იანვარი

სამწუხაროდ, წინასწარვე ვიცი, რომ ეს პოსტი არც თუ ისე საინტერესო გამოვა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იანვარი უსაქმურობაში გავატარე. ამის მიუხედავად, მაინც მაქსიმალურად ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ თვეში წაკითხული წიგნების, ნანახი ფილმების თუ სპექტაკლების შესახებ…

რეალურად, ეს ყოველივე მრავლობით რიცხვში ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მოდი მიკიბვ-მოკიბვას თავს დავანებებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

წიგნები:

პირველ რიგში უნდა ვაღიარო, რომ 18 წლის მანძილზე პირველად წავიკითხე ანტუან დე სენტ ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, თუმცა სულაც არ ვთვლი, რომ დამაგვიანდა… პრინციპში, ეს სულაც არ არის ზღაპარი ბავშვებისათვის, და იმისთვის, რომ მოგეწონოს საკამრისია შენი ბავშვობა ცხოვრობდეს შენში… მე შემიყვარდა!

კიდევ ერთი აღიარება: ჰემინგუეისაც ახლა “შევუდექი” და მიუხედავად იმისა, რომ მომწონს, მაინც მგონია 3-4 წლის წინ უფრო ჩამითრევდა და დამაინტერესებდა. ალბათ სწორედ ესაა ერთერთი მიზეზთაგანი, რის გამოც აგერ უკვე 2 თვე იქნება “მშვიდობით, იარაღო” ვერ დავამთავრე…

რაც შეეხება სპექტაკლებს, როგორც მახსოვს, იანვარში არა, მაგრამ დეკემბრის ბოლოს ვიყავი მარჯანიშვილის სხვენში და ვნახე “პეიზაჟს აკლია სითბო”. მე ვფიქრობ, რომ სასიამოვნო საყურებელია, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გაწელილ მომენტს.

ფილმების რაოდენობა, რა საკვირველია, ზემოთ ჩამოთვლილთ აჭარბებს, თუმცა ყველა მათგანის მიმოხილვას არ ვაპირებ. გამოვყოფ რამდენიმეს:
“ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” – როგორც ვიცი, ეს ფილმი გადაღებულია პაულო კოელიოს ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რომელიც მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა და გირჩევთ უყუროთ. ეს არის ისტორია გოგონაზე, რომელიც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება და მაშინ, როდესაც ყოველდღე სიკვდილს უნდა ელოდეს, მისთვის ახალი ცხოვრება იწყება…

ასევე, ერთერთ ბლოგზე (სამწუხაროდ ავტორი აღარ მიყვარს) წავიკითხე New York, I love You-ს review და ვუყურე. ბევრი კარგი მომენტი ა, მაგალითად, ძალიან დასამახსოვრებელი და სახალისოა გამოსაშვები ბანკეტის ეპიზოდი.

ეს არ არის ფილმი ერთ კონკრეტულ ისტორიაზე, ამიტომ უბრალოდ უყურეთ და ისიამოვნეთ.

მესამე ფილმი, რომელსაც შევეხები, ეს არის “ჯეკი და ჯილი:სიყვარული ჩემოდნებზე”.
რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ამ ფილმებიდან რომელიმე მაინც ხელოვნების უმაღლეს მწვერვალს იპყრობს, მაგრამ თუნდაც ბოლო მათგანი, ძალიან სასიამოვნო სანახავია, ორიგინალური სიუჟეტიც აქვს და რომანტიკულ ადამიანებს ბევრ გიჟურ იდეასაც გაუჩენს თავში… მაგალითად, ადგე და წახვიდე პარიზში, სრულიად მარტო… რატომაც არა? : )

სულ ბოლოს, შევეხები “საშობაო ზღაპარს”, რომლის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობდა ინტერნეტსივრცეში. სიმართლე გითხრათ, კინოში რომ შევდიოდი, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ეს მულტფილმი “არასაბავშვო” იყო, მაგრამ ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია, როდესაც აფიშაზე წერია, რომ ფილმი არ არის რეკომენდირებული 8წლამდე ბავშვებისათვის, რატომ უნდა შეიყვანონ მშობლებმა 4 და 5 წლის შვილები?

