December’s girls <3<3<3

აუუ, ძალიან, ძალიან კარგი დღე იყოო …
მოკლედ 13 დეკემბერს არის ცემი 2 მეგობრის, ნუცას და ნინიკოს დაბადების დღეები. ნინიკომ გადაიხადა და დილიდან უნდა ავსულიყავით მუხათწყაროში, ნუცასთან კიდე რომ ჩამოვიდოდი, მერე უნდა ამერბინა, მაგრამ გადავწყვიტე დილით სურპრიზი მომეწყო. ვიყიდე ბუშტები, მოვიმარჯვე მისი საჩუქარი და 11ის ნახევარზე მის კარებთან ავიტუზე. ვრეკავ: “ნუც, რას შვები, გღვიძავს? ”
“კი”, “კაი, მაშინ კარი გამიღეე” და უცბად “თამთ, არ ვარ სახლში, ჩექმების საყიდლად ვარ” : ))) მოკლედ, სურპრიზი ჩამეშალა ! საჩუქარი და ბუშტები ნუცას და-ძმას დავუტოვე და გავეშურე ვაჟაზე, სადაც ნინიკო და ირაკლი დამხვდნენ. ცოტა ხანში დანარჩენი ბავშვებიც მოვიდნენ და ავედით მუხათწყაროში.
ძალიან, ძალიან კარგი ამინდი იყო, ადრეული შემოდგომის… გარეთ ისე თბილოდააა <3 უბრალოდ, ალაგ-ალაგ თოვლი იდო… ჰოდა, მოკლედ ძალიან კარგად გავერტეთ, გიტარაზე უკრავდნენ, ვმრეროდით, ბევრი სურათიც გადავირეთ, დავლიეთ და მოკლედ, ბოლომდე გავატრაკეთ : ))
ნინიკოს და ირაკლის რომ ვუყურებ, გულს და თვალს უხარია, რა… ძალიან უხდებიან ერთმანეთს, სითბოს, სიყვარულს და დადებით ენერგიას ასხივებენ.
8 საათისთვის მე, კიდევ 3 გოგო და ერთერთის შეყვარებული დავადექით თბილისის გზას, დანარჩენები დარჩნენ… ჩვენც ძალიან გვინდოდა, მაგრამ ხვალ კოლოკვიუმები გვაქვს და ვერ მოვახერხეთ…
ნუ, გზაში კინაღამ დავიკარგეთ. ირაკლის ვურეკვდით და ის ტელეფონით გვიხსნიდა გზას, ბოლოს თბილისისკენ მიმავალ მანქანას გადავეყარეთ და იმას გამოვყევით. საბოლოოდ, როგორც ხვდებით, ჩამოვაღწიეთ : )) თუმცა, პირადად მე, ჩემი სული და გული მუხათწყაროში დავტოვე…
ჰო, მერე ცოტა ხნით ნუცასთანაც ავირბინე და ძალიან გემრიელი შოკოლადის ტორტი შევახრამუნე : )) ჩემი სიმწრით გაბერილი ბუშტები ნუცს გახეთქილი დახვედრია : D არადა, მთელი ჩემი სასუნთქი ორგანოების ძალისხმევა დავახარჯე ამ ამბავს : ))
არაუშავს, ამ მშვენიერი დღისთვის ღირდა ცოტაოდენი ნახშიროჟანგის გაღება : )
ხვალ კიდევ ერთი დაქალის დაბდღეა, 20ში ჩემი, მერე ახალი წელიც მოვ და მოკლედ დეკემბერი გრიალში გავატარე, რაა <3
იმიტომაც ( და არამარტო)მიყვარს ეს თვე : X

p.s. : December's girls : irma, niniko, nuca, nino, me … : ))

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s