So This is ChrisTmas!

2009 წლის ბოლო დღეა. არ დავარღვევ ბლოგერულ ტრადიციას, თითქმის გასულ წელს შევაჯამებ, სამომავლო გეგმებსა და სურვილებზეც დავწერ ცოტას…
პირველ რიგში დავაკოპირებ ჩემს to do list-ს. ვნახოთ, რა შევასრულე, რა არა და რა ვერა : ))

1) მოვუმატებ სწავლას – არვიცი ამაში რას ვგულისხმობდი… ნუ, ფაქტია რომ, აბიტურიენტობისას და ეხლა მითუმეტეს სწავლას არათუ მოვუმატე, არამედ მოვუკელი…

2) ჩავაბარებ სადაც მინდა- ჩავაბარე სადაც მინდოდა და ახლა ვფიქრობ, რათ მინდოდა? (მიზეზს მოგვიანებით აგიხსნით)

3) წავალ ინგლისში და დავესწრები coldplay-ს კონცერტს (ეს პუნქტი შემიძლია ამოვაგდო, მაგრამ მაინც, იმედი ბოლოს კვდება)
– ამ პუნქტმა ზედმეტი კომენტარების გარეშე გადაინაცვლა 2010 წლის to do list-ში : ))

4) ზაფხულის არდადეგებზე არანაირი “მშობლები, ძმა და ნათესავები”! – არანაირის რა გითხრათ, მაგრამ ასეთი დღეებიც იყო.

5) ვივლი ტრენაჟორებზე – არც გამხსენებია

6) დავუბრუნდები ცეკვას (თუ მიმიღეს, იმიტომ რომ არაფერი არ მახსოვს) – გამახსენდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი

7) შევუერთდები რომელიმე ლიტერატურულ წრეს – უნივერსტეტში ყოფილა რაღაც მსგავსი, მაგრამ დრო არ მაწყობდა და ვერ მივედი.

8 ) დავიწყებ სამოდელო სააგენტოში სიარულს – უბრალოდ, სურვილი არ გამიჩნდა …

9) მთლიანად გადავახალისებ ჩემი შემოდგომა-ზამთრის გარდერობს – ახალი რაღაცეები ვიყიდე, მაგრამ ძველებიც შემომრჩა.

10) ვაიძულებ ოჯახს, მიყიდოს ახალი საწოლი – ახალი საწოლი შეუკვეთეს ხელოსანს, მაგრამ იმის მერე არც ხელოსანი ჩანს და არც ჩვენ შევხმიანებივართ… თან მივხვდი, რომ ძველშიც კარგად მძინავს : D

ჰო, როგორც ხედავთ, თითქმის არაფერი არ გამიკეთებია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ 2009 წელი, ასე თუ ისე, კარგი წელი იყო.
რატომ?
ამასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი მაქვს და შეგიძლიათ იხილოთ: http://iasamnisferi.wordpress.com/2009/12/19/sweet-seventeen/
ახლა ორიოდე სიტყვას საახალწლო განწყობაზეც გეტყვით. უფრო სწორად, უგანწყობობაზე. ვერ ვგრძნობ და მომკალით. სანამ რუსთაველზე არ ჩავალ და საახალწლო დეკორაციებს არ ვნახავ ხოლმე, არც მახსენდება, რომ 2010 წელი მოდის. ამას ისიც ემატება, რომ არანაირი გეგმა არ მაქვს ახალი წლის ღამისთვის. ზოგი სად მიდის, ზოგი სად… მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს კი ჯერაც ვერ მოგვიფიქრებია, რა ვაკეთოთ ?!

