პოსტი, სადაც მივედ-მოვედები…

ერთ რამეში უნდა გამოვტყდე – უკვე ვეღარ ვძლებ ბლოგის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს, ვიწყებ ფიქრს, ამას როგორ დავწერ და ბლაბლაბლა.
სიმართლე გითხრათ, ბოლო დღეებში ბევრი საწერი დამიგროვდა და არვიცი საიდან დავიწყო.
ნუ, ალბათ მაინც გუშინდელი დღიდან: ბოლო დღეების ტრადიცია დავარღვიე და ადრე გავიღვიძე. ეს იმიტომ, რომ უნივერსტეტში უნდა წავსულიყავი, ქართულისა და ჟურნალისტიკის შესავლის ბოლო ლექციებზე.
ამ 2 საგანს ჩემი საყვარელი ლექტორები მიკითხავენ.
ქართულის ლექციამ მშვიდობიანად ჩაიარა. ჟურნალისტიკამაც ასევე, მაგრამ არა ჩვენთვის.
მოკლედ, ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს სემესტრის დამთავრება აღენიშნათ. რადგან მე არ ვსვამ, ცოტა მოგვიანებით შევუერთდი და ამ დროისთვის უკვე მთვრალები იყვნენ. 4 კაცი სვამდა ერთ ბოთლ არაყს, რაც არც ისე ბევრია და წესით არაფერი უნდა მოსვლოდათ, მაგრამ ირმას მანამდე ღვინოც დაულევია და ამ არევამ ცუდი შედეგი გამოიღო.
ვერ აღგიწერთ ის 3საათი რა ნერვიულობაში გავატარეთ. ბავშვს ფერი არ ქონდა, ფეხს ვერ ადგამდა, გული ერეოდა, სულ კანკალებდა, რაღაც უაზრობებს ყვიროდა და ღმუოდა. ძალიან შევშინდი, მართლა… თან ვერც გადაგვეწყვიტა, სასწრაფო გამოგვეძახა თუ არა. გვეშინოდა მის მშობლებსაც არ გაეგოთ ამის შესახებ. თავიდან გვეგონა თვითონ გამოვიყვანდით, მაგრამ მდგომარეობა რომ არ გაუმჯობესდა, 033-ზე დავრეკეთ. მალევე მოვიდნენ, ოღონდ პატარა მანქანით. ერთერთი ექიმი ჩEმი ნაცნობი აღმოჩნდა. ნემსი კი გაუკეთა, მაგრამ თქვა აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია თუ რაღაც ასეთი ჭირსო. მოვიდა სასწრაფოს დიდი მანქანა, დააწვინეს ჩვენი ირმა საკაცეზე და წავედით რესპუბლიკურში. იქ უკვე აუცილებელი გახდა მისი მშობლებისთვის დარეკვა. 10 წუთში მოვიდნენ და ირმაც მალე გამოუშვეს. უკვე გამოსული იყო მდგომარეობიდან. პრინციპში, გზაშივე გამოვიდა, იმიტომ რომ რაღაც გადაუსხეს.
მოკლედ, ყველაფერი მოგვარდა. პირველი სემესტრის დამთავრება მართლაც დაგვამახსოვრდა, თუმცა არც თუ ისე სასიამოვნოდ : ))

