პროტესტი

მე არანაირად არ ვაპირებდი ჩემს ბლოგზე ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე რამის დაწერას, მაგრამ ამ წუთას ჩემმა ძმამ youtube-ზე დადებული ლინკი მაჩვენა და ცუდად გავხდი, ოღონდ მართლა. ყველაზე საზარელი კადრებია, რაც მინახავს. ხალხი იცინის, ელოდებიან როგორ აფეთქდება მემორიალი და უცებ დიდი ქვა პირდაპირ მათკენ მოფრინავს. მერე უცებ წივილ-კივილი, სისხლის გუბე და ორი მომაკვდავი ადამიანი. რა თქმა უნდა, გამოვართვევინე. ძალიან ცუდად გავხდი.
ამ ფაქტის შესახებ გუშინწინ გავიგე კურიერიდან, თუმცა იმდენად ვიყავი სადაბადებისდღეო მზადებაში გართული, რომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ პრეზიდენტმა ამის გამო თანამდებობიდან მოხსნა იმერეთის გუბერნატორი. უშუალოდ იმ კომპანიის მესვეურები კი, რომლებიც ამ აფეთქებას აწყობდნენ, პასუხისგებაში მისცეს (ნუ აქ შეიძლება ფაქტობრივი შეცდომა იყოს და ჯერ გამოძიება მიმდინარეობდეს, არვიცი ზუსტად)…
ასევე გუშინ წავიკითხე გაზეთ “ქრონიკაში” სტატია, სადაც ჟურნალისტი ახდენს გარდაცვლილთა ახლობლების სიტყვების ციტირებას, რომლებიც ამბობენ “რას ერჩოდა ეს მთავრობა ამ ოჯახს? რატომ გააუბედურეს? რატომ დაიდეს პატარა ბავშვის ცოდვა კისერზე?”

რა თქმა უნდა ვხვდები, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, შეიძლება არც ამ მემორიალის აღება იყო ძალიან კარგი იდეა, მაგრამ შეიძლება რომ ამაში ვინმე დავადანაშაულოთ??? ან გუბერნატორმა რა დააშავა? მაგ ლოგიკით რაც საქართველოში ტრაგედიები ხდება, პრეზიდენტი ყოველდღე უნდა იხსნებოდეს თანამდებობიდან…

ან გუბერნატორი რა შუაშია, ან მთავრობა :?

ღმერთმა გვაშოროს ასეთი ტრაგედიები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომლის თავიდან არიდებაც რა თქმა უნდა შეიძლებოდა, თუნდაც ეს ადამიანები აფეთქების მომენტში ასე ახლოს რომ არ ყოფილიყვნენ და გაერიდებინათ იმ ადგილიდან…
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ამ მთავრობას და საერთოდ ნებისმიერ ჩვენგანს ბევრი ცოდვა ქონდეს, მაგრამ არ შეიძლება რაღაც კონკრეტული შეხედულებებისა და, კიდევ უფრო უარესი, მიზნების მისაღწევად, ადამიანების სიკვდილით ვისპეკულიროთ…

პ.ს: არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ვგულისხმობ ჟურნალისტს. გამწარებულ ადამიანს შეიძლება მართლაც ეთქვა, რომ ამ მთავრობამ დაღუპა ეს ოჯახიო, მაგრამ ამის დაწერა და გარკვეულწილად დათანხმებაც, მე ვფიქრობ სერიოზული ჟურნალისტური შეცდომაა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s