პოსტის მესამე ნაწილს მაინც დავუთმობ იმ წელს, ხვალ რომელშიც უნდა გავიღვიძო (თუ ჩემი პროგნოზი გამართლდა და დაძინება მომიხდა).
აღარ ვაპირებ დაწვრილმანებას. უბრალოდ მინდა, რომ საინტერესო, დატვირთული და გამორჩეული წელი იყოს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სწავლა-განათლების და იქნებ, დასაქმების მხრივაც…

ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველას მოგილოცავთ დამდეგ 2010 წელს. რა გისურვოთ ? ყველამ ჩემზე უკეთ იცით, რაც გაგიხარდებათ. ჰოდა, გაიხარეთ…

ესეც მე და ნაძვის ხე : ))

wiTh besT wishes, TamTa

iDioT

ვაიმე, მოკლედ მცირედი ინFო დაინტერესებულ პირთათვის:
წინა პოსტში აღნიშნული დუტის ჟილეტი შევიძინე, ასევე ძალიან საყვარელი ბოტასები და სათხილამურო კომბინიზონიც.
ამ საყიდლებთან პირდაპირ კავშირშია ის ისტორიაც, ცოტაქვემოთ რომ გიამბეთ… მოკლედ შემოთავაზება ავხსენე, ეს იყო გუდაურში ერთად წასვლა. ჰოდა, ამ ყველაფერს რომ ვყიდულობდი, ვფიქრობდი, ნეტა იმას თუ მოეწონება, ვაიმე, ვაიმე, სუFთა დებილი ვარ… გუდაური არა ის.
ვეღარ მოვითმინე და მივწერე. ნუ, ზრდილობის გულისთვის მპასუხობდა. თვითონ არაფერი უკითხავს, მარტო: კარგად, შენ? კი, შენ? არა, შენ???

აღარც მაგისი გუდაური მინდა და აღარც არაფერი. ვსო !!!

pre-shopping

აუ, ეხლა ვარ აღფრთოვანებულ-აღტაცებულ-აცუნდრუკებულ-აყველაფრებული = D
მიზეზი კი ძალიან მარტივია: მე და ჩემმა დაქალმა პეკინის მაღაზიებს დავუარეთ. კონკრეტულად არაფერს ვეძებდი, მაგრამ უფრო გუდაურზე ვიყავი გადართული. ჰოდა ერთერთ სპორტულ მაღაზიაში (მგონი “სპორტის სამყარო” იყო, ზუსტად არ მახსოვს = D ) გადავაწყდი ძალიან, ძალიან საყვარელ მოვარდისფრო-მოსტაფილოსფრო დუტის ჟილეტს. ნუ, ისე მომეწონა, გავგიჟდი. რომ ჩავიცვი, მივხვდი რომ ჩემთვის იყო შეკერილი = )) ჰოდა, ფასდაკლებით ღირდა 138 ლარი. კი მედო საფულეში ფული, მაგრამ რაღაც ვერ გავბედე მაინც ყიდვა, იმიტომ რომ, ცოტა მოკლე მომეჩვენა და კონუსლტანტს რომ ვკითხე, უფრო დიდი თუ გაქვთმეთქი, კი არის ზომებში, მაგრამ სიგრძეზე მეტად სიგანეში მატულობსო… ჰოდა გავიხადე და დავკიდე უკან…
მაგრამ გზაში დავფიქრდი და მივხვდი, რომ იმდენად მომეწონა, ვერ მოვისვენებ სანამ არ ვიყიდი. თან არც ისე მოკლე მქონდა. ბოლოს და ბოლოს ცოტა დიდს ავიღებ. ზამთარში მაინც თბილად მაცვია ხოლმე და იმ სიგანე რა უნდა იყოს, რომ ვერ შევავსო :?
ჰოდა, ძალიან გახარებულ მდგომარეობაში ვიმყოფები…
სხვა არაფრის თქმა არ მინდოდა.
რა მაგარიაააააააააააააააააააააა :lav:

