უფრო მეტი ვიდრე დღიური

ყველას გვყავს ფავორიტი ბლოგერები, მათ შორის მეც. რამდენიმე მათგანის ბლოგი უფრო მეტია ვიდრე დღიური. რავიცი, შეიძლება “ჭეშმარიტი ბლოგერებიც” ვუწოდოთ. ზრუნავენ ბლოგოსფეროს განვითარებაზე, საინტერესო რჩევებს წერენ დამწყებებისთვის, თუ როგორ გახადონ თავიანთი ბლოგები უფრო საინტერესო, როგორ მოიზიდონ მკითხევლი და ა.შ და ა.შ

ეჭვიც არ მეპარება, რომ მათთვის ეს რაღაც საყვარელი საქმიანობასავითაა. მემგონი რამდენიმე ფულსაც კი შოულობს… კარგია!

ჩემთვის რას ნიშნავს ბლოგი? ბევრს არაფერს… უბრალოდ შემოვდივარ, ვწერ და გავდივარ. არც ვინტერესდები, როგორ უნდა დავიყენო ავატარი, შევქმნა blogroll, ვწერო პირდაპირ ქართულად და არ ვაკოპირო ფორუმიდან… გავაკეთო განსხვავებული wallpaper და heading (ამ ტერმინებს სწორად ვხმარობ თუ არა ისიც არვიცი) …

რათქმაუნდა სურვილი მაქვს, რომ ჩემს ბლოგსაც იმდენი მკითხველი ყავდეს, რამდენიც ამ პოპულარულ ბლოგებს ყავთ, მეც ისე კარგად ვერკვეოდე ბლოგოსფეროში, როგორც ისინი, მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი “სტაჟთან” ერთად მოვა. ანუ -თუ გავაგრძელე ბლოგერობა 2-3 წლის შემდეგაც, როცა უფრო მეტად ჩამოყალიბებული, პროფესიის მქონე და შემდგარი ადამიანი ვიქნები, ვფიქრობ რომ მეყოლება ბევრი მკითხველი და იქნებ უფრო აქტიურადაც კი ჩავერთო ამ საქმეში.

ეხლა, უბრალოდ… შემოვალ, დავწერ და გავალ

Advertisements

3 thoughts on “უფრო მეტი ვიდრე დღიური

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s