გიჟური დღის პირველი ნახევარი

დღავენდელი დღე სულ გადარბენაში უნდა გამეტარებინა, მაგრამ ახლა ლექციას ვაცდენ და გამომიჩნდა თავისუფალი საათი კომპიუტერისთვის…
მოკლედ, დღეს სტატისტიკაში 25ქულიანი კოლოკვიუმი გვქონდა… რა თქმა უნდა, არაფერი გამიკეთებია, 10 საათზე ავდექი, ვისაუზმე, მოვწესრიგდი და წასასვლელად მოვემზადე… უცებ აღმოვაჩინე, რომ ფული არ მქონდა, არც დაუტოვებიათ… სხვა რა გზა მქონდა? ყულაბიდან ამოვაძვრინე 5ლარიანი და აღმოვაჩინე, რომ ჩემს ძმასაც გამოუყენებია ეს ხერხი … ჰოდა, რო მეგონსა სადღაც 15 ლარამდე მაინც ვიყავი ასული, 3-4 ლარი შემრჩა ხელში (ხურდებით) … ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამდი…
ავედი ბარნოვზე და დავიწყე ლოდინი. ამინდმაც ნერვები მომიშალა, სათვალე სულ დამეწინწკლა, ფეხსაცმელზეც წვიმის წვეტები დაემჩნა და, ორივე 131 რომ გატენილი აღმოჩნდა, მაგაზე სულ გადავირიე… ბოლოს, როგორც იქნა, მოვიდა თავისუფალი მარშუტკა და გამაქანა მაღლივისკენ… გზაში ისტრიულად ვუმესიჯებდი კურსელებს, მაგრამ პასუხს არავი მწერდა. არადა უკვე 12ის ნაევარი ხდებოდა. ვიფიქრე, უკვე შეიყვანესმეთქი. რომ მივედი, ელვის სისწრაფით ავირბინე მაღლივის კიბეები და დავიწყე ბიბლიოტეკის ძებნა.. ჰოი, უმეცარო პირველკურსელო, ბიბლიოთეკა თურმე სულ სხვა შენობა ყოფილა… ცოტა ქვევით!
გავქანდი ბიბლიოტეკისკენ, რაც ტალახი იყო ფეხსაცმელზე შევიზილე და ის-ის იყო, მეგონა მოვედიმეთქი, დავინახე გოგონათა ჯგუფი, რომლებსაც ხელში მწვანე 12ფურცლიანები ეჭირათ… თავში ხელის შEმორტყმა გვიან იყო, დავაწექი ისევ მაღლივისკენ, რომლის გვერდზეც გარემოვაჭრე ქალებს ქონდათ ეს რვეული და საკუტარი სისწრაფით კმაყოფილი დავბბრუნდი ბიბლიოთეკის შენობაში… სადაც, როგორც იქნა, შემხვდნენ ნაცნობები და მითხრეს, რომ რვეული საჭირო სულაც არ იყო…. ნუ, ეს არაფერი : ))
საერთოდ ვერ გავიგე, რატომ ჩაგვიტარეს ეს კოლოკვიუმი ასეთი სიმკაცრით? სხვა ლექტორები თვითონ გვიტარებენ და ამათმა კიდე გამოცდის დონეზე აიყვანეს…
მოკლედ, რაღაც კი დავწერე, მაგრამ უმრავლესობა ვერა… ნუ, მეტს არც მოველოდი. ჩემი აზრით, 25დან სადღა 10-12 ქულა უნდა ავიღო.. რას ვიზამთ : ))
ჰო, მოკლედ 2 საათზე მოვედი სახლში და 3ზე აკადემიური წერა მქონდა, მაგრამ დამეზარა წასვლა… წინ ისედაც მთელი ამბები მელის: 5ზე რეპეტიცია, იქიდან უნდა გავქანდე რუსულზე და რუსულიდან უნდა ავიდე ბაგებში, დაბადების დღეზე… თან, ისიც არვიცი რეჟისორი საათნახევარში გამიშვებს თუ არა, არადა 7ზე რუსულზე უნდა ვიყო და გზაში 20 წუთი მაინც მჭირდება…
რა არის, რა… ყველაფერი ერთ დღეს რომ დაგროვდება ხოლმე… არადა, ხანდახან დღე ისე გადის, საქმე არ გამომიჩნდება…

Advertisements

4 thoughts on “გიჟური დღის პირველი ნახევარი

  1. სტატისტიკაში 99 ქულა გამომყვანა, არადა აზრზე არ ვარ, მრცხვენია პირდაპირ :)))

  2. sunwaiting says:

    მაღლიველი ყოფილხარ? :) ეს ფინალურ გამოცდებზე დილის 9 საათზე რომ მოხდება მერე უკეთეს პოსტს დაწერ დამიჯერე :D
    ჯერ ყველფერი წინაა :)

  3. Marr says:

    შენ რა გაქვს საწუწუნო, მე დღეს დილის რვის ნახევარზე, სიბნელეში გავედი სახლიდან გამოცდაზე რომ მიმესწრო მაღლივში. გზაში ორჯერ გაფუჭდა მარშუტკა და მერე სხვა მარშუტკაში გადავჯექი. ლამის ვიტირე. კიდევ კაი ეს ბოლო გამოცდა იყო.

  4. iasamnisferi says:

    99 ki ara 51s gadavcdebode neta : D arada ra ambiciebiT mivdiodi : )))

    magliveli ar var, ubralod statistika gvitardeba xolme mand : )) mag gamocdis warmodgenac ki ar minda : ))

    sawuwuno jer ar maqvs, vnaxot ra qulas mivigeb… : ))
    ave minda gacnobot rom gijuri dgis meore naxevrma shesanishnavad chaiara : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s