უაზროდ

სამი საათი ხდება. ხვალ დილით ჩასათვლელი წერა მაქვს ქართულში და კარგი გამოძინება ნამდვილად არ მაწყენდა, მაგრამ საწოლამდე მისვლა მეზარება…
დღე კათოლიკური შობაა და თუ ვინმე ხართ ამ აღმსარებლობის, გილოცავთ… პრინციპში, ჩვენც დღემდე “ოცდახუთსა დეკემბერსა” ვმღერით : ))
ჰო, ნუ ეს ისე, მოკლე ჩართვა…
სიმართლე გითხრათ, ძალიან უაზროდ ვარ. პოსტი, ფაქტობრივად, არაფერზეა. ყველაფერს მივედ-მოვედები, რაც თავში მომივა.
პირველ რიგში ის მახსენდება, რომ ახალ წლამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. თუ არ ვცდები ადრე აღვნიშნე, რომ ჩემთვის კარგი წელი იყო. მართლაც ასეა, მაგრამ ეს ბოლო დღეები არც ისე კარგია…
უფრო სწორად, ცუდი კი არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ვერ ვარ, რა. რა მჭირს არვიცი.
ეხლა ვიყავი “ვაკანდაში”, არ გამისწორდა ვაბშე. ძალიან “სოფლისდისკოტეკური” სიტუაცია იყო, ხალხი კანტი-კუნტად ცეკვავდა. ნუ, კანტიკუნტად იცეკვებდნენ, აბა რა, სულ 20ნი ვიყავით მგონი = D
და მოკლედ 2ის ნახევარზე გამორთეს მუსიკა, აბა დავიშალეთო : ))
ჰო, კიდევ რა… საახალწლოდ საჩუქრებს არ ველოდები. დაბადების დღეზე ფული შემიგროვდა და მე თვითონ უნდა ვიყო საკუთარი თავის თოვლის ბაბუა. უკვე ვიცი, რაც უნდა ვიყიდო: გუდაურის ზმანები და ისე ზმანები = D
აუ, რა უაზრო პოსტი გამომდიიის. ისეთივე უაზრო, როგორიც მე ვარ ეხლა. მართლა არვიცი რა მინდა, სად მინდა, ვისთან… ძალიან ბევრს ვფიქრობ, ყველაფერი თავში მერევა და საბოლოოდ მაინც ერთ ადგილზე ვარ გაყინული. ვითომ სიახლეებს ვეძებ, მაგრამ გარშემო არაფერი იცვლება. ყველაფერი მოსაბეზრებელია.
იმოიმოშნაიდაა = D = D
არა, მართლა… ბოდიშს გიხდით ამ “უმსგავსობისთვის”, მაგრამ მინდა რომ დავწერო, ის რაც ენაზე (თითებზე) მადგება. ყოველგვარი დალაგებული წინადადებების, ნარჩევი სიტყვების და გრამატიკული კორექტივების გარეშე.
ხანდახან ვფიქრობ, რა იქნება მქონდეს იმდენი შინაგანი თავისუფლება და გამბედაობა, რომ უბრალოდ ავდგე და სადმე წავიდე. შევცვალო ჩემი ცხოვრება და გადავუხვიო იმ კურსიდან, რაც მაქვს აღებული.
მაგრამ რეალურად ესეც ხომ რაღაც გზას შექმნის. მექნება სხვა, ამისგან განსხვავებული ცხოვრება, მაგრამ ისევ რუტინა, ისევ ერთიდაიგივე.
რა იქნება, ეს ცხოვრება ილუზიებად ვაქციო (და არა ერთ ფიილმად! ). ერთ დღეს მეთვრამეტე საუკუნეში გავიღვიძო და არშიებით მორთულ კაბაში გამოწყობილმა მდიდრულ სასახლის ლაბირინთებში ვისეირნო დახვეწილ გრაფებთან ერთად, მეორე დღეს კი ტაქსით გავფრინდე ჰაერში გამოკიდულ კუნძულზე = D
აჰაჰაჰ, რა სისულელეა : ))
წავალ, დავიძინებ. იქ მაინც შემიძლია ფრთების გაშლა და მთელი დედამიწის, მთელი სამყაროს, მთელი არსებული სივრცის გარშემო მოგზაურობა.

No happy ending

This is the hardest story
that I have ever told.
No hope, or love, or glory
happy endings gone forever more …

ეს ნაწყვეტი ზუსტად მიესადაგება იმ ისტორიას და იმ გრძნობებს, რომლებსაც თავს ვერ ვაღწევ …

მინდა ძალიან, ძალიან გულწრფელი ვიყო… მზად ვარ ყველას მოვუყვე, ის რაც შემემთხვა და რაზეც ბევრს არ ვლაპარაკობ (ყოველ შემთხვევაში იმდენს არა, რამდენსაც ვფიქრობ). არამგონია მთავარი მოქმედი გმირი ოდესმე ამ ბლოგზე მოხვდეს. სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არც მინდა, იმიტომ რომ ვიცი რა რეაქციაც ექნება… მოკლედ, ყველაფერი გაზაფხულზე დაიწყო (როგორც ყოველთვის : )) ზუსტად 28 მარტს.