ნუ, ეს ამ page-ზე განსახილველი თემა არ არის და ისევ “საშობაო ზღაპარს” დავუბრუნდები. ნამდვილად არ გავაკეთებ აქცენტს 3D ეფექტებზე, იმიტომ რომ, მიუხედავად ფრენის საოცარი შეგრძნებისა, მაინც ვთვლი, ამ მულტფილმში ეს მთავარი სულაც არაა და მისი შინაარსი/ჩანაფიქრი გაცილებით მნიშვნელოვანია…

იმედს ვიტოვებ, რომ თებერვლის თვის შემაჯამებელი პოსტი გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. მითუმეტეს რომ, ჩაოტიკის პროექტი იწყება და დიდ იმედებს ვამყარებ : ))

ასე რომ, მომავალ arT-შეხვედრამდე !

Advertisements

არა მიშავს…(?)

ბოლო დროს ხშირად ვდებდი პოსტებს, ახლა კი რამდენიმე დღე გავიდა, რაც არაფერი დამიწერია… წესით ეს გამოცდების ბრალი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. სამწუხაროდ, ვერ გამოვნახე ჩემს თავში იმის ნებისყოფა, რომ დავჯდე და ვიმეცადინო… არვიცი, ოდესმე თუ შევძლებ ამ სიზამრაცის დაძლევას.

სიმართლე გითხრათ, ისიც არვიცი ამ პოსტში რის შესახებ უნდა ვისაუბრო.. მინდოდა ბაბუაზე დამეწერა, როგორ მაკლია და მენატრება…. მაგრამ გადავდე.

იცით, ახლა ერთი უცნაური შეგრძნება დამეუფლა. აი, ადამიანს რომ კითხავ, როგორ ხარო და გიპასუხებს, არამიშავსო, ისეთი… ჰოდა, ეს დღეებია, მეც არამიშავს. აი, მართლა, ცუდი არაფერი ხდება, პირიქით, რაღაც სიახლეებიც კია, მაგრამ მე მაინც “არამიშავს”. ან ნეტა, რა უნდა მიშავდეს…ისე არ გამიგოთ, თითქოს რაღაც ცუდისკენ მიმიწევს გული. რა სისულელეა…

მოკლედ, სხვისი პოსტი რომ წამეკითხა ამავე შინაარსით, ალბათ ვიტყოდი, თვითონ არ იცის, რა უნდაო და თქვენ, ვინც ეს გაიფიქრეთ, თითქმის მართლები ხართ.
თითქმის იმიტომ, რომ თან ვიცი და თან არა.

აი, მაგალითად, ახლა სიამოვნებით გავიდოდი გარეთ, დავჯდებოდი სადმე, წყნარ ადგილას, დავადებდი თავს მხარზე და დავტკბებოდი იმ სიჩუმით, რომელიც ირგვლივ იხმაურებდა… და მაინც, როდესაც ერთი მეუბნება, ხომ არ გამოხვალო, ვპასუხობ, არა. ალბათ იმიტომ, რომ ისიც გუშინდელივით იქნება: ყველაფერი ისე, როგორც მინდა, ოღონდ უშენოდ…

საკმაოდ აბდაუბდა და გაუგებარი პოსტია, მაგრამ როგორც ერთხელ თინის ერთერთ პოსტში წავიკიტხე “რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა, მთავარია რომ უფლება მქონდა”…

leT’s flirT


რას გავს ეს სურათი…ა, უი, ეთერში ვართ ? : ))

სანამ პოსტის ძირითადი ნაწილის წერას დავიწყებდე, მინდა გითხრათ, რომ მბლოგავმა მირჩია, უფრო მეტი ფოტო დადე ხოლმეო, ჰოდა მეც დავიწყე google-ს ქექვა და “ფლირტზე” ამაზე უკეთესი ვერაფერი ვიპოვე.

მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით ჩემი დღევანდელი თემაა ფლირტი.
ვიკიპედია ამბობს, რომ ეს არის “ურთიერთობის გავრცელებული ფორმა, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთში რომანტიკულ/სექსუალურ ინტერესებს აღვივებენ. ის შეიძლება გამოიხატოს საუბრით, სხეულის ენით (თვალები, უბრალო შეხება…) და უფრო ღრმა ფიზიკური ურთიერთობითაც.”

ჩემთვის ფლირტი (გარდა ზემოთ აღნიშნულისა) სიმსუბუქესთანაც ასოცირდება. ეს იმიტომ, რომ ამგვარი ურთიერთობისას არ არის არანაირი ვალდებულებები. აბა რა უნდა მოთხოვო ადამიანს, რომელსაც, შესაძლოა, საერთოდ არ იცნობდე და უბრალოდ გამოხედვით იგრძნო/აგრძნობინო ყურადღება?

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფლირტი ერთ საღამოს სცდება და ხანგრძლივ სახეს იღებს, მაგრამ ამ დროსაც კი, ურთიერთობა თავისუფალი უნდა იყოს.

უნდა იყოს-მეთქი, იმიტომ ვახსენე, რომ ხანდახან ეს ყოველივე სერიოზულ გრძნობაში იზრდება. ორმხრივი თუა, რა უჭირს, მაგრამ რა ვუყოთ ცალმხრივად შეყვარებულ ადამიანებს?
მე ვფიქრობ, ეს უფრო გოგონებს ემართებათ და როდესაც საინტერესო მამაკაცისგან ყურადღებას იგრძნობენ, თვლიან რომ ამას აუცილებლად უნდა მოყვეს გაგრძელება.

ძალიან ზოგადი პოსტი, რომ არ გამომივიდეს, ჩემს თავზეც ვისაუბრებ. მე მიყვარს ფლირტი!
ამის გამო, ჩემი ძმა “ბაბნიკსაც” კი მეძახიან : )) რა არის დასამალი იმაში, რომ მსიამოვნებს ყურადღება (განსაკუთრებით საპირისპირო სქესის) და თუ მეც დავინტერესდი, სიამოვნებით ვუერთდები ამ “თამაშს”.

ძალიან კი მივეჩვიე skype history-ს დაკოპირებას, მაგრამ არ შემეძლო ეს არ დამედო:

[18.01.2010 21:37:16] Lord Henry says: :|
[18.01.2010 21:37:22] Lord Henry says: she mravalflirtiano :|

= ))) აი, რა მიწოდა, ერთხელ უკვე ნახსენებმა მბლოგავმა, მას შემდეგ, რაც ჩემი “ჰობის” შესახებ შეიტყო.

ამ ყოველივეს მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან მეც დამმართნია იმ გოგოებივით, ზემოთ რომ ვსაუბრობდი. ის კი არა, ზოგჯერ ეს გაუთავებელი ფლირტი მღლის კიდეც (ალბათ, ისევ და ისევ გაღრმავებული გრძნობების გამო).

ამ ეტაპზე იმ “მრავალმოფლირტავეთგან” გამოვარჩევ ერთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია ჩემს მიმართ აშკარა ინტერესს იჩენს, მაგრამ რატომღაც ერთ ადგილზეა გაყინული და ძალიან ცოტას ჯერდება. მე კი, ვცდილობ მაქსიმალურად შევიკავო თავი და გავაგრძელო ეს დაუსრულებელი თამაში. თუმცა ხანდახან იმასაც ვფიქრობ, იქნებ საერთოდ შევეშვა მასთან ფლირტს და ამით ჩვენი ურთიერთობა ან წინ წავწიო, ან საერთოდ (სადღეგრძელოებში რომ მოიხსენებნ ხოლმე, იმ =))) ტკბილ მოგონებად ვაქციო.

