სხვენი

 

დიდი პაუზა გამომივიდა, ბოლოდროინელ ტემპებს თუ გავითვალისწინებთ… ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, სიზარმაცეა = ))
გუშინდელ დღეზე გიამბოთ, მინდა… : ) უფრო სწორად, საღამოზე: მე და ჩემი 2 კურსელმეგობარი (ირმა და გვანცა) მარჯანიშვილის სხვენში წავედით სპექტაკლზე “პაემანი სხვენში”.
დიდ დარბაზში ნამყოფი ვარ, მაგრამ აქ პირველად ვიყავი და სიტუაცია მომეწონა :
1 ) რომ შევედით დარბაზში ქალი შემოგვეგება ღიმილით, ნუ რაღაც განსაკუთრებული მიღება იყო = D
2 ) მომწონს ასეთი პატარა დარბაზები, სადაც სცენა და მაყურებელი ერთ სიმაღლეზეა… ასეთი ტიპის სპექტაკლებს უხდება ეს გარემო… : )
3 )უცნაურია, ალბათ, მაგრამ ზალიან სასიამოვნო განწყობას ქმნიდა ჩვენს გვერდით მსხდომი წყვილი, ნუ ძალიან მოგვეწონა მე და ირმას… აქვე ჩავურთავ, რომ როდესაც უცნობი ადამიანი ჩემს ყურადღებას მიიპყრობს, მისი გარეგნობის, ტიპაჟის, ცაცმულობის და სხვა “გარეგნული’ მონაცემების მიხედვით პატარა ისტორიას ვთხზავ ხოლმე მასზე… ჰოდა მგონია, რომ ეს წყვილი ხშირად დადის ამ ტეატრში, შეიძლება ტეატრალურის სტუდენტებიც იყვნენ და ასე მგონია, უფასოდ ან რაიმე ფასდაკლებით უშვებენ, იმიტომ რომ თავიდან კუთხეში, კიბეებზე ჩამოსხდნენ და, როდესაც სპექტაკლი დაიწყო, ნახეს რომ რამდენიმე ადგილი დარჩა და მერე გადმოვიდნენ… ჰოდა, რაღაც სულ იღიმოდნენ და მოკლედ რა = )))
ჰო, ასევე წინ მეჯდა ფოტოგრაფი ყმაწვილი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, მაგრამ ამას ხელი სულაც არ შეუშლია. შეიძლება იტქვას, ნახევარ სპექტაკლს მისი აპარატის ობიექტივიდან ვუყურე, იმიტომ რომ სულ ვადევნებდი თვალყურს: “აბა როგორი კადრი დაიჭირა?”.

რაც შეეხება, თვითონ სპექტაკლს: სავარაუდოდ სადიპლომო იყო, იმიტომ რომ სულ ახალგაზრდა მსახიობები თამაშობდნენ (მაქსიმუმ 23-24 წლისები) და თან გიზო ჟორდანია იყო რეჟისორი, ჰოდა როგორც ვიცი თეატრალურში ყავს ჯგუფი… ჰოდა, სპექტაკლი მომეწონა: ნუ, რომ გითხრათ წარუშლელი შტაბეჭდილება დამიტოვამეთქი, სიმართლე არ იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი: დადგმით, შინაარსით, იუმორით და მსახიობებით…
სამწუხაროდ, სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ მინდა გამოვყო ერთერთი მთავარი (ალექსანდრეს ) როლის შემსრულებელი ბიჭი და ასევე ლოლას როლის შემსრულებელი გოგონა… ნუ, სხვებიც კარგები იყვნენ. 1-2 არ მომეწონა მხოლოდ…

ჰოდა, კიევ ერთი კარგი ამბავი გავიგე: ბალის აბონენტებს 3შაბატს და 5შაბატს სხვენში მხოლოდ 3ლარად შეუძლიატ სპექტაკლებზე დასწრება, ჰოდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კვლავ ვეწვევით მარჯანიშვილს.
recommended : )))

I breathe Music

მიყვარს… მიყვარს… მიყვარს !!!
მუსიკა და მისი საოცარი ძალა, რომელიც მთლიანად შემოდის ჩემში, სხეულში მეღვრება და სულს მივსებს… ჰოდა, უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ საოცრებას ქმნის (იმ ავტორებს ვგულისხმობ, რომელთა სიმღერებიც ასეთ სიამოვნებას მანიჭებენ) … ვიცი, ჯერ კიდევ უმრავ ჰანგსა და მელოდიას არ მოუღწევია ჩემამდე, მაგრამ ნელ-ნელა ვეცნობი ამ საოცარ სამყაროს და ვოცნებობ, მეც მისი ნაწილი გავხდე… სამწუხაროდ, ეს მართლაც ოცნებაა: მე მხოლოდ მოსმენისა და სიყვარულის ნიჭი მაქვს…

