როგორ ვერ გავხდი GeosTar

მე ბავშვობიდან ვმღერი… ჯერ კიდევ როდის იყო, ოჯახში მოსული სტუმრების წინ, სკამზე რომ დამაყენებდნენ ხოლმე და ხან რომელ სიმღერას ვაგუგუნებდი, ხან რომელს… ყველა ტაშს მიკრავდა, მავანნი დიდ მუსიკალურ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ…
ცოტა რომ წამოვიზარდე საყვარელი მომღერლებიც გამოჩნდნენ. მათს პლაკატებსა და აუდიოკასეტებს ვყიდულობდი. ვინ იცის, რამდენჯერ ჩაუხვევია ჩემს მაგნიტაფონს ლელას, ლიზას ან საუკუნის ნოსტალგიის მელოდიები. მერე რა, ჩვენ, 90იანელ ბავშვებს ხომ ჩვენი ტექნოლოგია გვქონდა – ერთი ფანქარი და პრობლემაც მოგვარებული იყო: კასეტა მანამ ტრიალებდა, სანამ “წკაპ” და მეორე მხარეს არ გადავტრიალებდი.
ვინ იცის, რამდენჯერ დავმდგარვარ სარკის წინ და თავი ფილარმონიის ან ,იმ დროისთვის ასე მოდური, სპორტის სასახლის სცენაზე წარმომიდგენია. მიკროფონის მაგივრობას კი, რა თქმა უნდა, სავარცხელი წევდა. მოკლედ, ქართული შოუ-ბიზნესი მიხმობდა, თუმცა არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სიმღერა ჩამეწერა და კლიპი გადამეღო. სწორედ ამიტომ, ნინისგან, თიკასგან, ხატიასგან განსხვავებით, ვერ ვხვდებოდი “ვარსკვლავების” ან “ოსკარის” გარეკანზე
და მაინც ველოდი!!!
და აი, დადგა 200* წელი. ტელევიზორთან მოკალათებულს სიხარულის შეძახილი აღმომხდა: კომპანია ჯეოსელი გრანდიოზულ მუსიკალურ კონკურსს იწყებდა.
ვიგრძენი, რომ ეს ჩემი შანსი იყო. ბევრი არც მიფიქრია, დათქმულ დროს კასტინგზე გამოვცხადდი. თან მახლდნენ დედა, ბებია (ვისგანაც მუსიკალური მონაცემები მემკვიდროებით მერგო) და ნათესავი.
უამრავი მონაწილე იყო, მაგრამ ვინაიდან დილიდანვე მივედი გამიმართლა და ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. შევედი ოთახში, სადაც რამდენიმე ადამიანი იჯდა. ძალიან ვნერვიულობდი. ეს არც დამიმალავს. ერთმა ქალმა მეგობრულად გამიღიმა, გამამხნევა და მთხოვა, დამეწყო.
ძალა მოვიკრიბე, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ ისევ ის პატარა გოგონა ვიყავი, მამიკოს დაბადების დღეზე სტუმრების თვალწინ გაბედულად რომ მღეროდა. სიტყვები თავისთავად მოაწყდნენ ტუჩებს: “მთვარე ისეთი ცივია, ტკივილით გაყინულ გულს, რომ ვერ გაათბობს… დღეები სწრაფად მიდიააან…”
ჩემს თვალწინ მილიონობით მაყურებელი აზვირთდა და აგუგუნდა. თვალები გავახილე, რომ მათი აციმციმებული სახეები დამენახა. სანაცვლოდ კი, ის ქალი მეგობრულად აღარ მიღიმოდა:
-გოგონა, შენ ვინმემ გითხრა, რომ კარგად მღერი?
ოთახიდან ატირებული გამოვვარდი. ბებია კამერებს ეჩხუბა. უთხრა, რომ ამას ასე არ დატოვებდა…
თუმცა, რას გააწყობდა?
ასე ვერ გავხდი ჯეოსტარი. ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი ჩაწყობითაა…

p.s. მოკლედ, ალბათ ყველამ იცით nichieri.ge-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი პოსტი არანაირად არ პასუხობს მათს მოთხოვნებს. review უნდათ, მე კიდევ სულ სხვა რაღაც დავწერე. როგორ ფიქრობთ, მაინც გამოვთქვა პრეტენზიები? : ))) შეგიძლიათ კომენტარებში მომწეროთ.

p.p.s. ისე კი, ეს ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება, ჩემი სიმღერა სამეგობროს არ გაცდენია, შესაბამისად არც ამ კასტინგზე გავსულვარ. ერთადერთი რაც არ გამომიგონია, სარკის წინ მოწყობილი კონცერტები და აუდიოკასეტების ამბავია…

sweet ’90ies

Advertisements

2 thoughts on “როგორ ვერ გავხდი GeosTar

  1. ბარემ აგინე ჯეოსტარს, მის ხელმძღვანელობას, პროექტის გადმომქართულებელს, ჟიურის წევრებს და რუსთავი 2-ს – ეგრევე ნიჭიერის ბლოგერი გახდები :D :P

  2. LiLaC says:

    Oroli,

    hah, arada aq geosTarze mgoni arc araferi damiweria.. erTi warumaTebeli gogonas isToria movyevi pirvel pirshi :D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s