ერთერთ ფორუმზე, სადაც მაშინ “ვმოღვაწეობდი” ჩემთვის სრულიად უცნობმა user-მა დადო სურათი, რომელზედაც რამდენიმე snowboard იყო ჩამწკრივებული. მე ეს სურათი მანამდეც ნანახი მქონდა ჩემი მეგობრისგან, იმიტომ რომ მისი სნოუბორდიც იყო ამ სურათზე და ეს ფორუმზეც დავწერე.
ჰოდა, ნუ pm მომწერა, რამდენიმე დღის მერე skype-შიც დავიმატე და დაიწყო – ყოველდღე, რამდენიმე საათიანი საუბრები. ძალიან, ძალიან ბევრი საერთო გვქონდა (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეჩვენებოდა), რაც ყველაზე სასაცილოა, გვარიც კი : )) (მინდა აღვნიშნო, რომ ამაზე ჩემს ზოგიერთ მეგობარს სულაც არ გაცინებია. პირიქით, მას შემდეგ რაც ამ ადამიანის მიმართ გარკვეული გრძნობები გამიჩნდა, ერთერთმა მათგანმა ეს ყველაფერი ინცესტადაც კი შერაცხა, მარტო იმიტომ, რომ ვინ იცის რამდენი საუკუნის წინ შესაძლოა საერთო წინაპარი გვყოლოდა…). ნუ, ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ნათესავები არ ვიყავით (ეს ზუსტად ვიცი).
მოკლედ, იმას ვყვებოდი, რომ ნელნელა ძალიან შევეჩვიე ამ ადამიანს. სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ძალიან დავახლოებულიყავით და გავხსნილიყავით ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, ვჩხუბობდით კიდეც, ვიბუტებოდით, ვრიგდებოდით : )) მოკლედ, ძალიან უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. იმ პერიოდში რამდენიმეე დღით ტელეფონები გაითიშა და ინტერნეტში ვერ შევდიოდი. ის კი ფორუმზე ჩემს ნაცნობებს ეკითხებოდა ჩემს ამბებს. საბოლოოდ რომ დავბრუნდი, სავსე შეტყობინებების ყუთი და უამრავი offline მესიჯი დამხვდა.
მოკლედ, ვხვდებოდი, რომ ამ ადამიანს მივეჯაჭვე. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მისი სურათი ნანახი არ მქონდა. არვიცი რატომ, მაგრამ არ მოეპოვება სურათი სადაც სახე უჩანს. ზოგი მეუბნებოდა, ალბათ ძალიან მახინჯაიო, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. თითქოს მნიშვნელობა არ ქონდა. თან, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალოდ ვერ იქნებოდა შეუხედავი.
ერთ დღეს ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. მაშინ ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი, მოგეხსენებათ და, მასწავლებლიდან შინ ავტობუსით ვბრუნდებოდი. საერთოდ იმ დღეს ბევრი უცნაური დამთხვევა მოხდა. არ მოვიდა გოგო, რომლის მოსვლის შემთხვევაშიც აუცილებლად მარშუტკით წამოვიდოდი (იმიტომ რომ ერთი გზა გვქონდა და ერთად მგზავრობა გვერჩივნა). მოკლედ, მაინც დავდექი იქ, სადაც მარშუტკას უნდა ჩამოევლო, მაგრამ დავინახე რომ მოპირდაპირე მხარეს 88 ნომერი ავტობუსი მოვიდა, დაუფიქრებლად გადავჭერი ქუჩა და ავედი… თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ არცერთ ფანჯარასთან დასაჯდომი ადგილი თავისუფალი არ დამხვდა. ისევ ფეხზე დგომა ვარჩიე. ჰოდა, ნუცუბიძიდან ვაჟაზე რომ ჩაუხვია პროწივზე მომავალი მისი მანქანა შევნიშნე (სერია ვიცოდი). წამის მეასედში შევეცადე დამენახა (თანაც ჩემი ახლოსმხედველი თვალებით) და აღმექვა… ძალიან საყვარელი მომეჩვენა : ))