რა თქმა უნდა, ცალკე გამოვყოფ Coldplay-ს, რომელსაც, მართლაც რომ, ვსუნთქავ… თითოეული ნოტი და ბგერა ისე ახლოსაა ჩემთან, რომ … მმ! : ))

ამ ეტაპზე ჩემი აჩემებული სიმღერებია Enigma – The Same Parents და ერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანის, ასევე ბლოგერის სიმღერა “only one”.
ამ პოსტის დაწერაც ამ ადამიანმა შთამაგონა, ასე რომ ვთქვათ, და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “in my place”-სთვის, რომელიც დღეს სპეციალურად ჩემთვის დაუკრა და ძალიან გამახარა.

thank you, Merabukino :*

dislikes about my appearence

ალბათ ყველას ჩვენგანს გაუგია, და ზოგიერთს უთქვამს კიდეც შემდეგი ფრაზა : “მთავარი სულიერებაა, გარეგნობა კი მეორეხარისხოვანია”.
რომელხარისხოვანიც არ უნდა იყოს, ის მაინც მნიშვნელოვანია, თუნდაც ვიზუალური ეფექტის და, ხშირ შემთხვევაში, თავდაპირველი შთაბეჭდილების მოსახდენადაც…
ამ პოსტში არ ვაპირებ ადამიანის შეფასების კრიტერიუმებზე ვიმსჯელო, უბრალოდ მინდა გულახდილობა გამოვიჩინო და იმაზე ვისაუბრო, თუ რა არ მომწონს ჩემს გარეგნობაში :

1 ) სიმაღლე – ზოგადად “მაღალი გოგო” ალბათ უფრო დადებით შეფასებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ როდესაც სიმაღლე ზედმეტად თვალშისაცემია და არამხოლოდ შენ, შენს გვერდით მყოფებსაც უქმნის დისკომფორტს ( ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის “აუ, რა მაღალი ხარ. შენს გვერდით ვკომპლექსდები! ) მის უარყოფით მხარეებზეც იწყებ ფიქრს… ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სიმაღლის მრცხვენია… პირიქით, ის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კია ჩემთვის… რა ტქმა უნდა, თავს ძალიან დამცირებულად ვიგრძნობდი, თუ ყურადღების ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ მის გამო მოვექცეოდი, მაგრამ პირველ რიგში სწორედ იგი იპყრობს გარშემომყოფთა მზერას.
ამ ყოველივეს მიუხედავად, მაინც “მოვიკლებდი” 4-5 სანტიმეტრს… ანუ ამჟამად ვარ 182 ან 83 და ვიქნებოდი 178 = D

2) მარცხენა ხელის ცერა თითი – ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ ერთ თითს ვემდურები, მაგრამ რა ვქნა?! : D დანარჩენი 9 თითი მომწონს: გრძელი და თხელი თიტები მაქვს, ეს კიდე რაღაცნაირი ბუთქუნა და შედარებით მოკლეა= D ნუ, ამბობენ საყვარელიაო, მაგრამ აშკარად არაესთეტიკურია და სიამოვნებით დავამსგავსებდი მარჯვენა ხელის ცერას!!!

სხვა მემგონი არაფერია… ა, ჰო, მართალია ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეცნობიერი თავისდამამშვიდებელი მიდგომა მაქვს და მჯერა რომ, მთავარია ფორმა და არა ზომა : D, მაგრამ ცოოტა უფრო დიდი მკერდი რომ მქონდეს ურიგო არ იქნებოდა : D : D

ბოლოს კი, მინდა ვტქვა, რომ მადლობელი ვარ ღმერთის ასეთად რომ შემქმნა… იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში ჩემი თავი მომწონს და იგივე სხვებისგანაც მსმენია…

პ.ს. : ნარცისი არ გეგონოთ, ცუდსაც ვხედავ და კარგსაც… უბრალოდ, ვთვლი, რომ საჭიროა ის ცუდი ოსტატურად შენიღბო (ან თუ ამის აუცილებლობაა, პლასტიკური ოპერაციითაც მოიშორო )

may god’s love…

სიმღერა განწყობისათვის: in the sun (სასურველია მისი cover COLDPLAY-სა და Michael stipe-ს შესრულებით) …

I pictured you in the sun wondering what went wrong
And falling down on your knees asking for sympathy
And being caught in between all you wish for and all you seen
And trying to find anything you can feel that you can believe in