ეხლა მეორე ამბავი: დღეს 2საათზე რუსული მქონდა. სანამ წავიდოდი ფეხს ვითრევდი, ვწუწუნებდი, ძალიან მეზარება-მეთქი. ეს გაიგო დედაჩემმა და მისაყვედურა, რა ბებერივით იქცევი, დროს ძილში და უსაქმურობაში ფლანგავ, შენი თავისთვის არაფერს აკეთებო.
არც შევპასუხებივარ, იმიტომ რომ მართალია. ჩემმა სიზამრაცემ უკვე ყველაფერს გადააჭარბა. მაგალითად, ისევ დღევანდელ მაგალითს მოვიყვან. რუსულზე ჩემთან ერთად დადის 23-24 წლის ბიჭი, რომელიც რაღაც ახალგაზრდულ ევრიპარლამენტშია გაწევრიანებული, ათას ადგილას მუშაობს/მუშაობდა, უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი და მოკლედ სულ რაღაცის ძიებაშია. ჰოდა, რამდენიმე კვირის წინ ამ ადამიანმა მითხრა, რომ თანამშრომლობს ერთერთ ქართულ გამოცემასთან და მე, როგორც მომავალ ჟურნალისტს, შემეძლო დავკავშირებოდი ამ რედაქციას. ელაპარაკა კიდეც იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხებოდა და იმანაც უთხრა, დაგვიკავშირდეს და მოვილაპარაკებთო…
აი, იმის მერე, მინიმუმ 3 კვირა მაინც გავიდა, მაგრამ არც დამირეკავს, არც mail მიმიწერია. არადა, რომ მკითხო, სამსახურის დაწყება მინდა. თუნდაც ანაზღაურების გარეშე. დასაწყისში პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების პერსპექტივაც მაკმაყოფილებს… ჰოდა, დღეს გიორგიმ მკითხა, რა ქენი, დარეკეო?
რაღაცნაირად ეს 2 ფაქტი (დედაჩემის და გიორგის ნათქვამი) ერთმანეთს დავუკავშირე და გადავწყვიტე უფრო მეტი გავაკეთო საკუთარი თავისთვის ანუ იმისთვის, რომ განვვითარდე და ესე ერთ ადგილას არ “გავიყინო”… წინა პოსტის კომენტარებს თუ გადახედავთ, იქაც მეუბნება ჩემი მეგობარა რომ საკუთარი თავის რწმენა მაკლია და მართალია. სიზარმაცის გარდა, ეგეც არის. მგონია რომ ჩემი გაკეთებული არაფერი მოეწონებათ, უარით გამომისტუმრებენ და ეს დამთრგუნავს. მოკლედ, კრიტიკას გავურბივარ და სამაგიეროდ, ისევ კრიტიკას ვიღებ: ახლობელი ადამიანებისაგან, საკუთარი თავისგანაც…

ჰოდა, ვეცდები, მართლა ვეცდები, რომ ეს უ მ ო ძ რ ა ო ბ ა ძალიან, ძალიან მაგრად დავჭმუჭნო და ძალიან, ძალიან შორს მოვისროლო… სამუდამოდ!!!

Advertisements

7 thoughts on “პოსტი, სადაც მივედ-მოვედები…

  1. hm… chemi kolega yofilxar :D axla ar mitxra imnaishvili cheni sayvareli leqtoriaoo :O
    :) es xumrobit :) jologuaze mec sheycvarebuli var dgemde (inlove)

    rac sheexeba sizarmazec – pirvel kursze usayvarlesi gogo viyavi vmushaobdi , vswavlobdi…. mere gadaviwvi da axla var gamoshterebuli indaurivit : ) eg evroprarlamderntic iqneba da damijere iman rac 24 wlis asakshi miagwia sul ragac 1 weliwadshi uproblemod shedzleb…. manamde kidev girchev rom 1- 2 weli sheisven-daisveno da sakutario siamovnebistvis icxovro – mere amis dro damijere agar geqneba : geyofa merec :*

  2. LiLaC says:

    ekusi,

    madlobT komenTarisTVis… ogond exla ar miTxra, imnaishvili ar miyvardao : ))

    rchevas rac sheexeba, srulganakveTiani samsaxuris dawyebas da mTebis gadadgmas jer arc vapireb. samsaxurs da parlamenTs rom Tavi davaneboT, isedac ragac modunebuli var… wignis kiTxvas erT dgeshi vamTavrebdi, exla erT wigns 2Tves vandomeb.

    mokled rom vTqva, dros arafershi vxarjav da eg mawuxebs : )

  3. LiLaC, xo wignebze mec mase var …. egec mgoni yvela tsu s jusranlistis virusia :) yvela normaluri masea…
    imnaishvili ? au ar vici gadamekida tavidanve… mere kidev kula ar miwera da chamivarda sharshan magis gamo magis sagani… welsac dzalit amirchia chvenma tutorma eg imnaishvilis qartuli ena da im doneze ar shemidzlia am kactan urtiertoba rom arcertxel ar mivsulvar da meored chavitove :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s