სხვენი

 

დიდი პაუზა გამომივიდა, ბოლოდროინელ ტემპებს თუ გავითვალისწინებთ… ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, სიზარმაცეა = ))
გუშინდელ დღეზე გიამბოთ, მინდა… : ) უფრო სწორად, საღამოზე: მე და ჩემი 2 კურსელმეგობარი (ირმა და გვანცა) მარჯანიშვილის სხვენში წავედით სპექტაკლზე “პაემანი სხვენში”.
დიდ დარბაზში ნამყოფი ვარ, მაგრამ აქ პირველად ვიყავი და სიტუაცია მომეწონა :
1 ) რომ შევედით დარბაზში ქალი შემოგვეგება ღიმილით, ნუ რაღაც განსაკუთრებული მიღება იყო = D
2 ) მომწონს ასეთი პატარა დარბაზები, სადაც სცენა და მაყურებელი ერთ სიმაღლეზეა… ასეთი ტიპის სპექტაკლებს უხდება ეს გარემო… : )
3 )უცნაურია, ალბათ, მაგრამ ზალიან სასიამოვნო განწყობას ქმნიდა ჩვენს გვერდით მსხდომი წყვილი, ნუ ძალიან მოგვეწონა მე და ირმას… აქვე ჩავურთავ, რომ როდესაც უცნობი ადამიანი ჩემს ყურადღებას მიიპყრობს, მისი გარეგნობის, ტიპაჟის, ცაცმულობის და სხვა “გარეგნული’ მონაცემების მიხედვით პატარა ისტორიას ვთხზავ ხოლმე მასზე… ჰოდა მგონია, რომ ეს წყვილი ხშირად დადის ამ ტეატრში, შეიძლება ტეატრალურის სტუდენტებიც იყვნენ და ასე მგონია, უფასოდ ან რაიმე ფასდაკლებით უშვებენ, იმიტომ რომ თავიდან კუთხეში, კიბეებზე ჩამოსხდნენ და, როდესაც სპექტაკლი დაიწყო, ნახეს რომ რამდენიმე ადგილი დარჩა და მერე გადმოვიდნენ… ჰოდა, რაღაც სულ იღიმოდნენ და მოკლედ რა = )))
ჰო, ასევე წინ მეჯდა ფოტოგრაფი ყმაწვილი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, მაგრამ ამას ხელი სულაც არ შეუშლია. შეიძლება იტქვას, ნახევარ სპექტაკლს მისი აპარატის ობიექტივიდან ვუყურე, იმიტომ რომ სულ ვადევნებდი თვალყურს: “აბა როგორი კადრი დაიჭირა?”.

რაც შეეხება, თვითონ სპექტაკლს: სავარაუდოდ სადიპლომო იყო, იმიტომ რომ სულ ახალგაზრდა მსახიობები თამაშობდნენ (მაქსიმუმ 23-24 წლისები) და თან გიზო ჟორდანია იყო რეჟისორი, ჰოდა როგორც ვიცი თეატრალურში ყავს ჯგუფი… ჰოდა, სპექტაკლი მომეწონა: ნუ, რომ გითხრათ წარუშლელი შტაბეჭდილება დამიტოვამეთქი, სიმართლე არ იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი: დადგმით, შინაარსით, იუმორით და მსახიობებით…
სამწუხაროდ, სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ მინდა გამოვყო ერთერთი მთავარი (ალექსანდრეს ) როლის შემსრულებელი ბიჭი და ასევე ლოლას როლის შემსრულებელი გოგონა… ნუ, სხვებიც კარგები იყვნენ. 1-2 არ მომეწონა მხოლოდ…

ჰოდა, კიევ ერთი კარგი ამბავი გავიგე: ბალის აბონენტებს 3შაბატს და 5შაბატს სხვენში მხოლოდ 3ლარად შეუძლიატ სპექტაკლებზე დასწრება, ჰოდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კვლავ ვეწვევით მარჯანიშვილს.
recommended : )))

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s