leT’s flirT


რას გავს ეს სურათი…ა, უი, ეთერში ვართ ? : ))

სანამ პოსტის ძირითადი ნაწილის წერას დავიწყებდე, მინდა გითხრათ, რომ მბლოგავმა მირჩია, უფრო მეტი ფოტო დადე ხოლმეო, ჰოდა მეც დავიწყე google-ს ქექვა და “ფლირტზე” ამაზე უკეთესი ვერაფერი ვიპოვე.

მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით ჩემი დღევანდელი თემაა ფლირტი.
ვიკიპედია ამბობს, რომ ეს არის “ურთიერთობის გავრცელებული ფორმა, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთში რომანტიკულ/სექსუალურ ინტერესებს აღვივებენ. ის შეიძლება გამოიხატოს საუბრით, სხეულის ენით (თვალები, უბრალო შეხება…) და უფრო ღრმა ფიზიკური ურთიერთობითაც.”

ჩემთვის ფლირტი (გარდა ზემოთ აღნიშნულისა) სიმსუბუქესთანაც ასოცირდება. ეს იმიტომ, რომ ამგვარი ურთიერთობისას არ არის არანაირი ვალდებულებები. აბა რა უნდა მოთხოვო ადამიანს, რომელსაც, შესაძლოა, საერთოდ არ იცნობდე და უბრალოდ გამოხედვით იგრძნო/აგრძნობინო ყურადღება?

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფლირტი ერთ საღამოს სცდება და ხანგრძლივ სახეს იღებს, მაგრამ ამ დროსაც კი, ურთიერთობა თავისუფალი უნდა იყოს.

უნდა იყოს-მეთქი, იმიტომ ვახსენე, რომ ხანდახან ეს ყოველივე სერიოზულ გრძნობაში იზრდება. ორმხრივი თუა, რა უჭირს, მაგრამ რა ვუყოთ ცალმხრივად შეყვარებულ ადამიანებს?
მე ვფიქრობ, ეს უფრო გოგონებს ემართებათ და როდესაც საინტერესო მამაკაცისგან ყურადღებას იგრძნობენ, თვლიან რომ ამას აუცილებლად უნდა მოყვეს გაგრძელება.

ძალიან ზოგადი პოსტი, რომ არ გამომივიდეს, ჩემს თავზეც ვისაუბრებ. მე მიყვარს ფლირტი!
ამის გამო, ჩემი ძმა “ბაბნიკსაც” კი მეძახიან : )) რა არის დასამალი იმაში, რომ მსიამოვნებს ყურადღება (განსაკუთრებით საპირისპირო სქესის) და თუ მეც დავინტერესდი, სიამოვნებით ვუერთდები ამ “თამაშს”.

ძალიან კი მივეჩვიე skype history-ს დაკოპირებას, მაგრამ არ შემეძლო ეს არ დამედო:

[18.01.2010 21:37:16] Lord Henry says: :|
[18.01.2010 21:37:22] Lord Henry says: she mravalflirtiano :|

= ))) აი, რა მიწოდა, ერთხელ უკვე ნახსენებმა მბლოგავმა, მას შემდეგ, რაც ჩემი “ჰობის” შესახებ შეიტყო.

ამ ყოველივეს მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან მეც დამმართნია იმ გოგოებივით, ზემოთ რომ ვსაუბრობდი. ის კი არა, ზოგჯერ ეს გაუთავებელი ფლირტი მღლის კიდეც (ალბათ, ისევ და ისევ გაღრმავებული გრძნობების გამო).

ამ ეტაპზე იმ “მრავალმოფლირტავეთგან” გამოვარჩევ ერთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია ჩემს მიმართ აშკარა ინტერესს იჩენს, მაგრამ რატომღაც ერთ ადგილზეა გაყინული და ძალიან ცოტას ჯერდება. მე კი, ვცდილობ მაქსიმალურად შევიკავო თავი და გავაგრძელო ეს დაუსრულებელი თამაში. თუმცა ხანდახან იმასაც ვფიქრობ, იქნებ საერთოდ შევეშვა მასთან ფლირტს და ამით ჩვენი ურთიერთობა ან წინ წავწიო, ან საერთოდ (სადღეგრძელოებში რომ მოიხსენებნ ხოლმე, იმ =))) ტკბილ მოგონებად ვაქციო.

სხვებთან კი, keep on FlirTing ;;)

Advertisements

13 thoughts on “leT’s flirT

  1. tamta says:

    saertod ar momwons es ragac “flirtad” wodebuli :P da dzalianac kargi arasdros “gaubedavt” :D var chemtvis wynarad :D

  2. tamta says:

    ara da arc me gampranchvia vinme… gabedva is vigulisxme, rom me ar meprancheba rogorc wesi aravin, midzmakacdebian xolme :) anu ar var is natura ra…

  3. აი ლავ ლავ ლავ =))))) ისე კარგად ვერთობი ხოლმეეეე =))) მიყვარს ძალიან მაგრამ შესაბამისი განწყობა და ადგილი ნუ რასაკვირველია :)))))))) მოკლედ მიყვარს ფრიად :))))

  4. :თვალისჩაპაჭუნებისდაწარბებისთამაშისსმაილი: :)

    ”ჩემი ძმა “ბაბნიკსაც” კი მეძახიან” :D ეს ”ცოტა ქართულით” წერია :P

  5. ფლირტი კარგია, მაგრამ ქართველ გოგოს თუ ეფლირტავე, შეიძლება მზითევის ჩალაგება დაიწყოს.. :D

  6. LiLaC says:

    Oroli

    hahaha : )) win megobrebic mewera, magram wavshale da magis gadakeTeba damaviwyda : ))

    მბლოგავი,

    eh, ramdenjer momiwia ukan amolageba
    :))))))))))

  7. tamta says:

    mblogavi egre gegonos shen :P
    ici ra oxrebi arian gogoebi? rom ar dagesizmreba isetebi, ase rom frtxilad iyavi ikit ar mogiwios umzitvodac migigebo xvewnam :P

  8. tamta says:

    არც არასდროს მინახიხარ ეგეთი, მაგრამ რაკი ადრე ყოფილხარ ეჭვი მაქვს მაგის საფრთხე მომავალშიც გემუქრება… ასე, რომ სანამ გოგოებს გადაწვდები (რომლებსაც ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა და ისედაც ბევრი ნაკლი გვაქვს…) ბიჭებზეც დაფიქრდი ცოტა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s