“ოდნოები” = ))

მაშინ hi5 ჯერ კიდევ ჰაიFაივობდა = )))) და მეც მისი აქტიური მომხმარებელი ვიყავი, მაგრამ ნელნელა ხალხი სადღაც გაიკრიფა და თუ ადრე დღეში 4-5 ვიზიტორი მაინც მყავდა, ბოლოს კვირა ისე გავიდოდა 1 ადამიანიც არ დაათვალიერებდა ხოლმე ჩემს პროფილს…
ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ არსებობდა ე.წ. ოდნოები და, ციტირებას ვახდენ “ყველა იქ იყო”… სიმართლე გითხრათ, არვიცი რა სიუჟეტი გააკეთა ინგა გრიგოლიამ ამ საიტზე, მაგრამ ფაქტია რომ odnoklassniki.ru-ზე ბევრი ქართველი მომხმარებელი დარეგისტრირდა და მათ შორის – მეც.
რამდენიმე ხნის შემდეგ ის ფასიანი გახდა: დარეგისტრირება, ათზე მეტი სურათის დამატება და ახალი სმაილები. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ღირს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ საიტს უაზრო სმაილების გამოყენების გარეშედაც მშვენივრად მოვიხმარ…
მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ მას შემდეგ, რაც ადნაკლასნიკზე ფასიანი სერვისები გამოჩნდა, ერთერთ ქართულ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოუწოდებდა ქართველ ინტერნეტმომხმარებლებს არ გაემდიდრებინათ რუსეთის ბიუჯეტი და ადნაკლასნიკებიდან facebook-ზე გადაენაცვლათ, რადგან ის უფასო იყო და, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კიდევ რაღაც-რაღაც ღირსებებიც ქონდა: ))
ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ საკუთარი აზრი დავაფიქსირო: მე, ადამიანი, რომელიც odnoklassniki.ru-ზე დავრეგისტრირდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის უფასო იყო, მას დღემდე დანახარჯების გარეშე მოვიხმარ და ჩემთვის ის ჩვეულებრივი სოციალური საიტია, სადაც ისევე დაათვალიერებ ან დაეკონტაქტები ნებისმიერ წევრს, როგორც ამას სხვაგან (თუნდაც facebook-ზე) მოახერხებ.
ამას რომ თავი დავანებოთ, ბოლო დროს პირად საუბრებშიც და ფორუმებზეც ხშირად ვაწყდები ადნაკლასნიკებისადმი განსაკუთრებით უარყოფით, ირონიულ დამოკიდებულებას. იქნებ მე ვერ ვხვდები და თქვენ ამიხსნათ, რატომ გამოარჩევენ მას სხვა საიტებისგან? რატომ არის facebook უფრო მიღებული და პრესტიჟული?

პოსტის ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი განსაკუთრებული სიმპათია არ მაქვს ამ საიტის მიმართ. პირიქით, რამდენიმე ხნის წინ header-ად გამოჩენილმა ფრაზამ “ჩვენ ვეხმარებით ქართულ ბიზნესს” ძალიან გამაღიზიანა. ეს მართლაც პოლიტიკურ განცხადებას გავდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება პოლიტიკად ვაქციოთ ყველაფერი???

თუ განსხვავებული აზრი გაქვთ ( და დარწმუნებული ვარ 10დან 9 შემთხვევაში ასეც იქნება) დატოვეთ კომენტარი.
სიამოვნებით წავიკითხავ.

პ.ს.: რომელიმე შემდეგ პოსტს facebook-ს მივუძღვნი = D

Advertisements

4 thoughts on ““ოდნოები” = ))

  1. Teona says:

    facebook-ze daregistrirdi da mixvdebi ra gansxvavebaa am ors shoris:)) yovelgvari politikuri faqtorebidan gamomdinare geubnebi…

  2. ძალიან დიდი განსხვავებაა.
    ოდნოკლასნიკს აქვს თავისი დადებით მხარე – აქ შეიძლება სკოლის და ინსტიტუტის მართლაც დაკარგული ნაცნობები აღმოაჩინო (რაშიც ფბ უფრო ნაკლებად გამოდგება ჯერჯერობთ) და მათთან კონტაქტი შეინარჩუნო, განსაკუთრებული აქტიურობის გარეშე.

    ფეისბუქი სერიოზული სოციალური რესურსია, სადაც შეიძლება ძველ ნაცნობებსაც ეკონტაქტო და შეგიძლია პატარა აქციაც (ან სულაც დიდი) მოაწყო სერიოზული საკითხზე, რასაც არანაკლები გამოხმაურება ექნება, ვიდრე რეალურ აქციას.
    ფბ-ზე შეგიძლია ახალი ამბები უმოკლეს დროში გაიგო, გაერთო, საინტერესო ვიდეოები, ლინკები ნახო, ითამაშო კიდეც… ეს ყველაფერი ზემოთხსენებულ საიტს არ აქვს. იქ არის მხოლოდ კომუნიკაცია ნაცნობებთან ჩატის ან სურათების შეფასების ფორმით და მორჩა.

    შესაბამისად, არ არის გასაკვირი ირონია მათ მიმართ, ვინც მუდმივად ონლაინაა ოდნოკლასნიკზე, რადგან ასეთებს შორის მე ბევრი მინახავს, სექსუალურ პარტნიორებს რომ ეძებს სამსახურში ვითომ საქმის კეთების პარალელურად :) პლიუს, ომის ფაქტორის გამო რუსული საიტისადმი აგრესიაც არაა გასაკვირი, ნამდვილად არ უნდა იჯდეს სახ. სექტორის წარმომადგენელი სამსახურებრივი კომპიუტერიდან ოდნოკლასნიკზე თელი დღე და აძლევდეს IP და access-ს რუსული საიტის ადმინებს.

    ცოტა არაორგანიზებულად დავწერე, კიდევ უამრავი არგუმენტის და კონტრარგუმენტის ჩამოწერა შეიძლება, ნაკლებისა და უპირატესობების შესახებ :) თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმეზე ა პრიორი არ უნდა იყოს ვინმე რეგისტრირებული. (ცნობისთვის, მე ორივეგან ვარ, ფბ-ზე უბრალოდ თითქმის მუდმივად)

  3. iasamnisferi says:

    dzalian didi madloba vrceli da saintereso komentaristvis… principshi yvelafershi getanxmebi, magram me cota sxva ragacs vgulisxmobdi. magalitad, amas winat ertert forumze surtebis temashi forumels edo tavisi surati adnaklasnikis logoti da postshi titkos tavs imartlebda amis gamo… anu dacinian, magram mainc aqvt !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s