So This is ChrisTmas!

2009 წლის ბოლო დღეა. არ დავარღვევ ბლოგერულ ტრადიციას, თითქმის გასულ წელს შევაჯამებ, სამომავლო გეგმებსა და სურვილებზეც დავწერ ცოტას…
პირველ რიგში დავაკოპირებ ჩემს to do list-ს. ვნახოთ, რა შევასრულე, რა არა და რა ვერა : ))

1) მოვუმატებ სწავლას – არვიცი ამაში რას ვგულისხმობდი… ნუ, ფაქტია რომ, აბიტურიენტობისას და ეხლა მითუმეტეს სწავლას არათუ მოვუმატე, არამედ მოვუკელი…

2) ჩავაბარებ სადაც მინდა- ჩავაბარე სადაც მინდოდა და ახლა ვფიქრობ, რათ მინდოდა? (მიზეზს მოგვიანებით აგიხსნით)

3) წავალ ინგლისში და დავესწრები coldplay-ს კონცერტს (ეს პუნქტი შემიძლია ამოვაგდო, მაგრამ მაინც, იმედი ბოლოს კვდება)
– ამ პუნქტმა ზედმეტი კომენტარების გარეშე გადაინაცვლა 2010 წლის to do list-ში : ))

4) ზაფხულის არდადეგებზე არანაირი “მშობლები, ძმა და ნათესავები”! – არანაირის რა გითხრათ, მაგრამ ასეთი დღეებიც იყო.

5) ვივლი ტრენაჟორებზე – არც გამხსენებია

6) დავუბრუნდები ცეკვას (თუ მიმიღეს, იმიტომ რომ არაფერი არ მახსოვს) – გამახსენდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი

7) შევუერთდები რომელიმე ლიტერატურულ წრეს – უნივერსტეტში ყოფილა რაღაც მსგავსი, მაგრამ დრო არ მაწყობდა და ვერ მივედი.

8 ) დავიწყებ სამოდელო სააგენტოში სიარულს – უბრალოდ, სურვილი არ გამიჩნდა …

9) მთლიანად გადავახალისებ ჩემი შემოდგომა-ზამთრის გარდერობს – ახალი რაღაცეები ვიყიდე, მაგრამ ძველებიც შემომრჩა.

10) ვაიძულებ ოჯახს, მიყიდოს ახალი საწოლი – ახალი საწოლი შეუკვეთეს ხელოსანს, მაგრამ იმის მერე არც ხელოსანი ჩანს და არც ჩვენ შევხმიანებივართ… თან მივხვდი, რომ ძველშიც კარგად მძინავს : D

ჰო, როგორც ხედავთ, თითქმის არაფერი არ გამიკეთებია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ 2009 წელი, ასე თუ ისე, კარგი წელი იყო.
რატომ?
ამასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი მაქვს და შეგიძლიათ იხილოთ: http://iasamnisferi.wordpress.com/2009/12/19/sweet-seventeen/
ახლა ორიოდე სიტყვას საახალწლო განწყობაზეც გეტყვით. უფრო სწორად, უგანწყობობაზე. ვერ ვგრძნობ და მომკალით. სანამ რუსთაველზე არ ჩავალ და საახალწლო დეკორაციებს არ ვნახავ ხოლმე, არც მახსენდება, რომ 2010 წელი მოდის. ამას ისიც ემატება, რომ არანაირი გეგმა არ მაქვს ახალი წლის ღამისთვის. ზოგი სად მიდის, ზოგი სად… მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს კი ჯერაც ვერ მოგვიფიქრებია, რა ვაკეთოთ ?!

პოსტის მესამე ნაწილს მაინც დავუთმობ იმ წელს, ხვალ რომელშიც უნდა გავიღვიძო (თუ ჩემი პროგნოზი გამართლდა და დაძინება მომიხდა).
აღარ ვაპირებ დაწვრილმანებას. უბრალოდ მინდა, რომ საინტერესო, დატვირთული და გამორჩეული წელი იყოს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სწავლა-განათლების და იქნებ, დასაქმების მხრივაც…

ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველას მოგილოცავთ დამდეგ 2010 წელს. რა გისურვოთ ? ყველამ ჩემზე უკეთ იცით, რაც გაგიხარდებათ. ჰოდა, გაიხარეთ…

ესეც მე და ნაძვის ხე : ))

wiTh besT wishes, TamTa

Advertisements

7 thoughts on “So This is ChrisTmas!

  1. გილოცავ გილოცავ გილოცავ:) მრავალს დაესწარი:) ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ:)

    წლევანდელი To do list რო გააკეთო კაი იქნება : )) მომავალ წელსაც ასევე გადახედავდი : ))

  2. LiLaC says:

    chemi pirveli posTidan unda dagikopiro ragac: ძალიან მიყვარს ყველა მნიშვნელოვანი საქმის განსაკუთრებულ დღეს დაწყება… მაგალითად, ახალი დღიურის წერა 1 სექტემბერს დავიწყე, ორშაბათს… : )))

    magram swavlas “viwyeb” da ukve meramdene orshabaTi chavagde, ver getyvi : )))

    mec gilocavgilocav axal wels, shobas da a.sh (am ukanasknelshi arvici ra igulisxmeba: ))

  3. მადლობა :)
    მეც ასე “ვიწყებ”-ხოლმე. :დ
    უჰ მეც მიყვარდა ბავშვობაში დღიურების წერა :დ მგონი ანა ფრანკის გავლენა იყო :პ
    ეხლა არც კი ვიცი სად განისვენებენ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s