სხვებთან კი, keep on FlirTing ;;)

firsT impression

დღეისთვის თავში 2 თემა მიტრიალებდა. რა თქმა უნდა, ორივე მე მეხება, მაგრამ განზოგადებაც შეიძლება…

საბოლოოდ უპირატესობა “პირველ შთაბეჭდილებას” მივანიჭე და აი, რატომ:

[10.01.2010 1:21:45] duda says: ai akademiurze ro shemodiodi xolme
[10.01.2010 1:21:54] TamT says: :D:D:D
[10.01.2010 1:21:58] duda says: sul sxvanairi warmomedgine, ragac civi da chumi
[10.01.2010 1:21:59] duda says: :D
[10.01.2010 1:22:03] duda says: ragac kargi xar
[10.01.2010 1:22:04] duda says: :D
[10.01.2010 1:22:07] duda says: (blush)
[10.01.2010 1:22:32] TamT says: ho yvelas eg shTabechileba aqvs chemze

კიდევ:
[20.01.2010 3:48:07] Y I P O says: xoda raga ginda ramdens blataob
[20.01.2010 3:48:08] Y I P O says: :D
[20.01.2010 3:49:08] Y I P O says: ara ise tavidan ro gagicani pizikurad da ragac momewone kai bavshvi xar martla prosta ragac civi megone da swerva
[20.01.2010 3:49:10] Y I P O says: ici rodis ?
[20.01.2010 3:49:11] Y I P O says: :D
[20.01.2010 3:49:15] TamT says: ?
[20.01.2010 3:49:15] TamT says: rodiss
[20.01.2010 3:49:19] Y I P O says: ai amshin me shen acho da teko ro viyavit
[20.01.2010 3:49:20] Y I P O says: veraze
[20.01.2010 3:49:21] Y I P O says: :D
[20.01.2010 3:49:32] TamT says: :S
[20.01.2010 3:49:32] TamT says: kai bavshvi tu var swerva rato gegone
[20.01.2010 3:49:37] TamT says: yvelas egre vgonivar
[20.01.2010 3:49:39] TamT says: ai absoliturad
[20.01.2010 3:49:42] TamT says: yveelas

ეს მხოლოდ ორი მაგალითია… კიდევ ძალიან ბევრისგან მსმენია იგივე. საინტერესოა, რა არის მიზეზი? ვინც კარგად მიცნობს, იცის რომ სწერვობა (მითუმეტეს უსაფუძვლო) არ მჩვევია. ურთიერთობაშიც ძალიან თბილი ვარ და არც გრძნობების გამოხატვა მიჭირს.
როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილება გარეგნობით იქმნება ხოლმე. ჰოდა, ალბათ მეც ასეთი “მატყუარა” გარეგნობა მაქვს.

მე თვითონ დიდად არ ვენდობი პირველ შთაბეჭდილებას. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ამართლებს, მაგრამ ხშირად პირიქითაც მომხდარა.

თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ბლოგერებო, ვითამაშოთ???

მოვიმაღლივბიბლიოთეკე…
ანუ დღეს გამოცდა მქონდა აკადემიურ წერაში. პრინციპში ადვილი საგანია, მაგრამ როდესაც ნასწავლი არ გაქვს, რა უნდა ქნა?
მართალია, უნდა ისწავლო!
მაგრამ თუ ჩემსავით ზარმაცი და უნებისყოფო ხარ, თვალის ერთი გადავლებას გეყოფა, რომ მერე 3 გვერდზე “მიჩურინის ვაშლივით” ატრიალო ერთი და იგივე….
ამის მიუხედავად, იმედს ვიტოვებ, რომ სანატრელ 5 კრედიტს მაინც ავიღებ.

ჰო, თბილისელებს 2010 წლის პირველ თოვლსაც მოგილოცავთ. დილით მთაწმინდის გადათეთრებულ კალთებს (რა პოეტურია? : )) რომ ავხედე, გახარებულმა მაშინვე სურვილი ჩავიფიქრე და კიდევ დიდხანს შევციცინებდი ჩემს თმაზე მოკიაფე ფანტელებს. მერე მანქანამ გამოიარა და მთელი ტალახი შემომაფრქვია. საშინელება იყო, თავი მარიტა მეგონა ვირზე ჯდომის პროცესში = D თუმცა, ამასაც ქონდა დადებითი მხარე: ვაირომანტიკოსობას და ცაში ყურებას თავი მაშინვე დავანებე და გამოვხიზლდი კიდეც.

