ასტრიდ ლინდგრენი

 

ერთ დღეში 2 პოსტი არასდროს დამიწერია, მაგრამ ახლა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ თავს ვერ ვიკავებ…

ეს არის ქალი, რომელმაც მე და არაერთ პატარას ბავშვობა, და არა მარტო ბავშვობა, ცხოვრებაც კი გაგვილამაზა.
ჩემი, როგორც მკითხველის არსებობა სწორედ მისი წიგნებიდან იწყება. მას შემდეგ, ვერც კი დავითვლი რამდენჯერ წავიკითხე “პეპი გრძელიწინდა”, “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”, “ემილის თავგადასავალი” და ა.შ.



ჩემთვის ეს გმირები (სამწუხაროდ, ყველა მათგანის სურათი ვერ მოვიძიე) ძალიან, ძალიან საყვარლები არიან და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე…
P.S: შთაბეჭდილება კი, რომელიც პოსტის დასაწყისში ავხსენე, P.S-ში გასულმა რეპორტაჟმა მოახდინა.
დღეიდან ახალი მიზანიც გამიჩნდა: აუცილებლად უნდა წავიდე სტოკჰოლმში, ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმში და იქ ისე გავერთო, როგორც პეპი, ანიკა, ტომი, ემილი, კალე, ბოსე და ჩემი სხვა მეგობრები ერთობოდნენ…

Advertisements

14 thoughts on “ასტრიდ ლინდგრენი

  1. gamarjrjola (inlove)…. kuda uxodzit dzedstva tu ragaca…. + patara ufliswuli … hary potteri da ufliswuli da matxovari…. nu kidev aris erti ori wigni mteli bavshoba chemi balishis qvesh morigeobit rom iwvnen magram … :D au ramdeni xnis win iyo,,,

  2. ვგიჟდები ასტრიდ ლინდგრენზე ^^ ჩემი საყვარელი ნაწარმოებების ავტორია, პეპის მთელი დღე ვკითხულობდი ხოლმე , კარლსონი ისე რა მომწონდა და კიდე ემილის თავგადასავალზე ვგიჟდებოდი <3

    ამ ქალის სახელი ყველაფერ ბავშვურთან, ლამაზთან და თბილთან ასოცრდება <3 კაი მოგონებები მაკავშირებს : X

  3. ვაიიიჰ დამბურძგლა =))) ჩემი პირველი წიგნები ჩემი პირველი საყვარელი პერსონაჟები.. აი უსაზღვროდ მიყვარს =) სხვათაშორის ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ხანდახან და გული მტკივა იგივე განცდა რომ აღარ მაქვს =((( მაშინ რომ ვკითხულობდი მთლიანად იქ ვხვდებოდი მათთან ერთად მივდიოდი თავგადასავლების საძებნელად… =)))) მთელი ბავშვობა მუხუდოს მარცვლებს ვეძებდი =)))

  4. LiLaC says:

    KaTe,

    me kidev mgonia, rom igive gancda maqvs…
    yvelaze sasacilo is iyo dileqtoroba rom movindome : ))

    davdiodi quchashi da gamousadegar nivTebs vigebdi, mokled pepi pizikurad Tu ara, sulierad yovelTvis iko chems gverdiT da erTad vTamashobdiT xolme : D

  5. მეც ვგიჟდები პეპიზე.მართალია მეუბნებიან რა არის ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსულხარო.მაგრამ ჩემთვის ამ წიგნის კითხვა დღემდე აუწერელი ნეტარებაა.მერე რა რომ 9 წლის არ ვარ:)

  6. მართალია :) სხვათა შორის, იმ დღეს მულტფილმსაც ვუყურე. თავიდან ბოლომდე არ მქონდა ნანახი :) ისეთი კარგი ვერაა, როგორიც წიგნი, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s