ჰო, ამ დღიდან რამდენიმე ხანში დაიწყო Tbilisi open air. მაგ დღეებში სკოლა დავამთავრე და მარტო 18ში მოვახერხე მისვლა (ბოლო დღეს), თვითონაც უნდოდა, მაგრამ ბიძამისმა თეატრის ბილეთები იყიდა და უარი ვერ უთხრა… ერთი სული ქონდა, სპექტაკლი როდის დამთავრდებოდა… სავარაუდოდ, არც უყურებდა. ვმესიჯობდით, წუთებს ვითვლიდით : ))
თერთმეტი ხდებოდა, რომ მომწერა გამოვედი და ძალიან მალე მოვალო…
დუგ-დუგ-დუგ… (ეს ჩემი გულის ხმებია) = D
ჰოდა, მოვიდა… ნუ, სადღაც 20-30 წუთი გავატარეთ ერთად, მერე უკვე გვიანი იყო. ფიზიკურადაც ძალიან მომეწონა… ჰოდა, იმ დღის შემდეგ დღისით თუ სკაიპში ვლაპარაკობდით, დაძინებამდე ვმესიჯობდით ხოლმე. რალიში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, უნდოდა რომ წავსულიყავი. მაგრამ ზუსტად არ იცოდა, ეს როდის მოხდებოდა. ისე კი შეხვედრაზე კრინტს არ ძრავდა, რაც ძალიან მაღიზიანებდა. ერთი სული მქონდა, მენახა. მოკლედ, ამის გამო ნერვები მეშლებოდა ხოლმე, სულ ვეუხეშებოდი. თვითონაც კაი სწერვაა. მოკლედ, “დავკბინეთ” ერთმანეთი და საბოლოოდ ვიჩხუბეთ კიდეც.
გავიდა ერთი დღე… 2, 3, 4, ბევრი დღე გავიდა… ვხედავდი, სკაიპში მწვანედ ანთებულ მის სახელს და ვერ ვიჯერებდი, რომ შემოსვლისთანავე არ მომწერა : ))
მერე, კიდევ რამდენიმე დღე გავიდა და აღარ შემოსულა… მივხვდი, დამბლოკა და მეც იგივე გავაკეთე.
გულს ვიმშვიდებდი, უბრალოდ შევეჩვიე და მალე გამივლისმეთქი, მაგრამ არაფერსაც არ გაუვლია…
თავს ძლივს ვერეოდი, რომ არ მიმეწერა. მეშინოდა, რომ ცუდად შემხვდებოდა ან საერთოდ პასუხს არ გამცემდა, მაგრამ ერთ დღეს (უფრო სწორად ღამეს) 18 აგვისტოს, დაქალმა მირჩია გადამედგა ეს ნაბიჯი და დავუმესიჯე.
კიდევ ერთხელ დუგ-დუგ-დუგ : ))
ჩვეულებრივად მიპასუხა, ცოტა გაკვირვებული იყო “ვა, შენ აქ საიდან”. ნუ, მოკლედ – ისევ skype და ურთიერთობაც ნელნელა აღდგა. ისე კარგად აღარ ვიყავით, როგორც ადრე, მაგრამ ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ისევ ვიჩხუბეთ. უფრო სწორად, კი არ ვიჩხუბეთ, მე მეწყინა რაღაც. ჰოდა, 3 კვირა ისე გავიდა, არ მიგვიწერია ერთმანეთისთვის. გუშინწინ დაბადების დღე მომილოცა. ისიც აინტერესებდა, რაზე ვიყავი გაბრაზებუყლი, მაგრამ იმ მომენტში არ მინდოდა მაგაზე ლაპარაკი. რაღაც სასიამოვნო შემოთავაზებაც მივიღე მისგან, მაგრამ გუშინ ისევ ვიკამათეთ. თვითონ ამას ძალიან მსუბუქად უყურებს, ყველაფერზე ღადაობს და ვერ ხვდება, რატომ ვვარდები…

