No happy ending

This is the hardest story
that I have ever told.
No hope, or love, or glory
happy endings gone forever more …

ეს ნაწყვეტი ზუსტად მიესადაგება იმ ისტორიას და იმ გრძნობებს, რომლებსაც თავს ვერ ვაღწევ …

მინდა ძალიან, ძალიან გულწრფელი ვიყო… მზად ვარ ყველას მოვუყვე, ის რაც შემემთხვა და რაზეც ბევრს არ ვლაპარაკობ (ყოველ შემთხვევაში იმდენს არა, რამდენსაც ვფიქრობ). არამგონია მთავარი მოქმედი გმირი ოდესმე ამ ბლოგზე მოხვდეს. სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არც მინდა, იმიტომ რომ ვიცი რა რეაქციაც ექნება… მოკლედ, ყველაფერი გაზაფხულზე დაიწყო (როგორც ყოველთვის : )) ზუსტად 28 მარტს.

ერთერთ ფორუმზე, სადაც მაშინ “ვმოღვაწეობდი” ჩემთვის სრულიად უცნობმა user-მა დადო სურათი, რომელზედაც რამდენიმე snowboard იყო ჩამწკრივებული. მე ეს სურათი მანამდეც ნანახი მქონდა ჩემი მეგობრისგან, იმიტომ რომ მისი სნოუბორდიც იყო ამ სურათზე და ეს ფორუმზეც დავწერე.
ჰოდა, ნუ pm მომწერა, რამდენიმე დღის მერე skype-შიც დავიმატე და დაიწყო – ყოველდღე, რამდენიმე საათიანი საუბრები. ძალიან, ძალიან ბევრი საერთო გვქონდა (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეჩვენებოდა), რაც ყველაზე სასაცილოა, გვარიც კი : )) (მინდა აღვნიშნო, რომ ამაზე ჩემს ზოგიერთ მეგობარს სულაც არ გაცინებია. პირიქით, მას შემდეგ რაც ამ ადამიანის მიმართ გარკვეული გრძნობები გამიჩნდა, ერთერთმა მათგანმა ეს ყველაფერი ინცესტადაც კი შერაცხა, მარტო იმიტომ, რომ ვინ იცის რამდენი საუკუნის წინ შესაძლოა საერთო წინაპარი გვყოლოდა…). ნუ, ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ნათესავები არ ვიყავით (ეს ზუსტად ვიცი).
მოკლედ, იმას ვყვებოდი, რომ ნელნელა ძალიან შევეჩვიე ამ ადამიანს. სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ძალიან დავახლოებულიყავით და გავხსნილიყავით ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, ვჩხუბობდით კიდეც, ვიბუტებოდით, ვრიგდებოდით : )) მოკლედ, ძალიან უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. იმ პერიოდში რამდენიმეე დღით ტელეფონები გაითიშა და ინტერნეტში ვერ შევდიოდი. ის კი ფორუმზე ჩემს ნაცნობებს ეკითხებოდა ჩემს ამბებს. საბოლოოდ რომ დავბრუნდი, სავსე შეტყობინებების ყუთი და უამრავი offline მესიჯი დამხვდა.
მოკლედ, ვხვდებოდი, რომ ამ ადამიანს მივეჯაჭვე. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მისი სურათი ნანახი არ მქონდა. არვიცი რატომ, მაგრამ არ მოეპოვება სურათი სადაც სახე უჩანს. ზოგი მეუბნებოდა, ალბათ ძალიან მახინჯაიო, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. თითქოს მნიშვნელობა არ ქონდა. თან, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალოდ ვერ იქნებოდა შეუხედავი.