მართალია დღეავნდელ დღეს არ ეხება, მაგრამ გუშინ იყო ჩემი დაქალის შეყვარებულის და ჩემი კარგი მეგობრის, აჩიკოს დაბადების დღე. მივულოცავ აქაც, რაც გუშინ გისურვე, განვმეორდები! მართლა ძალიან კარგი დრო გავატარეთ…

ჰო, ახლა კი რაღაც მინდა შემოგთავაზოთ. ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან გავრცელებულია Tag-თამაშები, რომლებსაც თუ არ ვცდები საფუძველი დოდკამ ჩაუყარა. მართალია, მე არასოდეს არავის დავუTagივარ, მაგრამ დიდსულოვნად გპატიობთ : D

ჰოდა, წინა პოსტიდან გამომდინარე ერთი იდეა გამიჩნდა, რომელსიც, თუ აიტაცებთ და მომიწონებთ, მემგონი, კარგი გამოვა.
ანუ რაშია საქმე: მე გამოვაცხვე ნამცხვარი და დავთაგე რომელიმე ბლოგერი. იმანაც უნდა მოამზადოს რომელიმე კერძი, გაგვიზიაროს რეცეპტი/ფოტოები/მომზადების პროცესში გადამხდარი ამბები… და მერე იმანაც დათაგოს ერთი ბლოგერი.

უბრალოდ, ცოტა საჯახიროა და არვიცი, ამყვება თუ არა ვინმე.
ასე რომ, ველი თქვენს კომენტარებს. გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და დაწერეთ მოგწონთ თუ არა ეს იდეა და ითამაშებთ თუ არა?

ვTagავ KaTe-ს

Julie, Julia & me…

ეს პოსტი უგემრიელესია გემრიელთა შორის…
ალბათ მიხვდებოდით, რომ არ დავარღვიე ბლოგერთა ტრადიცია და ამ ფილმს მეც ვუყურე. ძალიანაც მომეწონა და თუ დარჩა ვინმე, ვისაც ჯერ არ უნახავს, აუცილებლად ვურჩევ!!!

ახლა კი, ალბათ იკითხავთ სათაურში “me” რაღა შუაშიაო??? მაგრამ, “ნუურას უკაცრავად” (როგორც ერთი ჩვენი ყველას საერთო ნაცნობი იტყოდა =D ). “Julie and Julia”-ს ხილვის შემდეგ, გადავწყვიტე მეც მეცადა კულინარობა და ჩანაფიქრი დღეს სისრულეშიც მოვიყვანე.

მანამდე კი, ჩემს კულიანრიულ შესაძლებლობებსა თუ გამცოდილებაზე აზრი რომ შეგიქმნათ, ამონარიდს წარმოგიდგენთ ჩემი და ჩემი დაქალის skype hisTory-დან:
[15.01.2010 23:50:44] JuLie says: xval namcxvari unda gamovacxo
[15.01.2010 23:50:45] JuLie says: :P
[15.01.2010 23:50:57] nucikooo says: :D
[15.01.2010 23:50:59] nucikooo says: :D
[15.01.2010 23:50:59] nucikooo says: sheen?
[15.01.2010 23:51:12] JuLie says: ra gacinebs
[15.01.2010 23:51:14] JuLie says: erTi
[15.01.2010 23:51:15] JuLie says: : D
[15.01.2010 23:51:40] nucikooo says: ?
[15.01.2010 23:51:40] nucikooo says: ravici aba puris darcha iscavle
[15.01.2010 23:51:41] nucikooo says: :D
[15.01.2010 23:51:51] JuLie says: :D
[15.01.2010 23:51:51] JuLie says: gaajvi ra

ბოდიშს გიხდით უკანასკნელი უცენზურობისთვის, მაგრამ ტავი ვეღარ შევიკავე : )))