მოკლედ, ისევ გაურკვევლობაა… არვიცი, მომწერს თუ არა.
ეს ისტორია, ალბათ, ბლოგის მკითხველებისთვის არც ისე საინტერესოა, მაგრამ მაინც მინდოდა დამეწერა. იქნებ ახლა მაინც გავთავისუფლდე (ნუ, ამ სიტყვების მე თვითონაც არ მჯერა)…

შენ კი, ან წადი, ან მოდი… : ))

პროტესტი

მე არანაირად არ ვაპირებდი ჩემს ბლოგზე ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე რამის დაწერას, მაგრამ ამ წუთას ჩემმა ძმამ youtube-ზე დადებული ლინკი მაჩვენა და ცუდად გავხდი, ოღონდ მართლა. ყველაზე საზარელი კადრებია, რაც მინახავს. ხალხი იცინის, ელოდებიან როგორ აფეთქდება მემორიალი და უცებ დიდი ქვა პირდაპირ მათკენ მოფრინავს. მერე უცებ წივილ-კივილი, სისხლის გუბე და ორი მომაკვდავი ადამიანი. რა თქმა უნდა, გამოვართვევინე. ძალიან ცუდად გავხდი.
ამ ფაქტის შესახებ გუშინწინ გავიგე კურიერიდან, თუმცა იმდენად ვიყავი სადაბადებისდღეო მზადებაში გართული, რომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ პრეზიდენტმა ამის გამო თანამდებობიდან მოხსნა იმერეთის გუბერნატორი. უშუალოდ იმ კომპანიის მესვეურები კი, რომლებიც ამ აფეთქებას აწყობდნენ, პასუხისგებაში მისცეს (ნუ აქ შეიძლება ფაქტობრივი შეცდომა იყოს და ჯერ გამოძიება მიმდინარეობდეს, არვიცი ზუსტად)…
ასევე გუშინ წავიკითხე გაზეთ “ქრონიკაში” სტატია, სადაც ჟურნალისტი ახდენს გარდაცვლილთა ახლობლების სიტყვების ციტირებას, რომლებიც ამბობენ “რას ერჩოდა ეს მთავრობა ამ ოჯახს? რატომ გააუბედურეს? რატომ დაიდეს პატარა ბავშვის ცოდვა კისერზე?”

რა თქმა უნდა ვხვდები, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, შეიძლება არც ამ მემორიალის აღება იყო ძალიან კარგი იდეა, მაგრამ შეიძლება რომ ამაში ვინმე დავადანაშაულოთ??? ან გუბერნატორმა რა დააშავა? მაგ ლოგიკით რაც საქართველოში ტრაგედიები ხდება, პრეზიდენტი ყოველდღე უნდა იხსნებოდეს თანამდებობიდან…

ან გუბერნატორი რა შუაშია, ან მთავრობა :?

ღმერთმა გვაშოროს ასეთი ტრაგედიები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომლის თავიდან არიდებაც რა თქმა უნდა შეიძლებოდა, თუნდაც ეს ადამიანები აფეთქების მომენტში ასე ახლოს რომ არ ყოფილიყვნენ და გაერიდებინათ იმ ადგილიდან…
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ამ მთავრობას და საერთოდ ნებისმიერ ჩვენგანს ბევრი ცოდვა ქონდეს, მაგრამ არ შეიძლება რაღაც კონკრეტული შეხედულებებისა და, კიდევ უფრო უარესი, მიზნების მისაღწევად, ადამიანების სიკვდილით ვისპეკულიროთ…

პ.ს: არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ვგულისხმობ ჟურნალისტს. გამწარებულ ადამიანს შეიძლება მართლაც ეთქვა, რომ ამ მთავრობამ დაღუპა ეს ოჯახიო, მაგრამ ამის დაწერა და გარკვეულწილად დათანხმებაც, მე ვფიქრობ სერიოზული ჟურნალისტური შეცდომაა.

