მიმოხილვა

დავრეგისტრირდი blogroll.ge-ზე და , როგორც იქნა, ჩემს ბლოგს ეღირსა blogroll … თუმცა ჩამონათვალში ჯერ მხოლოდ ისაა : “ქართული ბლოგოსფეროს აგრეგატორი” = )
ამ ფაქტის გარდა, დღეს სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენებიც დაფიქსირდა : ვიყავი თვალის ექიმთან, იდეაში ახალი სათვალის გამოსაწერად, მაგრამ უცბად გადავწყვიტე, რომ დავძლევდი შიშებს და ლინზები ვიყიდე… ძალიან ბევრი ვიწვალეთ, სანამ ჩასმას და ამოღებას შევძლებდი… საბოლოოდ, რაღაცას მივაღწიეთ და ესე, თვალებშიუცხოსხეულიანი, მაგრამ ბედნიერი იმ ფაქტით, რომ ადამიანების სახეებს და მანაქნების ნომრებს ვარჩევდი, შინ გაბადრული დავბრუნდი : D
ასევე, ვიყიდე : ცეკვის “ჩუსტები” დასის რეპეტიციებისათვის, წითელი ბერეტი და ახალი ჩანთა…
ოღონდ მათი ყიდვა ბაზრობაზე მისვლისთანავე ეჭვის ქვეშ დადგა. ჩანთაში ქექვა ავიწყე და საფულე არ მომხვდა ხელში, უკან მივიხედე ა ზუსტად მაგ დროს დავინახე, როგორ დაიხარა ძირსერთერთი ქალი, მერე კი მის ხელში ჩემმა საფულემ გაიბრდღვიალა. ნუ, რა თქმა უნდა, დავაბრუნებინე, არადა რას გაიხარებდა : D ჩანთაში ქექვა რომ გამეგრძელებინენა და უკან არ მიმეხედა, ეხლა არათუ ბერეტი, ჩანთა და ბალეტკები, პირადობის მოწმობა და სტუდბილეთიც აღარ მექნებოდა :P

მართალია, დღევანდელი დღის ღირსშესანიშნაობებზე ვსაუბრობ, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო გუშინდელიც: დასელები შევიკრიბეთ, თავიდან წყნეთში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ რადგან ამინდი გაფუჭდა, გადავიფიქრეთ და ერთერთი მათგანის სახლში ამოვყავით თავი.
ძალიან, ძალიან კარგად გავერთე მართლა. იმედია, წინ ბევრი ასეთი და უკეთესი დღე გველის…
უკეთესიო, იმიტომ ვამბობ, რომ სახლში მოსულს მშობლები გაბრაზებულები დამხვდნენ, რომ, დილაუტენია გასული, ვითომდა წყნეთში მივდიოდი და თურმე უცხო ოჯახში ამდენ ხანს გავჩერდი, ისე რომ არც გავაფრთხილე და ბლაბლაბლა… ძალიან ავნერვიულდი, ვიჩხუბე და მათი დანახვაც არ მინდოდა…
მართალია, დღეს შევრიგდით, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არ იყვნენ მართლები!!!

ჰო, კიდევ მინდა ვუსაყვედურო ჩემს თავს, რომ ფეხებზე დავიკიდე სწავლა და არც ვიცი, რა შედეგები მექნება… არადა სტიპენდიანტობაზე მქონდა პრეტენზია = (((
ნუ, მე როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი, დავიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შევეცდები, ჩემს თავთან არ შევრცხვე…

აი, ასე.მომავალ შეხვედრამდე = )

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s