ჰო, მოკლედ განვაგრძოთ. დედაჩემი აცხობს ხოლმე ვაშლის პეროგს, რომლის რეცეპტიც წერია ბებიას დატოვებულ რეცეპტების წიგნში და მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს. გადავწყვიტე ბისკვიტი იმავე რეცეპტით გამომეცხო, უბრალოდ ვაშლის მაგივრად, ბანანი გამომეყენებინა. ერთადერთი რაც ბისკვიტში შევცვალე, უფრო სწორად დავამატე, ეს კაკაო იყო.

ოჯახშიც არავის ეგონა, ჩემი ნახელავიდან რამე თუ გამოვიდოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველას ძალიან მოეწონა.(სხვათა შორის, ამ გოგონამაც კი მაღიარა, სკაიპში რომ დამცინოდა). ნუ, გარეგნულად უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ დამიჯერეთ, მართლა გემრიელი იყო..
ის კი არა, აღარც დარჩა : (( არადა, კიდევ სხვა ბავშვებისთვისაც უნდა გამესინჯებინა. არაუშავს, ტქვენთვის პერსონალურად გამოვაცხოობ!!!

ახლა კი იხილეთ ფოტო, რომელზეც აღბეჭდილნი ვართ მე და თეკო. ფოტო გადაგვიღო აჩიმ. სწორედ ისინი იყვნენ ჩემი პეროგის პირველი დეგუსტატორები!!!
ფოტოს ქვემოთ კი შემოგთავაზებთ რეცეპტს.

ბანანის პეროგი

3 ცალი კვერცხი და ჭიქა-ნახევარი შაქარი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ, ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამის შემდეგ დავამატოთ ერთი ქილა მაწონი, 200-250გრამი კარაქი, ფქვილი (დაახლოებით 4-5 ჭიქა), 50გრამი კაკაო და ერთ ჩაის კოვზ ძმარში გახსნილი ერთი კოვზი სოდა.

ისევ მიქსერით გავაგრძელოთ მასის თქვეფა და როდესაც მივიღებთ კრემისმაგვარ მასას, გადავიტანოთ სპეციალურ პოდნოსზე. გადავანაწილოთ სწორად და ზევიდან დავაწყოთ წინასწარ დაჭრილი ბანანები.
ამის შემდეგ შევდგათ ქურაში და დაველოდოთ გამოცხობას. (დაახლოებით 30-40 წუთი). იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
Bon appeTiTe <3

რაღაცნაირად გამორჩეული “ძვლთხლწლ”

დღევანდელი დღე იმით დაიწყო, რომ ღამის 12საათზე, კომპიუტერს 2 წუთით მოვშორდი, ერთი ჭიკა წითელი ღვინო გადავკარი ოჯახთან ერთად და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ამ ძველით ახალი წლის დიდად არ “მჯერა”. 31ის მერე 2 კვირაში თავიდან როგორ უნდა განვეწყო ახალი წლის შესახვედრად, არ მესმის…
მოდით დღე დილიდან, უფრო სწორად პირობითად დილდიან დავიწყოთ…