დაბდღის ქრონიკები = ))

მოგეხსენებათ, გუშინ დაბადების დღე მქონდა და სტუმრებსაც ველოდებოდი.
დილიდან გავშალეთ სუფრა და 4 საათისთვის პირველი მერცხლებიც გამოჩნდნენ. ნელნელა სხვებიც შემოგვემატნენ თქვენთვის ეს სახელები ალბათ არაფრისმთქმელია, მაგრამ მაინც მინდა, რომ ჩამოვთვალო: ნათია, ლაშა, თაკო, ნინო, ლიზი, ირაკლი, ნინიკო, თეკო, აჩი, ქეთი, მარიკა, ირმა, გვანცა, ნუცა და თქვენი მონა-მორჩილი – მე. (ჩემს ძმას და მამიდაშვილის შვილს არ ვთვლი).
ნუ, მოკლედ, რომ დავსხედით მშობლები გავისტუმრე და მთელი სახლი ჩვენს განკარგულებაში იყო.
ჯერ ტრადიციულად სადღეგრძელოებით დავიწყეთ (ჩემი “სიმღერის” ფონზე), მერე დაგრადუსდნენ, გიტარაც მოიმარჯვეს (არადა რომ გეკითხა ირაკლის ხელი ქონდა გაჭრილი, აჩი “მეე, არა მე დრამზე ვუკრავ მარტო”, გვანცა “არვიცი დაკვრაა”) და უკვე ყველანი ვმღეროდით…
ასე, მხიარულებასა და სიცილში გავიდა რამდენიმე საათი. ტელეფონი, რა თქმა უნდა, ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა და მეც ნაცნობ-უცნობისაგან სიხარულით ვიღებდი მილოცვებს. ჰოდა, მორიგმა ზარმა მოლოცვასთან ერთად შემატყობინა, რომ კარები გამეღო. გავედი და იქ კალათა დამხვდა, რომელშიც გაბანტული სტაფილო იდო. ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე დამცინოდნენ, მაგრამ როცა კალათაში წერილიც ვნახე” სკუპის სტაფილო უყვარს და აჭამეო” მივხვდი კალატაზე გადაფარებული ნაჭრის ქვეშ რაღაც, უფრო სწორად კი, კურდღელი უნდა მჯდარიყო…
მოკლედ, პატარა ბაჭიამ ყველა ძალიან გაგვამხიარულა, მაგრამ მე ვნერვიულობ კიდეც. ყუთში მყავს გამომწყვდეული, ხანდახან ისე ფართხალებს, გული მისკდება… ძალიან მეშინია არ მომიკვდეს. თან + ერთი უსიამოვნო მომენტი – როცა გარეთ ვუშვებ, სულ ცურცლავს : D : D
ძალიან საყვარელია, მაგრამ ალბათ არ დავიტოვებ… არც ვიცი სად წავიყვანო, რომ გავუშვა ტყეში არც ვიცი იცოცხლებს თუ არა, თან ეხლა ზამთარია და გაიყინება… იმ ბიჭისაც მიტყდება, ვინც მაჩუქა. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვერ მოვუვლი კარგად და მერე მაგაზე დარდი გადამიყოლებს.
ჰო, მოკლედ გავაგრძელოთ. 11საათიდან სტუმრებმა წასვლა დაიწყეს. ბოლოს მე, ნუცა და ირმა დავრჩით (ნუცა მეზობელია, ირმა კიდევ ჩემთან რჩებოდა ღამით). ჩემი ძმის ძმაკაცები შემოვიდნენ ცოტა ხნით და 12 საათისთვის მშობლებიც დაბრუნდნენ. ავალაგეთ სუფრა, კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ საჩუქრები, გავაცილეთ ნუცა და დავწექით…
გვიან დავიძინეთ და არც ადრე გაღვიძების პერსპექტივა გვხიბლავდა დიდად, მაგრამ გვანცა დაგვადგა 11 საათზე.
მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საყვარელი მეგობრები ერთად შEვკრიბე. მათ გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ხოლმე <3 <3 <3