რაღაცნაირად გამორჩეული “ძვლთხლწლ”

დღევანდელი დღე იმით დაიწყო, რომ ღამის 12საათზე, კომპიუტერს 2 წუთით მოვშორდი, ერთი ჭიკა წითელი ღვინო გადავკარი ოჯახთან ერთად და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ამ ძველით ახალი წლის დიდად არ “მჯერა”. 31ის მერე 2 კვირაში თავიდან როგორ უნდა განვეწყო ახალი წლის შესახვედრად, არ მესმის…
მოდით დღე დილიდან, უფრო სწორად პირობითად დილდიან დავიწყოთ…

დაახლოებით 12საათზე კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. ბებიამ გააღო. შემოვიდნენ ჩემი ნათესავი გოგო და მისი შვილი, რომელიც ჩემი ნათლულიცაა. ნინის ქონია ბასტი-ბუბუს კონცერტი ფილარმონიაში, ცოტა ადრე მოსულან ესენი და სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, ამოგვიარეს…
ეს ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ძაალიან მეზარებოდა ადგომა და თავი მოვიმძინარე. ერთი 40 წუთის მერე საბოლოოდ გამოვფხიზდლი და ვიკადრე ჩემი ოთახიდან გასვლა… ვაიმე, ჩემს ნათლულს ისეთი კანი აქვს, ისეთი ნაზი და რაღაცნაირი, რომ მინდოდა მთელი დღე მის ლოყაზე დმებოდა ლოყა ან ტუჩები. მაგრამ მალევე წავიდნენ. მე კი დავიწყე ჩაცმა და 3საათზე მივაშურე მეექვსე კორპუსს, სადაც გავიცანი კიდევ ერთი ბლოგერი – ფსიქე.
მეექვსესთან მელოდებოდა ირმაც, რომელმაც უკვე მერამდენედ მოთმინებით აიტანა ჩემი უცნაური აკვიატება 87 ნომერ ავტობუსთან დაკავშირებით და სასეირნოდ გამომყვა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ, 87 თავისუფლების მოედანზე 20წუთით ისვენებდა ხოლმე. ამიტომ გზა ფეხით განვაგრძეთ. ჩავედით კოლმეურნეობაზე, იქიდან ვერცხლის და სხვა ვიწრო ქუჩებში ალალბედზე ბოდიალით მივაგენით ლესელიზეს, მერე შარდენს და ბამბის რიგს, სადაც ირმას ეგულებოდა გემრიელი ლობიანების საცხობი. ხელში კი შეგვრჩა ცივი, მაგრამ მაინც მოგემრიელო ხაჭაპურები.
ჩამოვჯექით (ეხლა ჩამოვსხედით ვერ დავწერდი, რაღაც საშინლად გამიჟღერდა გონებაში = ) იქვე ტროტუარზე და შევუდექით “სმა-ჭამა დიდად შესარგს”, თან თვალს ვადევნებდით ჩვენგან 3-4მეტრის მოშორებით კარუსელზე შემოსკუპებულ 2პატარას, რომელთაგანაც ერთი ხმას არ ირებდა, მეორე კი მხიარულად კისკისებდა…

ირმამ გადაწყვიტა ამ კისკისასთვის ხელი დაექნია ხოლმე. ჰოდა, რამდენჯერაც ის ცხენი, რომელზეც კისკისა იჯდა ჩვენკენ მოექცეოდა, ხელს ვუქნევდით და გვიახროდა. წეღან რომ 3-4მეტრი ვახსენე, ტყუილად არ აღმინიშნავს. საქმე იმაშია, რომ მეც და ირმაც ახლომხედველები ვართ, ჰოდა გვეგონა ის ბავშვი ჩვენ გვიყურებდა და საპასუხო კისკისითაც გვაჯილდოვებდა, მაგრამ კარუსლეის დაახლოებით მეათე კრუგზე, ირმას ლინზებმა იკადრეს და მწარე რეალობა დაგვანახეს: კისკისას ჩვენკენ სულ არ გამოუხედავს… ტყუილად ვიქნევდით ხელებს : D LOSERS = D

მერე წავედით ისევ უნივერსტეტისკენ. 88ნომერ ავტობუსში მძღოლს ჩართული ჰქონდა სიმრერა შემდეგი ტექსტით: “მთვარე დაგელოდება, ცემს ლოდინში გზა აბნეული, და მე შენ გამოგყვებიიი, გზააბნეულიიიიჰიიიიიიჰიიჰიჰიიი..” მე და ირმა ამ სიმრერას უშეცდომოდ ვყვებოდით, მაგრამ ვერაფრით გავიხსენეთ ვინ მღეროდა. ბოლოს გონება გამინათდა და – ევრიკა!!! მაგრამ არ გეტყვით ვინ, აბა თქვენ თუ გაიხსენებთ? : ))

უნივერსტეტში დაიწყო დღის სენტიმენტალური ნაწილი. მოკლედ ორიოდ კვირის წინ მივირე გადაწყვეტილება, რომ დასიდან წამოვსულიყავი. ამის მიზეზები იყო:
1. სპექტაკლი, რომელსაც ვდგამთ, არ მომწონდა. ბარემ ცალკე პუნქტად აღარ გამოვყოფ და ვიტყვი, რომ არც ჩემი როლი მომწონდა.
მოკლედ, საუბარია “სამანიშვილის დედინაცვალზე”, მე კი ქმონდა იმერელი ჭორიკანა ქალის როლი, რაც ვფიქრობ არც ჩემს გარეგნობას უხდებოდა, არც ტიპაჟს და ალბათ ვერც ჩემი სამსახიობო ნიჭი გასწვდა მის შესრულებას.