დაახლოებით 12საათზე კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. ბებიამ გააღო. შემოვიდნენ ჩემი ნათესავი გოგო და მისი შვილი, რომელიც ჩემი ნათლულიცაა. ნინის ქონია ბასტი-ბუბუს კონცერტი ფილარმონიაში, ცოტა ადრე მოსულან ესენი და სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, ამოგვიარეს…
ეს ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ძაალიან მეზარებოდა ადგომა და თავი მოვიმძინარე. ერთი 40 წუთის მერე საბოლოოდ გამოვფხიზდლი და ვიკადრე ჩემი ოთახიდან გასვლა… ვაიმე, ჩემს ნათლულს ისეთი კანი აქვს, ისეთი ნაზი და რაღაცნაირი, რომ მინდოდა მთელი დღე მის ლოყაზე დმებოდა ლოყა ან ტუჩები. მაგრამ მალევე წავიდნენ. მე კი დავიწყე ჩაცმა და 3საათზე მივაშურე მეექვსე კორპუსს, სადაც გავიცანი კიდევ ერთი ბლოგერი – ფსიქე.
მეექვსესთან მელოდებოდა ირმაც, რომელმაც უკვე მერამდენედ მოთმინებით აიტანა ჩემი უცნაური აკვიატება 87 ნომერ ავტობუსთან დაკავშირებით და სასეირნოდ გამომყვა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ, 87 თავისუფლების მოედანზე 20წუთით ისვენებდა ხოლმე. ამიტომ გზა ფეხით განვაგრძეთ. ჩავედით კოლმეურნეობაზე, იქიდან ვერცხლის და სხვა ვიწრო ქუჩებში ალალბედზე ბოდიალით მივაგენით ლესელიზეს, მერე შარდენს და ბამბის რიგს, სადაც ირმას ეგულებოდა გემრიელი ლობიანების საცხობი. ხელში კი შეგვრჩა ცივი, მაგრამ მაინც მოგემრიელო ხაჭაპურები.
ჩამოვჯექით (ეხლა ჩამოვსხედით ვერ დავწერდი, რაღაც საშინლად გამიჟღერდა გონებაში = ) იქვე ტროტუარზე და შევუდექით “სმა-ჭამა დიდად შესარგს”, თან თვალს ვადევნებდით ჩვენგან 3-4მეტრის მოშორებით კარუსელზე შემოსკუპებულ 2პატარას, რომელთაგანაც ერთი ხმას არ ირებდა, მეორე კი მხიარულად კისკისებდა…

ირმამ გადაწყვიტა ამ კისკისასთვის ხელი დაექნია ხოლმე. ჰოდა, რამდენჯერაც ის ცხენი, რომელზეც კისკისა იჯდა ჩვენკენ მოექცეოდა, ხელს ვუქნევდით და გვიახროდა. წეღან რომ 3-4მეტრი ვახსენე, ტყუილად არ აღმინიშნავს. საქმე იმაშია, რომ მეც და ირმაც ახლომხედველები ვართ, ჰოდა გვეგონა ის ბავშვი ჩვენ გვიყურებდა და საპასუხო კისკისითაც გვაჯილდოვებდა, მაგრამ კარუსლეის დაახლოებით მეათე კრუგზე, ირმას ლინზებმა იკადრეს და მწარე რეალობა დაგვანახეს: კისკისას ჩვენკენ სულ არ გამოუხედავს… ტყუილად ვიქნევდით ხელებს : D LOSERS = D

მერე წავედით ისევ უნივერსტეტისკენ. 88ნომერ ავტობუსში მძღოლს ჩართული ჰქონდა სიმრერა შემდეგი ტექსტით: “მთვარე დაგელოდება, ცემს ლოდინში გზა აბნეული, და მე შენ გამოგყვებიიი, გზააბნეულიიიიჰიიიიიიჰიიჰიჰიიი..” მე და ირმა ამ სიმრერას უშეცდომოდ ვყვებოდით, მაგრამ ვერაფრით გავიხსენეთ ვინ მღეროდა. ბოლოს გონება გამინათდა და – ევრიკა!!! მაგრამ არ გეტყვით ვინ, აბა თქვენ თუ გაიხსენებთ? : ))

უნივერსტეტში დაიწყო დღის სენტიმენტალური ნაწილი. მოკლედ ორიოდ კვირის წინ მივირე გადაწყვეტილება, რომ დასიდან წამოვსულიყავი. ამის მიზეზები იყო:
1. სპექტაკლი, რომელსაც ვდგამთ, არ მომწონდა. ბარემ ცალკე პუნქტად აღარ გამოვყოფ და ვიტყვი, რომ არც ჩემი როლი მომწონდა.
მოკლედ, საუბარია “სამანიშვილის დედინაცვალზე”, მე კი ქმონდა იმერელი ჭორიკანა ქალის როლი, რაც ვფიქრობ არც ჩემს გარეგნობას უხდებოდა, არც ტიპაჟს და ალბათ ვერც ჩემი სამსახიობო ნიჭი გასწვდა მის შესრულებას.

