I feel like a puzzle, I can’t find my missing piece

I’m back = )

დიდი ხანი გავიდა, რაც არ დამიწერია. ეს იმის ბრალია, რომ კომპიუტერი გამიფუჭდა და პატარა ლეპტოპის ამარა დავრჩი. იმდენად პატარაა, რომ წერა მეზარება, მაგრა მაინც გადავწყვიტე შემოსვლა და ერთი გემრიელი პოსტის გამოცხობა.

გუშინწინ საგამოცდო ბარათები დაგვირიგეს. სასოფლოში მაქვს 3, 7, 9 და 15 ივლისს, 8 საათზე. ძალიან ვნერვიულობ =S გუშინ თიტქოს მეცადინეობას მოვუმატე და იდეაში დღესაც იგივეს ვაპირები, მაგრამ რაც ავდექი კომპიუტერს ვუზივარ. დავწერ ამ პოსტს და მერე ვიმეცადინებ…

მასთან მართლაც ყველაფერი დამთავრდა. იმ დღის მერე აღარც მოუწერია. გული მისკდებოდა ხოლმე, სკაიპში რომ ვხედავდი და ვიცოდი, არ მომწერდა. ბოლო რამდენიმე დღეა, ვეღარც ვხედავ. ეტყობა დამბლოკა… ან რავიცი :|
ძალიან მენატრება. როცა გარეთ ვარ სულ ვნატრობ, რომ შემხვდეს. მანქანებს ვაკვირდები და იმედი მაქვს, რომ გამოივლის… ჯერჯერობით არ ჩანს : (

ხანდახან ძალიან ვბრაზდები მასზე. ასე უცბა როგორ გადამისვა ხაზი ?! მერე ვხვდები, რომ ძალიან სერიოზულად ვუყურებდი ყველაფერს და ჩემს თავზეც ნერვები მეშლება.

ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს, ისაა რომ ფორუმზე მომწერს. რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ შევედი შეტყობინებების ყუთში და იქ დამხვდა მისი pm, ოღონდ გასნილი და წაკიტხული. არვიცი ეს ვინ გააკეთა, ჩემი კოდი მარტო მაგან იცოდა, მაგრამ თავისი შეტყობინების წასაკითხად ხო არ შემოვიდოდა? …
დიდი არც არაფერი იყო, სანამ ვიცხუბებდით მანამდე მივწერე რაღაც და გვიან უნახავს. “ეს ეხლა ვნახეო” ეწერა და ვსო. ვერ მივხვდი, რატომ მომწერა და ვკიტხე კიდეც. იმის მერე 5-6 დღე გავიდა და ჯერ არ შემოსულა.
მე კიდე ყოველდღე ვამოწმებ ფორუმს და ველოდები… მაგრამ რას? ხომ ვიცი, რომ აღარაფერი შეიცვლება და როგორც თვითონ თქვა “იმდღევანდელის შემდეგ ჩვენს ვეღარ ვიქნებით ისე, როგორც ვიყავით”.

აი, ესეთი ამბებია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე კი ზუსტად 2 კვირა რჩება …

14…