Julie, Julia & me…

ეს პოსტი უგემრიელესია გემრიელთა შორის…
ალბათ მიხვდებოდით, რომ არ დავარღვიე ბლოგერთა ტრადიცია და ამ ფილმს მეც ვუყურე. ძალიანაც მომეწონა და თუ დარჩა ვინმე, ვისაც ჯერ არ უნახავს, აუცილებლად ვურჩევ!!!

ახლა კი, ალბათ იკითხავთ სათაურში “me” რაღა შუაშიაო??? მაგრამ, “ნუურას უკაცრავად” (როგორც ერთი ჩვენი ყველას საერთო ნაცნობი იტყოდა =D ). “Julie and Julia”-ს ხილვის შემდეგ, გადავწყვიტე მეც მეცადა კულინარობა და ჩანაფიქრი დღეს სისრულეშიც მოვიყვანე.

მანამდე კი, ჩემს კულიანრიულ შესაძლებლობებსა თუ გამცოდილებაზე აზრი რომ შეგიქმნათ, ამონარიდს წარმოგიდგენთ ჩემი და ჩემი დაქალის skype hisTory-დან:
[15.01.2010 23:50:44] JuLie says: xval namcxvari unda gamovacxo
[15.01.2010 23:50:45] JuLie says: :P
[15.01.2010 23:50:57] nucikooo says: :D
[15.01.2010 23:50:59] nucikooo says: :D
[15.01.2010 23:50:59] nucikooo says: sheen?
[15.01.2010 23:51:12] JuLie says: ra gacinebs
[15.01.2010 23:51:14] JuLie says: erTi
[15.01.2010 23:51:15] JuLie says: : D
[15.01.2010 23:51:40] nucikooo says: ?
[15.01.2010 23:51:40] nucikooo says: ravici aba puris darcha iscavle
[15.01.2010 23:51:41] nucikooo says: :D
[15.01.2010 23:51:51] JuLie says: :D
[15.01.2010 23:51:51] JuLie says: gaajvi ra

ბოდიშს გიხდით უკანასკნელი უცენზურობისთვის, მაგრამ ტავი ვეღარ შევიკავე : )))

ჰო, მოკლედ განვაგრძოთ. დედაჩემი აცხობს ხოლმე ვაშლის პეროგს, რომლის რეცეპტიც წერია ბებიას დატოვებულ რეცეპტების წიგნში და მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს. გადავწყვიტე ბისკვიტი იმავე რეცეპტით გამომეცხო, უბრალოდ ვაშლის მაგივრად, ბანანი გამომეყენებინა. ერთადერთი რაც ბისკვიტში შევცვალე, უფრო სწორად დავამატე, ეს კაკაო იყო.

ოჯახშიც არავის ეგონა, ჩემი ნახელავიდან რამე თუ გამოვიდოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველას ძალიან მოეწონა.(სხვათა შორის, ამ გოგონამაც კი მაღიარა, სკაიპში რომ დამცინოდა). ნუ, გარეგნულად უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ დამიჯერეთ, მართლა გემრიელი იყო..
ის კი არა, აღარც დარჩა : (( არადა, კიდევ სხვა ბავშვებისთვისაც უნდა გამესინჯებინა. არაუშავს, ტქვენთვის პერსონალურად გამოვაცხოობ!!!

ახლა კი იხილეთ ფოტო, რომელზეც აღბეჭდილნი ვართ მე და თეკო. ფოტო გადაგვიღო აჩიმ. სწორედ ისინი იყვნენ ჩემი პეროგის პირველი დეგუსტატორები!!!
ფოტოს ქვემოთ კი შემოგთავაზებთ რეცეპტს.

ბანანის პეროგი

3 ცალი კვერცხი და ჭიქა-ნახევარი შაქარი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ, ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამის შემდეგ დავამატოთ ერთი ქილა მაწონი, 200-250გრამი კარაქი, ფქვილი (დაახლოებით 4-5 ჭიქა), 50გრამი კაკაო და ერთ ჩაის კოვზ ძმარში გახსნილი ერთი კოვზი სოდა.

ისევ მიქსერით გავაგრძელოთ მასის თქვეფა და როდესაც მივიღებთ კრემისმაგვარ მასას, გადავიტანოთ სპეციალურ პოდნოსზე. გადავანაწილოთ სწორად და ზევიდან დავაწყოთ წინასწარ დაჭრილი ბანანები.
ამის შემდეგ შევდგათ ქურაში და დაველოდოთ გამოცხობას. (დაახლოებით 30-40 წუთი). იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
Bon appeTiTe <3

Advertisements

10 thoughts on “Julie, Julia & me…

  1. აჩი says:

    დიახ დიახ სწორედ რომ მე და თეკო ვიყავით პირველი დეგუსტატორები და მინდა გითხრათ ძალიან გამიკვირდა და ამავე დროს აღვფრთოვანდი : ) ) ეს იყო რაღაც საოცრება.. : )) შესანიშნავი პეროგი შესანიშნავი ბანანის არომატით : ) )
    მოკლედ მინდა გითხრათ რომ ამ ადამიანში იმალება ტალანტი :)) ახლო მომავალში აქვს სხვა პროექტებიც და სულმოუთქმელად ველოდებით .. (მინდა გითხრათ რომ ეს მისი პირველი ნამუშევარია) .. მოკლედ ასე და ამგვარად.. ბევრს აღარ გავაგრძელებ რადგან რამდენიც არ უნდა უსმინოთ ჩემს ლაყბობას, მაინც ვერ მიხვდებით თუ პირადად არ მოგეცათ ბედნიერება და არ გასინჯეთ : ) )

  2. LiLaC says:

    ♥ The Dream Teller ♥,

    vaime, chemi namcxvari vigacas mounda <3

    iqneb, odesme iseTi kulinari gavxde, chemi naxelavis dagemovneba chems safirmo sakonditroshi shedzlo : D : D

    rogorc blogers, ra Tqma unda, ufasod gagimaspindzldebi : ))

  3. tamta says:

    oo, ar mogaqvs xom orshabats… kargi kargi :D shentan shemotavazebebi maqvs mere saqmiani ;) ogond jer gamocdebi movrche :)

  4. LiLaC says:

    tamta,

    agar daToves TamT…: (( magram xom avgnishne, ekskluziurad gamogicxobTmeTqi : )) shenc igulisxmebodi !!!
    oho, inwiresnaa !

  5. LiLaC says:

    Kate_AlukaЯD,

    albaT imiTom, rom kremiani namcxvrebi ar giyvars. (mag shemTxvevashi mec gierTdebi).

    hoda, axla shen mier momzadebul kerdzs veli : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s