2.რეპეტიციები ემთხევოდა რუსულის გაკვეთილებს, ხანდახან ლექციებსაც. მოკლედ, დროში მუდმივად შეზღუდული ვიყავი, სულ გადარბენა-გადმორბენაზე, რაც ძალიან მღლიდა.

თუმდა, რა თქმა უნდა, გულიც მწყდებოდა (და მწყდება კიდეც). ამ 3 თვის განმავლობაში ძალიან შემიყვარდნენ ბავშვები, რეჟისორიც ასევე. ისიც არვიცოდი, მისთვის როგორ მეთქვა ეს ამბავი. ძალიან მეუხერხულებოდა, თან გოგონებმა მითხრეს, ბოლო დღეებში, რომ არ იყავი, რამდენჯერმე გიკითხა და როლიც შეგინახაო… ვიცოდი, რაღაც უხეშად მიპასუხებდა. ბაზარი არაა, არც ველოდი და არც უნდა მოვლოდებოდი იამს, რომ ხვეწნას დამიწყდებდა დარჩიო, მაგრამ რომ შევედი და ვუთხარი, ბატონო გოგი, ვერ ვახერხებ სიარულს მეთქი, რაღაცნაირი ტონით მითხრა: წადი, რა გიყო, რა გიშველოო…
უსიტყვოდ გამოვბრუნდი და როგორც კი დარაბზიდან გამოვედი, მესმის ირმას რეპლიკა: “ეხლა იტირებს”…
ნუ, დამესივნენ გოგოები, ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მიუხედავად იმ ცრემლებისა და გულის დაწყდომისა, მაინც ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი. თან ამ ბავშვებთან ურთიერთობას ისედაც გავაგრძელებ. უფრო მეტიც, იმათთან გავაგრძელებ, ვისთანაც მართლა მიღირს და მინდა.
მოკლედ, წამოვედი სახლში. სასწრაფოდ “გავკლასიკურდი” და ჩემს ძმასთან ერთად გავემართე რესტორნისკენ, სადაც მამამ დაგვიპატიჟა ჩვენი დეიდაშვილი და მისი შეყვარებული, რომლებიც ერთ კვირაში ინიშნებიან.
ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. ვამაყობ ჩემი დეიდაშვილით. რამდენიმე წლის წინ მამა გარდაეცვალა, საზიზღარ უბანში და სამეგობრო წრეში მოხვდა, ცუდი რაღაცეები აქვს გაკეთებული, მაგრამ ნინის გამოჩენამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ძალიან გამოსწორდა, რამდენიემთვიანი სამსახურის ძებნისა და ასევე რამდენიმე გამოუსადეგარი სამუშაოს დაწყების შემდეგ, ნორმალურ ადგილსაც მიაგნო. კიდევ რაღაც გეგმები აქვს, ბევრ შრომობს და ფიქრობს. ნინიც გვერდში უდგას და მოკლედ, ძალიან კარგები არიან რა…

მერე კიდევ ის იყო კარგი, რომ “ბეღელიდან” სახლამდე ფეხით “წამოვსეირნდით”. უკვე გვიანი იყო, 1საათი მოვუნდით გზას, მაგრამ ლაპარაკში ისე გავერტეთ დაღლა არც გვიგრძნია. მოვედით სახლში, ზურამ და ნინომ გააგრძელეს გზა მეტროსკენ…

დავჯექი კომპიუტერთან. 5 თუ 6 საათი გაუცერებლად ვიქაქანე skype-ში და მივხვდი, რომ მეძინება…

თქვენ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ, ახლა, სავარაუდოდ, უნდა გეძინოთ. ან იქნებ უკვე დგებით და სკოლაში/სამსახურში/უნივერსტეტში წასასვლელად იწყებთ მზადებას : D
იმედია, კარგი და ფერადი სიზმრები ნახეთ… წავალ, მეც შემოგიერთდებით : ))