ერთ დღეს ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. მაშინ ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი, მოგეხსენებათ და, მასწავლებლიდან შინ ავტობუსით ვბრუნდებოდი. საერთოდ იმ დღეს ბევრი უცნაური დამთხვევა მოხდა. არ მოვიდა გოგო, რომლის მოსვლის შემთხვევაშიც აუცილებლად მარშუტკით წამოვიდოდი (იმიტომ რომ ერთი გზა გვქონდა და ერთად მგზავრობა გვერჩივნა). მოკლედ, მაინც დავდექი იქ, სადაც მარშუტკას უნდა ჩამოევლო, მაგრამ დავინახე რომ მოპირდაპირე მხარეს 88 ნომერი ავტობუსი მოვიდა, დაუფიქრებლად გადავჭერი ქუჩა და ავედი… თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ არცერთ ფანჯარასთან დასაჯდომი ადგილი თავისუფალი არ დამხვდა. ისევ ფეხზე დგომა ვარჩიე. ჰოდა, ნუცუბიძიდან ვაჟაზე რომ ჩაუხვია პროწივზე მომავალი მისი მანქანა შევნიშნე (სერია ვიცოდი). წამის მეასედში შევეცადე დამენახა (თანაც ჩემი ახლოსმხედველი თვალებით) და აღმექვა… ძალიან საყვარელი მომეჩვენა : ))
ჰო, ამ დღიდან რამდენიმე ხანში დაიწყო Tbilisi open air. მაგ დღეებში სკოლა დავამთავრე და მარტო 18ში მოვახერხე მისვლა (ბოლო დღეს), თვითონაც უნდოდა, მაგრამ ბიძამისმა თეატრის ბილეთები იყიდა და უარი ვერ უთხრა… ერთი სული ქონდა, სპექტაკლი როდის დამთავრდებოდა… სავარაუდოდ, არც უყურებდა. ვმესიჯობდით, წუთებს ვითვლიდით : ))
თერთმეტი ხდებოდა, რომ მომწერა გამოვედი და ძალიან მალე მოვალო…
დუგ-დუგ-დუგ… (ეს ჩემი გულის ხმებია) = D
ჰოდა, მოვიდა… ნუ, სადღაც 20-30 წუთი გავატარეთ ერთად, მერე უკვე გვიანი იყო. ფიზიკურადაც ძალიან მომეწონა… ჰოდა, იმ დღის შემდეგ დღისით თუ სკაიპში ვლაპარაკობდით, დაძინებამდე ვმესიჯობდით ხოლმე. რალიში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, უნდოდა რომ წავსულიყავი. მაგრამ ზუსტად არ იცოდა, ეს როდის მოხდებოდა. ისე კი შეხვედრაზე კრინტს არ ძრავდა, რაც ძალიან მაღიზიანებდა. ერთი სული მქონდა, მენახა. მოკლედ, ამის გამო ნერვები მეშლებოდა ხოლმე, სულ ვეუხეშებოდი. თვითონაც კაი სწერვაა. მოკლედ, “დავკბინეთ” ერთმანეთი და საბოლოოდ ვიჩხუბეთ კიდეც.
გავიდა ერთი დღე… 2, 3, 4, ბევრი დღე გავიდა… ვხედავდი, სკაიპში მწვანედ ანთებულ მის სახელს და ვერ ვიჯერებდი, რომ შემოსვლისთანავე არ მომწერა : ))
მერე, კიდევ რამდენიმე დღე გავიდა და აღარ შემოსულა… მივხვდი, დამბლოკა და მეც იგივე გავაკეთე.
გულს ვიმშვიდებდი, უბრალოდ შევეჩვიე და მალე გამივლისმეთქი, მაგრამ არაფერსაც არ გაუვლია…
თავს ძლივს ვერეოდი, რომ არ მიმეწერა. მეშინოდა, რომ ცუდად შემხვდებოდა ან საერთოდ პასუხს არ გამცემდა, მაგრამ ერთ დღეს (უფრო სწორად ღამეს) 18 აგვისტოს, დაქალმა მირჩია გადამედგა ეს ნაბიჯი და დავუმესიჯე.
კიდევ ერთხელ დუგ-დუგ-დუგ : ))
ჩვეულებრივად მიპასუხა, ცოტა გაკვირვებული იყო “ვა, შენ აქ საიდან”. ნუ, მოკლედ – ისევ skype და ურთიერთობაც ნელნელა აღდგა. ისე კარგად აღარ ვიყავით, როგორც ადრე, მაგრამ ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ისევ ვიჩხუბეთ. უფრო სწორად, კი არ ვიჩხუბეთ, მე მეწყინა რაღაც. ჰოდა, 3 კვირა ისე გავიდა, არ მიგვიწერია ერთმანეთისთვის. გუშინწინ დაბადების დღე მომილოცა. ისიც აინტერესებდა, რაზე ვიყავი გაბრაზებუყლი, მაგრამ იმ მომენტში არ მინდოდა მაგაზე ლაპარაკი. რაღაც სასიამოვნო შემოთავაზებაც მივიღე მისგან, მაგრამ გუშინ ისევ ვიკამათეთ. თვითონ ამას ძალიან მსუბუქად უყურებს, ყველაფერზე ღადაობს და ვერ ხვდება, რატომ ვვარდები…

