თხევადი საპნის ოპერები

sweet.ge-ზე ვნახე ამერიკული სერიალის gossip girl-ის review და დამაინტერესა, თან მანამდე musicbox-ზეც მოვკარი თვალი ანონსს, უბრალოდ უკვე კაი ხნის დაწყებული იყო და არ მინდოდა შუიდან ჩავრთულიყავი.
ამიტომ დავჯექი და გადმოვწერე პირველი სერია…
მომეწონა და მივაყოლე შემდეგებიც. დღეს უკვე მეოთხეს ვუყურებ და ამ ტემპით თუ გავაგრძელე ერთ კვირაში მეორე სეზონის ბოლოშიც გავალ = )
საერთოდ, მიყვარს ფილმები ახალგაზრდებზე, კოლეჯებზე, მდიდარ გოგოებზე, სიმპათიურ ბიჭებზე, ტანსაცმელზე და, რა თქმა უნდა, ჩახლართულ situation-ებზე.
ჰოდა, ამ სერიალში ეს ყველაფერი ერთადაა. თანაც საკმაოდ გემოვნებიანად…

რადგან სერიალებზე ჩამოვარდა საუბარი, ერთი-ორ სიტყვას ექიმ ჰაუსსაც შევაწევ = ))) როცა ეს კაცი ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა, აღწერა წავიკითხე და დიდად არ დამაინტერესა. საერთოდ, სერიალების კომპიუტერში ყურება დიდად არ მხიბლავდა… მაგრამ რუსთავი2მა მადლი მოისხა და ჩავუჯექიიიი… ვერ ვიტყვი, რომ სერიას არ ვმაზავ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ არ გამომეპაროს. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მიუხედავად ჰაუსის ცინიკური იმიჯისა, ვგიჟდები ამ კაცზე “ყველა მხრიდან” .

ჰო და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ამ ეტაპზე, ჩემს სიმპათიას იმსახურებს, ესაა “ცუდი გოგოები”.
ისე არა როგორც “gossip girl” და “House MD”, მაგრამ მაინც.

P.S: რატომ თხევადი? იმიტომ რომ ნამდვილ საპნის ოპერა “ველურ კატასთან” და მისთანებთან შედარებით, დამეთანხმებით და.. = )))

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s