არა მიშავს…(?)

ბოლო დროს ხშირად ვდებდი პოსტებს, ახლა კი რამდენიმე დღე გავიდა, რაც არაფერი დამიწერია… წესით ეს გამოცდების ბრალი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. სამწუხაროდ, ვერ გამოვნახე ჩემს თავში იმის ნებისყოფა, რომ დავჯდე და ვიმეცადინო… არვიცი, ოდესმე თუ შევძლებ ამ სიზამრაცის დაძლევას.

სიმართლე გითხრათ, ისიც არვიცი ამ პოსტში რის შესახებ უნდა ვისაუბრო.. მინდოდა ბაბუაზე დამეწერა, როგორ მაკლია და მენატრება…. მაგრამ გადავდე.

იცით, ახლა ერთი უცნაური შეგრძნება დამეუფლა. აი, ადამიანს რომ კითხავ, როგორ ხარო და გიპასუხებს, არამიშავსო, ისეთი… ჰოდა, ეს დღეებია, მეც არამიშავს. აი, მართლა, ცუდი არაფერი ხდება, პირიქით, რაღაც სიახლეებიც კია, მაგრამ მე მაინც “არამიშავს”. ან ნეტა, რა უნდა მიშავდეს…ისე არ გამიგოთ, თითქოს რაღაც ცუდისკენ მიმიწევს გული. რა სისულელეა…

მოკლედ, სხვისი პოსტი რომ წამეკითხა ამავე შინაარსით, ალბათ ვიტყოდი, თვითონ არ იცის, რა უნდაო და თქვენ, ვინც ეს გაიფიქრეთ, თითქმის მართლები ხართ.
თითქმის იმიტომ, რომ თან ვიცი და თან არა.

აი, მაგალითად, ახლა სიამოვნებით გავიდოდი გარეთ, დავჯდებოდი სადმე, წყნარ ადგილას, დავადებდი თავს მხარზე და დავტკბებოდი იმ სიჩუმით, რომელიც ირგვლივ იხმაურებდა… და მაინც, როდესაც ერთი მეუბნება, ხომ არ გამოხვალო, ვპასუხობ, არა. ალბათ იმიტომ, რომ ისიც გუშინდელივით იქნება: ყველაფერი ისე, როგორც მინდა, ოღონდ უშენოდ…

საკმაოდ აბდაუბდა და გაუგებარი პოსტია, მაგრამ როგორც ერთხელ თინის ერთერთ პოსტში წავიკიტხე “რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა, მთავარია რომ უფლება მქონდა”…

Advertisements

7 thoughts on “არა მიშავს…(?)

  1. “დავადებდი თავს მხარზე ” – ეს არასწორად გიწერია, უნდა გეწეროს, დამადებდა თავს მხარზეო.. მხრამდე რომ ძლივს გწვდები, არ იცი? :D

  2. კარგი, ჩამოვსხდეთ.. თითო ჭიქა ორმაგი კალვადოსი და შავი თამბაქო.. გავატრიუმფალურთაღე :D :D

  3. tamta says:

    ააახ, ჩემი ჭკუიდან შეშლა გაქვთ გადაწყვეტილი??? რემარკი და რემარკი, დავწვა ეს ჩემი რუსული წიგნი თუ რა??? ან გამოიჩინეთ მოწყალება და ნერწყვმოდენილ ახალგაზრდას დაუკმაყოფილეთ სურვილი და მიბოძედ რემარკი ქართულად. ასე, რომ მბლოგავი ფრთხილად შემთხვევით მაგ სიგარის მაგივრად “მარია მინჩინი” არ შემოგაპარონ (ესეც “ჯადოსნური მთიდან”)

    ახლა პოსტს რაც შეეხება, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნუთუ ამ ამაღლებულ მოვლენას (თავის დადებებს ვგულისხმობ, რაც ცოტა სასაცილოა ხოლმე :D არ გეწყონოთ. ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება ამგვარი რამეებისადმი ყველასთვის ცნობილია :d) ეს იაპონური სურათი შეეფერება??? არა თამთ, რამე უფრო მაგარი სურათი უნდა მოგეძებნა…

    ჩემი ტონი გამკენწლავი თუა, დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეს იაპონური სურათები ნერვებს მიშლის….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s