May God’s love be with you
Always….
May God’s love be with you

I know i would apologize if i could see your eyes
‘Cause when you showed me myself, you know, i became someone else
But i was caught in between all you wish for and all you need
I pictured you fast asleep
A nightmare comes
You can’t keep awake

May God’s love be with you
Always…
May God’s love be with you
Always…
May God’s love be with you
Always…
May God’s love be with you

‘Cause if i find
If i find my own way
How much will i find
If i find
If i find my own way
How much will i find
If i find
If i find my own way
How much will i find
You…
You…
I’ll find you
You…

I don’t know anymore
What it’s for
I’m not even sure
If there is anyone who is in the sun
Will you help me to understand
‘Cause i been caught in between all you wish for and all you need
Maybe you’re not even sure what it’s for
Any more than me

May God’s love be with you
Always…
May God’s love be with you…

ეს სიმღერა მახსენებს მას, ვის შესახებაც ამ ბლოგზეც არაერთხელ დამიწერია. მეგონა, რომ ის ადამიანი მიყვარდა, თუმცა არც ისე კარგად ვიცნობდი -მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, სამაგიეროდ 2 თვის განმავლობაში საატებს ვატარებდით ერთმანეთთან ლაპარაკში… მოკლედ, ძალიან შევეჩვიე და როდესაც მასთან განშორება მომიწია, იმდენად გამიჭირდა და ისე მომენატრა, რომ მასზე ფიქრით ვიღვიზებდი და ვიძინებდი, სულ მასზე ვლაპარაკობდი და ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ ვაწყენინე…

დღესდღეობით, მასთან ურთიერთობა მაქვს (ისევ და ისევ ინერნეტით), თუმცა ძველი დრო, რა თქმა უნდა, არ დაბრუნებულა… ახლაც თითქმის ყოველდრე ვსაუბრობთ, უბრალოდ მაშინ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. ვერ ვიტყვი რომ ამის გამო გული არ მწყდება – იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან რომ ეს უეცარი გაუცხოება ძალიან უჩვეულოა ჩემთვის.
და მაინც, მიხარია რომ ყველაფერი ასე აეწყო. ახლა ვხვდები, რომ ნამდვილად არაა ის ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად ვიგრძნობდი. გაცილებით უკეტესია თუ მეგობრები ვიქნებით ან უბრალოდ ნაცნობები, რომლებსაც ოდესღაც ფლირტი ჰქონდატ = D

რისი ტქმა მინდოდა ამ პოსტით: ნებისმიერ გრძნობას, რომელიც ადამიანზე მიმაჯაჭვავს, სიყვარული არ უნდა დავუძახო… :D:D:D იგავ-არაკის მორალივით ჩამოვაყალიბე, არა? : D

ამ სიმღერის სიყვარულს და ღიღინს კი კიდევ დიდხანს გავაგრძელებ… may god’s love be with me..

მიმოხილვა

დავრეგისტრირდი blogroll.ge-ზე და , როგორც იქნა, ჩემს ბლოგს ეღირსა blogroll … თუმცა ჩამონათვალში ჯერ მხოლოდ ისაა : “ქართული ბლოგოსფეროს აგრეგატორი” = )
ამ ფაქტის გარდა, დღეს სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენებიც დაფიქსირდა : ვიყავი თვალის ექიმთან, იდეაში ახალი სათვალის გამოსაწერად, მაგრამ უცბად გადავწყვიტე, რომ დავძლევდი შიშებს და ლინზები ვიყიდე… ძალიან ბევრი ვიწვალეთ, სანამ ჩასმას და ამოღებას შევძლებდი… საბოლოოდ, რაღაცას მივაღწიეთ და ესე, თვალებშიუცხოსხეულიანი, მაგრამ ბედნიერი იმ ფაქტით, რომ ადამიანების სახეებს და მანაქნების ნომრებს ვარჩევდი, შინ გაბადრული დავბრუნდი : D
ასევე, ვიყიდე : ცეკვის “ჩუსტები” დასის რეპეტიციებისათვის, წითელი ბერეტი და ახალი ჩანთა…
ოღონდ მათი ყიდვა ბაზრობაზე მისვლისთანავე ეჭვის ქვეშ დადგა. ჩანთაში ქექვა ავიწყე და საფულე არ მომხვდა ხელში, უკან მივიხედე ა ზუსტად მაგ დროს დავინახე, როგორ დაიხარა ძირსერთერთი ქალი, მერე კი მის ხელში ჩემმა საფულემ გაიბრდღვიალა. ნუ, რა თქმა უნდა, დავაბრუნებინე, არადა რას გაიხარებდა : D ჩანთაში ქექვა რომ გამეგრძელებინენა და უკან არ მიმეხედა, ეხლა არათუ ბერეტი, ჩანთა და ბალეტკები, პირადობის მოწმობა და სტუდბილეთიც აღარ მექნებოდა :P

