უძღები შვილის დაბრუნება

 

ძალიან დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ბოლო ჩანაწერი გავაკეთე. საპატიო მიზეზები მაქვს: გაფუჭებული კომპიუტერი, საგამოცდო ციებ-ცხელება და საზაფხულო არდადეგები.

ახლა უკვე სტუდენტი ვარ : ) ჯავახიშვილში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებატა ფაკულტეტზე მოვხვდი. ყველაფერი კარგად წავიდა. მართალია 100%იან გრანტზე ერთი ქულა დამაკლდა და გული დამწყდა (სწორედ იმიტომ რომ 1 დამაკლდა და არა 5 ან 10), მაგრამ ძალიან გახარებული ვარ. ველოდები… და ასე მგონია ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან უჩვეულო იწყება… ვნახოთ!

ზაფხულმა კარგად ჩაიარა. უკეთესიც შეიძლებოდა.
რატომღაც არ ვარ საწერ განწყობაზე.

ნუ, ეს მაინც: ცოცხალია ვარ და ველოდები ჩემს კომპიუტერს, რომ გემრიელად ჩავუჯდე ბლოგსაც და ყველაფერს!