყენო ავატარი, შევქმნა blogroll, ვწერო პირდაპირ ქართულად და არ ვაკოპირო ფორუმიდან… გავაკეთო განსხვავებული wallpaper და heading (ამ ტერმინებს სწორად ვხმარობ თუ არა ისიც არვიცი) …

რათქმაუნდა სურვილი მაქვს, რომ ჩემს ბლოგსაც იმდენი მკითხველი ყავდეს, რამდენიც ამ პოპულარულ ბლოგებს ყავთ, მეც ისე კარგად ვერკვეოდე ბლოგოსფეროში, როგორც ისინი, მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი “სტაჟთან” ერთად მოვა. ანუ -თუ გავაგრძელე ბლოგერობა 2-3 წლის შემდეგაც, როცა უფრო მეტად ჩამოყალიბებული, პროფესიის მქონე და შემდგარი ადამიანი ვიქნები, ვფიქრობ რომ მეყოლება ბევრი მკითხველი და იქნებ უფრო აქტიურადაც კი ჩავერთო ამ საქმეში.

ეხლა, უბრალოდ… შემოვალ, დავწერ და გავალ