2.რეპეტიციები ემთხევოდა რუსულის გაკვეთილებს, ხანდახან ლექციებსაც. მოკლედ, დროში მუდმივად შეზღუდული ვიყავი, სულ გადარბენა-გადმორბენაზე, რაც ძალიან მღლიდა.

თუმდა, რა თქმა უნდა, გულიც მწყდებოდა (და მწყდება კიდეც). ამ 3 თვის განმავლობაში ძალიან შემიყვარდნენ ბავშვები, რეჟისორიც ასევე. ისიც არვიცოდი, მისთვის როგორ მეთქვა ეს ამბავი. ძალიან მეუხერხულებოდა, თან გოგონებმა მითხრეს, ბოლო დღეებში, რომ არ იყავი, რამდენჯერმე გიკითხა და როლიც შეგინახაო… ვიცოდი, რაღაც უხეშად მიპასუხებდა. ბაზარი არაა, არც ველოდი და არც უნდა მოვლოდებოდი იამს, რომ ხვეწნას დამიწყდებდა დარჩიო, მაგრამ რომ შევედი და ვუთხარი, ბატონო გოგი, ვერ ვახერხებ სიარულს მეთქი, რაღაცნაირი ტონით მითხრა: წადი, რა გიყო, რა გიშველოო…
უსიტყვოდ გამოვბრუნდი და როგორც კი დარაბზიდან გამოვედი, მესმის ირმას რეპლიკა: “ეხლა იტირებს”…
ნუ, დამესივნენ გოგოები, ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მიუხედავად იმ ცრემლებისა და გულის დაწყდომისა, მაინც ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი. თან ამ ბავშვებთან ურთიერთობას ისედაც გავაგრძელებ. უფრო მეტიც, იმათთან გავაგრძელებ, ვისთანაც მართლა მიღირს და მინდა.
მოკლედ, წამოვედი სახლში. სასწრაფოდ “გავკლასიკურდი” და ჩემს ძმასთან ერთად გავემართე რესტორნისკენ, სადაც მამამ დაგვიპატიჟა ჩვენი დეიდაშვილი და მისი შეყვარებული, რომლებიც ერთ კვირაში ინიშნებიან.
ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. ვამაყობ ჩემი დეიდაშვილით. რამდენიმე წლის წინ მამა გარდაეცვალა, საზიზღარ უბანში და სამეგობრო წრეში მოხვდა, ცუდი რაღაცეები აქვს გაკეთებული, მაგრამ ნინის გამოჩენამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ძალიან გამოსწორდა, რამდენიემთვიანი სამსახურის ძებნისა და ასევე რამდენიმე გამოუსადეგარი სამუშაოს დაწყების შემდეგ, ნორმალურ ადგილსაც მიაგნო. კიდევ რაღაც გეგმები აქვს, ბევრ შრომობს და ფიქრობს. ნინიც გვერდში უდგას და მოკლედ, ძალიან კარგები არიან რა…

მერე კიდევ ის იყო კარგი, რომ “ბეღელიდან” სახლამდე ფეხით “წამოვსეირნდით”. უკვე გვიანი იყო, 1საათი მოვუნდით გზას, მაგრამ ლაპარაკში ისე გავერტეთ დაღლა არც გვიგრძნია. მოვედით სახლში, ზურამ და ნინომ გააგრძელეს გზა მეტროსკენ…

დავჯექი კომპიუტერთან. 5 თუ 6 საათი გაუცერებლად ვიქაქანე skype-ში და მივხვდი, რომ მეძინება…

თქვენ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ, ახლა, სავარაუდოდ, უნდა გეძინოთ. ან იქნებ უკვე დგებით და სკოლაში/სამსახურში/უნივერსტეტში წასასვლელად იწყებთ მზადებას : D
იმედია, კარგი და ფერადი სიზმრები ნახეთ… წავალ, მეც შემოგიერთდებით : ))

Advertisements

2 thoughts on “რაღაცნაირად გამორჩეული “ძვლთხლწლ”

  1. merabino says:

    მეც მოვდივარ დასიდან :))
    ოღონდ არ მითქვამს გოგისთვის. აღარც მივდივარ და ასე ტეხავს. უნდა ვუთხრა ხო უეჭველი? :(

  2. LiLaC says:

    mebo,

    magaliTad mari ise wavida, rom ar misula da ar uTqvams, magram me vTvli, rom elemmenTaruli paTiviscemaa, mixvide da uTxra.
    prosTa Tu gadawyveT, winaswar gafrTxileb, ragacnairi reaqcia eqneba : D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s