ბლოგერებო, ვითამაშოთ???

მოვიმაღლივბიბლიოთეკე…
ანუ დღეს გამოცდა მქონდა აკადემიურ წერაში. პრინციპში ადვილი საგანია, მაგრამ როდესაც ნასწავლი არ გაქვს, რა უნდა ქნა?
მართალია, უნდა ისწავლო!
მაგრამ თუ ჩემსავით ზარმაცი და უნებისყოფო ხარ, თვალის ერთი გადავლებას გეყოფა, რომ მერე 3 გვერდზე “მიჩურინის ვაშლივით” ატრიალო ერთი და იგივე….
ამის მიუხედავად, იმედს ვიტოვებ, რომ სანატრელ 5 კრედიტს მაინც ავიღებ.

ჰო, თბილისელებს 2010 წლის პირველ თოვლსაც მოგილოცავთ. დილით მთაწმინდის გადათეთრებულ კალთებს (რა პოეტურია? : )) რომ ავხედე, გახარებულმა მაშინვე სურვილი ჩავიფიქრე და კიდევ დიდხანს შევციცინებდი ჩემს თმაზე მოკიაფე ფანტელებს. მერე მანქანამ გამოიარა და მთელი ტალახი შემომაფრქვია. საშინელება იყო, თავი მარიტა მეგონა ვირზე ჯდომის პროცესში = D თუმცა, ამასაც ქონდა დადებითი მხარე: ვაირომანტიკოსობას და ცაში ყურებას თავი მაშინვე დავანებე და გამოვხიზლდი კიდეც.

მართალია დღეავნდელ დღეს არ ეხება, მაგრამ გუშინ იყო ჩემი დაქალის შეყვარებულის და ჩემი კარგი მეგობრის, აჩიკოს დაბადების დღე. მივულოცავ აქაც, რაც გუშინ გისურვე, განვმეორდები! მართლა ძალიან კარგი დრო გავატარეთ…

ჰო, ახლა კი რაღაც მინდა შემოგთავაზოთ. ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან გავრცელებულია Tag-თამაშები, რომლებსაც თუ არ ვცდები საფუძველი დოდკამ ჩაუყარა. მართალია, მე არასოდეს არავის დავუTagივარ, მაგრამ დიდსულოვნად გპატიობთ : D

ჰოდა, წინა პოსტიდან გამომდინარე ერთი იდეა გამიჩნდა, რომელსიც, თუ აიტაცებთ და მომიწონებთ, მემგონი, კარგი გამოვა.
ანუ რაშია საქმე: მე გამოვაცხვე ნამცხვარი და დავთაგე რომელიმე ბლოგერი. იმანაც უნდა მოამზადოს რომელიმე კერძი, გაგვიზიაროს რეცეპტი/ფოტოები/მომზადების პროცესში გადამხდარი ამბები… და მერე იმანაც დათაგოს ერთი ბლოგერი.

უბრალოდ, ცოტა საჯახიროა და არვიცი, ამყვება თუ არა ვინმე.
ასე რომ, ველი თქვენს კომენტარებს. გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და დაწერეთ მოგწონთ თუ არა ეს იდეა და ითამაშებთ თუ არა?

ვTagავ KaTe-ს

Advertisements

17 thoughts on “ბლოგერებო, ვითამაშოთ???

  1. LiLaC says:

    Kate_AlukaЯD,

    au ra kargiaaa! gamaxare : X
    mokled, posts chavasworeb da dagTagav. hoda roca shedzleb “kvercxi mainc shewvi” : D mere shenc daTage vinme da
    sofelic ashendeba : D

    Dv0rsky,

    ooo : D

  2. ვააა რა მაგარი აზრიაა : )) სიამოვნებით მივიღებდი უბრალოდ ჯერ არ ვაკეთებ კერძებს ( ეს საქმე დედაჩემს აბარია) და არაფრის გაკეების აზზე არ ვარ : )))

  3. მე მაგ ფილმის მერე თითქმის სულ ვაკეთებ საჭმელებს :დ ჩაოტიკმაც დაიწყო და მასაც შესძახე :დ

    მე ჩავერთვები.

  4. LiLaC says:

    ♥ The Dream Teller ♥,
    chems wina posTs Tu waikiTxav, naxav rom arc me vakeTebdi. es erTgvari Tamashi iqneba, ase rom Tu survili gaqvs shegidzlia chaerTo. shens kulinariul shesadzleblobebsac gamocdi.

    Dodka,

    au ra kargia : X

    mixaria, rom mogewonaT idea…

    exla davelodoT alukards da mere shemdeg moanwiles ;;)

  5. მე მაქვს უკვე ეგეთი რაღაც, მაგრამ აქაც ჩავერთვები, არ მაწყენს. :D

    მხოლოდ, ახლო მომავალში არ დამტაგოთ რა. გუშინ მქონდა მაგ პროექტის დღე და ისეთი საშინელება გამოვიდა კერძი, რომ სულიერად უნა მოვმაგრდე ჯერ. :D

  6. LiLaC says:

    chaotic,

    mshvenieria : ))

    ho marTla, mkiTxvelTa klubis (saxeli zusTad ar maxsovs) posTshi chemi maili mogwere da naxe? : )

  7. 1. ძალიან კარგად წერ პოსტებს.

    2. მშვენიერი იდეაა, დიდი სიამოვნებით ჩავებმებოდი, მაგრამ არამგონია უწყლოდ მოხარშულმა კვერცხმა ან ტაფაზე მიმხმარმა კარტოფილმა ვინმე გააკვირვოს.

    3. აქამდე რატომ არ შემოვდიოდი აქ? :|

  8. LiLaC says:

    1. Zalian didi GmadloBa : ))

    2. vinmes gakvirveba arc gvinda, ubralod verTobiT… amiTom daTagvis dros gaiTvaliswineT es adamianic!

    3. originaluri veraferi movifiqre, isev – sjobs gvian, vidre arasdros : D

  9. არ დამთაგოთ :D თავიდან ვეღარ გავაკეთებ მაგ ყველაფერს, ჯერ კიდევ სამზარეულოს რესტავრაცია მიმდინარეობს :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s