მოკლედ, ისევ გაურკვევლობაა… არვიცი, მომწერს თუ არა.
ეს ისტორია, ალბათ, ბლოგის მკითხველებისთვის არც ისე საინტერესოა, მაგრამ მაინც მინდოდა დამეწერა. იქნებ ახლა მაინც გავთავისუფლდე (ნუ, ამ სიტყვების მე თვითონაც არ მჯერა)…

შენ კი, ან წადი, ან მოდი… : ))

Advertisements

10 thoughts on “No happy ending

  1. ქალები ვაჩმახებთ ხანდახან : P ადვილად გვწყინს თან და კაცები, როგორც წესი ვერ ხვდებიან ხოლმე რა გვეწყინება.
    არ ელოდო იმის მოწერას, შენ მიწერე : P
    დუგ-დუგ-დუგ-ის გეშინია, ვიცი, მაგრამ მაინც :დ

  2. shen tu daelodebi imis moweras daberdebi .. da sheinabera darchebi …
    ase rom miwere : ) iseti bichi chans rom ar mogwers,,, shansi araa : )
    saintereso istoria iyo :”> :”>

  3. iasamnisferi says:

    თინი, Irina_K,

    ara, jer ar mivwer, imitom rom, rogorc avgnishne, ragac shemomtavaza (kerdzod sadgac wasvla mastan da mis megobrebtan erTad). es ambavi daaxloebit ianvris dasawyisisTvisaa dagegmili da ubralod mainteresebs gadaifiqrebs Tu ara : ))
    iqamde moviTmen rogorme, sadac amden xans micdia…

    madlobT rom ar daizareT, waikiTxeT da rchevebic momeciT : )

  4. თამთა, დღეს აღმოვაჩინე შენი ბლოგი და მომეწონა.
    მინდა ჩემს ბლოგროლში ჩაგამატო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

  5. iasamnisferi says:

    Jane Evening,

    didi madloba, mixaria !
    ara, ra winaagmdegi. ubralod me arvici blogrollshi rogor chavamaTo megobari blogebi : ))

  6. ახლახან აღმოგაჩინე გიმატებბბბბ :)))) ხოდა რაც შეეხება მიწერო თუ არა ჩემი აზრით პირველი ეგ ნაბიჯი ამ შემთხვევაში მან უნდა გადადგას, და თუ ვერ ხვდება რაზე უბრაზდები ხოლმე ესე იგი რაღაც ვერ გიგებს, არადა შენ ისეთი ადამიანი ჩანხარ რო უგულო ადამიანი არ გამოგადგება. ასე დიდი პაუზები არ არის კარგის ნიშანი, როცა ადამინი მართლა უყვართ მის გარეშე წუთს ვერ ძლებენ, და ვითომ და სახელად ლოვე არ გჭირდება დამიჯერე. წამატებები გბალეშიკობ გულით და სულით….

  7. iasamnisferi says:

    vaime, didi madloba : ))
    ho nadzaladevi araferi varga, miTumeTes siyvaruli : ))
    principshi, xandaxan echvic mepareba, rom miyvardes… albaT ubralod amovicheme da nelnela gadamivlis : ))

  8. sooooop says:

    mokled dz moomewona sheni postebi… da dagimateb…(martalia jer kidev axali blogeri mkvia magram imedia male viswavli karg blogerobas… :) )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s