მართალია, დღევანდელი დღის ღირსშესანიშნაობებზე ვსაუბრობ, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო გუშინდელიც: დასელები შევიკრიბეთ, თავიდან წყნეთში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ რადგან ამინდი გაფუჭდა, გადავიფიქრეთ და ერთერთი მათგანის სახლში ამოვყავით თავი.
ძალიან, ძალიან კარგად გავერთე მართლა. იმედია, წინ ბევრი ასეთი და უკეთესი დღე გველის…
უკეთესიო, იმიტომ ვამბობ, რომ სახლში მოსულს მშობლები გაბრაზებულები დამხვდნენ, რომ, დილაუტენია გასული, ვითომდა წყნეთში მივდიოდი და თურმე უცხო ოჯახში ამდენ ხანს გავჩერდი, ისე რომ არც გავაფრთხილე და ბლაბლაბლა… ძალიან ავნერვიულდი, ვიჩხუბე და მათი დანახვაც არ მინდოდა…
მართალია, დღეს შევრიგდით, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არ იყვნენ მართლები!!!

ჰო, კიდევ მინდა ვუსაყვედურო ჩემს თავს, რომ ფეხებზე დავიკიდე სწავლა და არც ვიცი, რა შედეგები მექნება… არადა სტიპენდიანტობაზე მქონდა პრეტენზია = (((
ნუ, მე როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი, დავიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შევეცდები, ჩემს თავთან არ შევრცხვე…

აი, ასე.მომავალ შეხვედრამდე = )

university life

2 თვე…:)
სწავლა დაიწყო. მომწონს… უბრალოდ ჯგუფები რომ გააუქმეს ტეხავს. მეგობრებს ალბათ ისედაც შევიძენ (უკვე დავუახლოვდი რამდენიმე ბავშვს), მაგრამ ჯგუფი მაინც სულ სხვა… ნუ, რაც არის, არის… მე მაინც კმაყოფილი ვარ და ესეც დიდი მიღწევაა, იმიტომ რომ ბევრი დეპრესიაში ჩავარდნილი: კურსელები არ მოწონთ, სიტუაცია არ მოწონთ, სწავლის ხარისხი არ მოწონთ, არაფერიც კი არ მოწონთ…: )

მე რაც შემეხება, უნივერსტეტის დასში ჩავირიცხე და ძალიან გახარებული ვარ. თან ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა – კასტინგზე გავედი, თან ბოლო წუტამდდე არ ვიყავი დარწმუნებული მინდოდა თუ არა… ლექსი და იგავ-არაკი წამაკითხეს, მერე რეჟისორმ მთხოვა, წარმომედგინა რომ ღაამე, წვიმაში ტაქსს ვაჩერებდი, მაგრამ არცერთი მანქანა არ მიჩერებდა… თავიდან ძალიან იდიოტურად ვაკეთებდი, ვიდექი და ხელის ქნევით ტაქსი, ტაქსის ვყვიროდი… რეჟისორმა მითხრა, ასეთ სიტუაციაში არ გაბრაზდებოდიო? კი-მეთქი, მერე სად ჩანს ეგო? ეხლა თავიდან გააკეტე და თუ საჭიროდ ჩათვლი შეიგინე კიდეცო…
ხო და მიუხედავად დიდი შინაგანი წინააღმდეგობისა შევიერი როლებში და ეწიუდის ბოლოს ომაიანად დავჭექე “შენი დედა…” და დაბოლოვება საცოდავად ამოვიკნავლე… დაიწყეს სიცილი და ტაშის დაკვრა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ სრული ფიასკო განვიცადე…

რამდენიმე დღის შემდეგ შემხვდნენ ბავშვები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემთან ერთად და მიტხრეს რომ II ტურში გადავიდნენ. მე რათქმაუნდა გული დამწყდა, მაგრამ მაიინც შეგუებულივით ვიყავი ამ ამბავს… თურმე სად ბანაოობ? : ))) მეორე დღეს დამირეკა ერთერთმა ძველმა დასელმა და მომილოცა ჩარიცხვა. ძაან გავბრაზდი, რატო მეღადავები, მეორე ტურშიც არ გადავსულვარ-მეთქი…
ჰოდა, მითხრა პირდაპირ ჩაირიცხეთ რამდენიმე ბავშვიო…
მმმ… რაღაც ძალიან კარგს ველი :X:X:X

wish me good luck <3