dislikes about my appearence

ალბათ ყველას ჩვენგანს გაუგია, და ზოგიერთს უთქვამს კიდეც შემდეგი ფრაზა : “მთავარი სულიერებაა, გარეგნობა კი მეორეხარისხოვანია”.
რომელხარისხოვანიც არ უნდა იყოს, ის მაინც მნიშვნელოვანია, თუნდაც ვიზუალური ეფექტის და, ხშირ შემთხვევაში, თავდაპირველი შთაბეჭდილების მოსახდენადაც…
ამ პოსტში არ ვაპირებ ადამიანის შეფასების კრიტერიუმებზე ვიმსჯელო, უბრალოდ მინდა გულახდილობა გამოვიჩინო და იმაზე ვისაუბრო, თუ რა არ მომწონს ჩემს გარეგნობაში :

1 ) სიმაღლე – ზოგადად “მაღალი გოგო” ალბათ უფრო დადებით შეფასებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ როდესაც სიმაღლე ზედმეტად თვალშისაცემია და არამხოლოდ შენ, შენს გვერდით მყოფებსაც უქმნის დისკომფორტს ( ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის “აუ, რა მაღალი ხარ. შენს გვერდით ვკომპლექსდები! ) მის უარყოფით მხარეებზეც იწყებ ფიქრს… ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სიმაღლის მრცხვენია… პირიქით, ის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კია ჩემთვის… რა ტქმა უნდა, თავს ძალიან დამცირებულად ვიგრძნობდი, თუ ყურადღების ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ მის გამო მოვექცეოდი, მაგრამ პირველ რიგში სწორედ იგი იპყრობს გარშემომყოფთა მზერას.
ამ ყოველივეს მიუხედავად, მაინც “მოვიკლებდი” 4-5 სანტიმეტრს… ანუ ამჟამად ვარ 182 ან 83 და ვიქნებოდი 178 = D

2) მარცხენა ხელის ცერა თითი – ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ ერთ თითს ვემდურები, მაგრამ რა ვქნა?! : D დანარჩენი 9 თითი მომწონს: გრძელი და თხელი თიტები მაქვს, ეს კიდე რაღაცნაირი ბუთქუნა და შედარებით მოკლეა= D ნუ, ამბობენ საყვარელიაო, მაგრამ აშკარად არაესთეტიკურია და სიამოვნებით დავამსგავსებდი მარჯვენა ხელის ცერას!!!

სხვა მემგონი არაფერია… ა, ჰო, მართალია ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეცნობიერი თავისდამამშვიდებელი მიდგომა მაქვს და მჯერა რომ, მთავარია ფორმა და არა ზომა : D, მაგრამ ცოოტა უფრო დიდი მკერდი რომ მქონდეს ურიგო არ იქნებოდა : D : D

ბოლოს კი, მინდა ვტქვა, რომ მადლობელი ვარ ღმერთის ასეთად რომ შემქმნა… იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში ჩემი თავი მომწონს და იგივე სხვებისგანაც მსმენია…

პ.ს. : ნარცისი არ გეგონოთ, ცუდსაც ვხედავ და კარგსაც… უბრალოდ, ვთვლი, რომ საჭიროა ის ცუდი ოსტატურად შენიღბო (ან თუ ამის აუცილებლობაა, პლასტიკური ოპერაციითაც მოიშორო )

Advertisements

3 thoughts on “dislikes about my appearence

  1. kevana says:

    არადა, ზოგჯერ თავდაპირველი შთაბეჭდილება სულაც არ ასახავს სინამდვილეს : )

  2. ორსულობის შემდეგ ჩემი თვითშეფასება აბსოლუტურ ტაკოშია, ამიტომ მსგავსი პოსტი რომ დავწერო, ერთი სამჯერ უფრო გრძელი გამომივა :დ : )

  3. iasamnisferi says:

    kevana : eg calke temaa da memgoni am posttan arafer shuashia, tumca getanxmebi. pirveli shtabechdileba yoveltvis ar amartlebs… magram pirikitac xdeba.

    dodka: arvici orsulobamde rogor ikavi, magram bolo xanebshi maqvs nanaxi sheni suratebi da videoebi da mshvenivrad gamoiyurebi. ase rom droa tvitshefseba takodan gamoadzvrino :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s