პოსტი ჩემი დაგრუზულობისდა შესახებ…

wTf… O_o

მოკლედ, რაშია საქმე და შარშანწინ გავიცანი ერთი ბიჭუნა, ერთ გოგონაზე უიმედოდ შეყვარებული… მერე ამ ბიჭუნას მე შევუყვარდი, ოღონდ იმედიანად და ერთად შევიქენით, მაგრამ გოგონა მის მეგობრად დარჩა, თანაც საკმაოდ საეჭვო ვითარებაში. მე, ისედაც ეჭვისჭიაშეჩენილ არსებას, ეს ყოველივე უფრო მაგიჟებდა, მით უმეტეს, რომ ერთერთი ჩემი შერლოკჰოლმსობის დროს ბიჭუნას ტელეფონში გოგონას მესიჯი აღმოვაჩინე, მასზედ რომ ბიჭუნას კოცნას მონატრებულა…
ამის შემდეგ ეჭვის ჭია უფრო გაიზარდა, გაიბერა და სიძულვილად მექცა. ლამის იყო გოგონას სახელის ხსენებაზე ხეზე კაკუნი და ფურთხება დამეწყო… სამხილები არა და არ წყდებოდა: გოგონას სურათები ბიჭუნას პროფილში, გოგონასა და ბიჭუნას skype-hisTory დაკოპირებული და სადღაც შეჩქმალულ Fოლდერში საგულდაგულოდ შემონახული და ბოლოს – ბიჭუნას მიერ დახატული გოგონა, თანაც ჩემ წინაშე ამაყად წარდგენილი…

ალბათ მიხვდით, რომ ასეთი ურთიერთობა (მითუმეტეს რომ, კიდევ ბევრი ცუდი რაღაც ხდებოდა) კარგად არ დასრულდებოდა… გავიყარენით. თუმცა, სამართლიანობა (და ჩემი თავმოყვარეობაც) მოითხოვს აღვნიშნო, რომ ბიჭუნას მხრიდან იყო რამდენიმეთვიანი მცდელობები შერიგებისა…

განვლო ერთ წელზე მეტმა… მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნასთან ურთიერთობა კვლავ მაქვს (არც თუ სიე ხშირი, მაგრამ მაინც), არ უთქვამს არაფერი გოგონაზე, მაგრამ ხომ იცით თბილისი პატარა ქალაქია, არც ინტერნეტია ძალიან დიდი. ყოველ შემთხვევაში, საერთო ბიჭუნას წყალობით გოგონას fb-ზე აღმოვჩნდი და კიდევ ერთხელ გამიმყარდა საფუძველი, ვიფიქრო, რომ მათი სიყვარული შემდგარ არს და მემგონი, ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის… სანამ ბიჭუნას ცხოვრებაში გამოვჩნდებოდი, 2 თუ 3 წელი გოგონა რაღაც ყურით მოთრეული მიზეზების გამო (მე შენზე დიდი ვარ, მე უკვე მომავალზე უნდ ავიფიქრო..) მას იმედს არ აძლევდა, მაგრამ რომ დაინახა სხვა შეუყვარდაო, გააქტიურდა, მისი კოცნა მოისაკლისა და დაიბრუნა კიდეც…

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა აღარ მიყვარს (ის კი არა, ვფიქრობ, არც არასდროს მყვარებია… ამის დასამტკიცებელ-გასამყარებელი მიზეზები და არგუმენტები მრავლად მაქვს), მაინც არ მსიამოვნებს ეს ფაქტი… რაღაცნაირად, ისევ და ისევ, ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებს…

ჰოდა, ახლა გოგონას სურათები და მათზე გაკეთებული ბიჭუნას კომენტარები (ჩეეემი : X , ბუუუს…) რომ ვიხილე, ფრიად დავიგრუზე.

ერთი სიტყვით, რომ ვთქვა, არ მევასება რაა ის გოგო : D

თან ეხლა ბიჭუნას ზარს ველი, უნდა ვნახო, რომ წიგნი მათხოვოს და იმასაც ვფიქრობ, ამ წიგნის თხოვების და შემდეგ დაბრუნების შემდეგ, საერთოდ ამოვშალო ჩემი skype/facebook/mobile contact-ებიდან, რომ არსად გადავეყარო მათ საერთო სურათებს…

დაიმეჯერეთ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდს მახსენებს…

P.S: აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გოგონა ერთადერთიაჩემი ყოფილი თუ არაყოფილი სიმპათიების ყოფილი თუ ჩემს შემდგომი გოგონებიდან, ვის მიმართაც ასეთი გამოკვეთილი ანტიპათია მაქვს… რა თქმა უნდა, არც დანარჩენებზე ვირევი, მაგრამ მათი არსებობა სულაც არ მაწუხებს…

კიდევ ერთი P.S: შეგიძლიათ რამე მირჩიოთ, თუ თვლით , რომ ეს სიტუაცია რჩევა-დარიგებას ექვემდებარება. მადლობას გხიდით წინასწარ : ))

Advertisements

13 thoughts on “პოსტი ჩემი დაგრუზულობისდა შესახებ…

  1. merabino says:

    აი იმენა გოგოების საქციელია რა…
    ჯერ ვითომ არ უნდათ შენთან უერთიერთობა. სხვასთან რომ ხარ, ეგრევე ინტერესი უჩნდებათ ისევ. მართალია, რომ “ხალატიაკი” არავის სჭირდება. ყველა გოგოს უკვე დაკავებული ბიჭი უფრო იზიდავს.
    შენ რა გირჩიო? დაიკიდე. შენ მაინც ყველაზე მაგარი და ლამაზი ხარ :*

  2. LiLaC says:

    mebo,

    genacvale, dzalian didi madloba :*
    marTali xar. imasac geTyvi, rom mec gamchenia igive azri anu iyo chems cxovrebashi bichi, romelsac wlebis ganmavlobashi vuyvardi da me megobris iarliys vawebebdi, amas winaT ki gavige, rom coli moyavs da brr.. ragac ar mesiamovna : )) magram arc ki mifiqria, rom ragac obobis qselebi gameba, sasiyvarulo mesijebi megzavna da Tavgza amebnia…

    nu chems chemTxvevashi, marTo gogonasac ver davadanashauleb, arc bichuna iqceoda maincdamainc girseulad.
    mokled, es chavlili ambavia da arc Tu sie xshirad amxsenebs Tavs, ubralod axla suraTebi rom vnaxe, amoTivTivda qvecnobiershi…

    gkocni bevrs, miyvarxaar :*

  3. tamta says:

    kai ra tamt, daanebe tavi… da saertodac me shens adgilas im bichs akamde axlos ar gavekarebodi shen kide wigni unda matxovoso da aseo da iseo…

    egeti adamianebi rac naklebi ikneba shens sicocxleshi mit uketesi :)

  4. LiLaC says:

    tamta,

    ici ra aris? saerTod, rom vambob, vfiqrob ar miyvarda meTqi, tyuilad ar vambob… Tavidan kargi megobrebi viyaviT(magiTom vicodi yvelaferi im gogonazec), hoda mere ise shevechvie, chavTvale, rom miyvarda… exlac, rogorc megobars, ver velevi da magiTomac vnaxulob xolme…

    principshi cudi ADAMIANI nagdad araa, ubralod cudi SHEYVAREBULI iyo… yovel shemTxvevashi, chemTvis : )) :*

  5. tamta says:

    ki eg gasagebia…. da nu sheidzleba chemtvisaa gaugebari. tu megobaria megobaria, tu sheyvarebuli iyo da agaraa nacnobia da morcha sul rom mze da mtvare amomdiodes ik wesit unda damtavrdes yvelaferi…

  6. tamta says:

    ramdenad wesia eg ar vici. eg chemi mosazreba iyo da chemi damokidebuleba msgavsi temebisadmi. sheidzleba wesi iyos ragac, magram is wesi sasheno ar iyos, ar gesadagebodes da ar sheasrulo. magram es chemgan gamomdinareobs chemi survilidan da mosazrebebidan da universaluri araa albat :)

  7. რჩევა–დარიგებას ნამდვილად საჭიროებს სიტუაცია და როცა იმაზე აპერირებ,რომ “არასდროს გიყვარდა”,რეალურად ვითარება შეიძლება რადიკალურად სხვანაირი იყო. ადამიანს რომ ამხელა პოსტს მიუძღვნი,აქ მხოლოდ გულისტკივილზე და “ვიღაც” გოგოს მიმართ უარყოფითი ემოციის გამოხატვასთან არ უნდა გვქონდეს საქმე.არაფერზე მიგანიშნებ და არც არაფერს ვვარაუდობ,უბრალოდ შენი ასეთი განწყობით ისევ საკუთარ თავს აზარალებ და თუ ის ემოცია,რითაც პოსტი არის გაჯერებული სიმართლეს შეესაბამება,არანაირ ვარაუდს არ უნდა ექვემდებარებოდეს contact-ებიდან წაშლა,ეს უკვე დიდი ხნის გაკეთებული უნდა გქონდეს…

  8. თინათინ ათინათი says:

    რა ნაცნობი სიტუაციონეა :D კარგია, რომ მეც არ მიყვარდა :D არა, ყოველთვის ვხვდებოდი რომ არ მიყვარდა, მერე კი ამოვშალე და გადავშალე :D დრო უნდა და გაგივლის :* რავი მე კი გამიარა და :D ისე არის ხოლმე შემომაწვება მოგონებანი გარდასულ დღეთა, მაგრამ ეგ არაფერი, წაშლით ხომ ვერ წაშლი და :P

  9. LiLaC says:

    თინათინ ათინათი,

    pirvel rigshi, minda giTxra, gamixarda sheni danaxva chems blogze. miuxedavad imisa, rom TiTqmis aravisTvis miTqvams, nelnela mpoulobT : ))

    komenTars rac sheexeba, marTlac rom “mogonebania gardasul dgeTa”, am adamianze 100%iT darwmunebuli var, rom, e.w. “qal-vajur” : )) siyvarulTan miaxloebuli grdznobac ki ar maqvs :)

  10. batukela says:

    nu ertxel ki visaubret magaze da:D:D:D
    agar avishli meored nervebs :D:D

    is ki vici, rom dzalian, dzalian kargi adamiani xar :*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s