პირველი პოსტი 2010ში !

2 0 1 0 !!!
გილოცავთ.
ჩემს თავსაც ვულოცავ და ჩემს ბლოგსაც, რა თქმა უნდა : ))
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 31 დეკემბერს არანაირი საახალწლო განწყობა არ მქონდა, 2010 წლის პირველი დღე ფანტასტიკურად გავატარე. 12საათს ოჯახთან ერთად შევხვდი და ის-ის იყო ჭიქები მივაჭახუნეთ, რომ ოთახში სანტა კლაუსი შემოვიდა : )) უფრო სწორად, მის ფორმაში გამოწყობილი უტა, ჩემი ძმის ძმაკაცი. ძალიან გავხალისდით, მაგარი სურპრიზი იყო. ამის შემდეგ, ჯერ ბიჭები წავიდნენ, ცოტა ხანში მეც.
გამომიარეს ჩემმა მეგობრებმა და წავედით ერთერთი მათგანის მეგობრის სახლში. ძალიან კარგად გავერთეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ვიცინეთ, ვიჭორიკნეთ = D დილით უკვე აღარაფრის თავი აღარ გვქონდა. 9 საათისთვის დავიშალეთ.
სამწუხაროდ, ჯერ ფოტოები არ გამაჩნია. მაქვს ერთადერთი ვიდეო, ისიც საშინელი ხარისხით : ((

მოკლედ, სახლში მოვედი და დავიძინე. 5საათზე დეიდაშვილის ზარმა გამაღვიძა და მთხოვა მასთან გავსულიყავი. საცოლის ოჯახი მოდიოდა გასაცნობად. მოკლედ, წამოვხტი საწოლიდან და გავიქეცი ქავთარაძეზე. იქ 8 საათამდე ვიყავი, მერე გამიყვანეს დოლიძეზე ჩემი დაქალის კურსელი სახლში. იქ დარჩენასაც ვაპირებდით, მაგრამ მე ცუდად გავხდი და გული ამერია. არვიცი რა მომივიდა, არაფერი დამილევია, ეტყობა რაღაც ვჭამე და მაწყინა. მოკლედ, წამოვედი სახლში და იმის მერე მეძინა.

4 საათზე მოვიდნენ სტუმრები და იძულებული გავხდი, ავმდგარიყავი. ეხლა უკეთ ვარ და ვფიქრობ სად გავიდე. არ მინდა ბედობა სახლში გავატარო. ისიც მეყოფა, მთლად კარგად რომ ვერ ვგრძნობ თავს : ))

უფრო ვრცელ პოსტს 2010 წლის მოლოდინებზე, გეგმებსა და სურვილებზე მოგვიანებით დავწერ.

Advertisements

2 thoughts on “პირველი პოსტი 2010ში !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s