უაზროდ

სამი საათი ხდება. ხვალ დილით ჩასათვლელი წერა მაქვს ქართულში და კარგი გამოძინება ნამდვილად არ მაწყენდა, მაგრამ საწოლამდე მისვლა მეზარება…
დღე კათოლიკური შობაა და თუ ვინმე ხართ ამ აღმსარებლობის, გილოცავთ… პრინციპში, ჩვენც დღემდე “ოცდახუთსა დეკემბერსა” ვმღერით : ))
ჰო, ნუ ეს ისე, მოკლე ჩართვა…
სიმართლე გითხრათ, ძალიან უაზროდ ვარ. პოსტი, ფაქტობრივად, არაფერზეა. ყველაფერს მივედ-მოვედები, რაც თავში მომივა.
პირველ რიგში ის მახსენდება, რომ ახალ წლამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. თუ არ ვცდები ადრე აღვნიშნე, რომ ჩემთვის კარგი წელი იყო. მართლაც ასეა, მაგრამ ეს ბოლო დღეები არც ისე კარგია…
უფრო სწორად, ცუდი კი არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ვერ ვარ, რა. რა მჭირს არვიცი.
ეხლა ვიყავი “ვაკანდაში”, არ გამისწორდა ვაბშე. ძალიან “სოფლისდისკოტეკური” სიტუაცია იყო, ხალხი კანტი-კუნტად ცეკვავდა. ნუ, კანტიკუნტად იცეკვებდნენ, აბა რა, სულ 20ნი ვიყავით მგონი = D
და მოკლედ 2ის ნახევარზე გამორთეს მუსიკა, აბა დავიშალეთო : ))
ჰო, კიდევ რა… საახალწლოდ საჩუქრებს არ ველოდები. დაბადების დღეზე ფული შემიგროვდა და მე თვითონ უნდა ვიყო საკუთარი თავის თოვლის ბაბუა. უკვე ვიცი, რაც უნდა ვიყიდო: გუდაურის ზმანები და ისე ზმანები = D
აუ, რა უაზრო პოსტი გამომდიიის. ისეთივე უაზრო, როგორიც მე ვარ ეხლა. მართლა არვიცი რა მინდა, სად მინდა, ვისთან… ძალიან ბევრს ვფიქრობ, ყველაფერი თავში მერევა და საბოლოოდ მაინც ერთ ადგილზე ვარ გაყინული. ვითომ სიახლეებს ვეძებ, მაგრამ გარშემო არაფერი იცვლება. ყველაფერი მოსაბეზრებელია.
იმოიმოშნაიდაა = D = D
არა, მართლა… ბოდიშს გიხდით ამ “უმსგავსობისთვის”, მაგრამ მინდა რომ დავწერო, ის რაც ენაზე (თითებზე) მადგება. ყოველგვარი დალაგებული წინადადებების, ნარჩევი სიტყვების და გრამატიკული კორექტივების გარეშე.
ხანდახან ვფიქრობ, რა იქნება მქონდეს იმდენი შინაგანი თავისუფლება და გამბედაობა, რომ უბრალოდ ავდგე და სადმე წავიდე. შევცვალო ჩემი ცხოვრება და გადავუხვიო იმ კურსიდან, რაც მაქვს აღებული.
მაგრამ რეალურად ესეც ხომ რაღაც გზას შექმნის. მექნება სხვა, ამისგან განსხვავებული ცხოვრება, მაგრამ ისევ რუტინა, ისევ ერთიდაიგივე.
რა იქნება, ეს ცხოვრება ილუზიებად ვაქციო (და არა ერთ ფიილმად! ). ერთ დღეს მეთვრამეტე საუკუნეში გავიღვიძო და არშიებით მორთულ კაბაში გამოწყობილმა მდიდრულ სასახლის ლაბირინთებში ვისეირნო დახვეწილ გრაფებთან ერთად, მეორე დღეს კი ტაქსით გავფრინდე ჰაერში გამოკიდულ კუნძულზე = D
აჰაჰაჰ, რა სისულელეა : ))
წავალ, დავიძინებ. იქ მაინც შემიძლია ფრთების გაშლა და მთელი დედამიწის, მთელი სამყაროს, მთელი არსებული სივრცის გარშემო მოგზაურობა.

Advertisements

3 thoughts on “უაზროდ

  1. zustad mase var es bolo periodi…ra xdeba? chems tavs ki vekitxebi,magram pasuxi arsaidan chans ….mec minda ubralod avdge da wavide, saertod gavqre kidec…cota xnit mainc…an davidzino letargiuli dzilit…zogjer mec mgonia rom chveni cxovreba uazrobaaa…ginda chawvde cxovrebis azrs,magram swored cxovrebis arsis wvdomaa,realuri problema….sad gaviqce?…isev jobia davidzino da sheni tqmis ar iyos : “იქ მაინც შემიძლია ფრთების გაშლა და მთელი დედამიწის, მთელი სამყაროს, მთელი არსებული სივრცის გარშემო მოგზაურობა.”…

  2. iasamnisferi says:

    madlobT komenTarisTvis… vici rom marTo me ar mawuxebs es ambavi. ubralod, dzilic araa gamosavali. mTeli cxovreba Tu dzilshi da iluziebshi gavaTareT, bolos agmovachenT rom, isevdaisev,უაზროდ gvicxovria : )

  3. xo ra tqma unda,sruliad getanxmebi…..ubralod me dzilis momenti, dasadzineblad rom wvebi,magashi vigulisxme…iq mainc shegvidzlia frtebis gashla,da prena,erti wertilidan meoreze :) aba “sul dzili,dzili, rosga gvegirsos gamogvidzeba” :) isedac dzinavs chvens qveyanas :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s