იანვარი

სამწუხაროდ, წინასწარვე ვიცი, რომ ეს პოსტი არც თუ ისე საინტერესო გამოვა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იანვარი უსაქმურობაში გავატარე. ამის მიუხედავად, მაინც მაქსიმალურად ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ თვეში წაკითხული წიგნების, ნანახი ფილმების თუ სპექტაკლების შესახებ…

რეალურად, ეს ყოველივე მრავლობით რიცხვში ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მოდი მიკიბვ-მოკიბვას თავს დავანებებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

წიგნები:

პირველ რიგში უნდა ვაღიარო, რომ 18 წლის მანძილზე პირველად წავიკითხე ანტუან დე სენტ ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, თუმცა სულაც არ ვთვლი, რომ დამაგვიანდა… პრინციპში, ეს სულაც არ არის ზღაპარი ბავშვებისათვის, და იმისთვის, რომ მოგეწონოს საკამრისია შენი ბავშვობა ცხოვრობდეს შენში… მე შემიყვარდა!

კიდევ ერთი აღიარება: ჰემინგუეისაც ახლა “შევუდექი” და მიუხედავად იმისა, რომ მომწონს, მაინც მგონია 3-4 წლის წინ უფრო ჩამითრევდა და დამაინტერესებდა. ალბათ სწორედ ესაა ერთერთი მიზეზთაგანი, რის გამოც აგერ უკვე 2 თვე იქნება “მშვიდობით, იარაღო” ვერ დავამთავრე…

რაც შეეხება სპექტაკლებს, როგორც მახსოვს, იანვარში არა, მაგრამ დეკემბრის ბოლოს ვიყავი მარჯანიშვილის სხვენში და ვნახე “პეიზაჟს აკლია სითბო”. მე ვფიქრობ, რომ სასიამოვნო საყურებელია, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გაწელილ მომენტს.

ფილმების რაოდენობა, რა საკვირველია, ზემოთ ჩამოთვლილთ აჭარბებს, თუმცა ყველა მათგანის მიმოხილვას არ ვაპირებ. გამოვყოფ რამდენიმეს:
“ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” – როგორც ვიცი, ეს ფილმი გადაღებულია პაულო კოელიოს ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რომელიც მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა და გირჩევთ უყუროთ. ეს არის ისტორია გოგონაზე, რომელიც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება და მაშინ, როდესაც ყოველდღე სიკვდილს უნდა ელოდეს, მისთვის ახალი ცხოვრება იწყება…

ასევე, ერთერთ ბლოგზე (სამწუხაროდ ავტორი აღარ მიყვარს) წავიკითხე New York, I love You-ს review და ვუყურე. ბევრი კარგი მომენტი ა, მაგალითად, ძალიან დასამახსოვრებელი და სახალისოა გამოსაშვები ბანკეტის ეპიზოდი.

ეს არ არის ფილმი ერთ კონკრეტულ ისტორიაზე, ამიტომ უბრალოდ უყურეთ და ისიამოვნეთ.

მესამე ფილმი, რომელსაც შევეხები, ეს არის “ჯეკი და ჯილი:სიყვარული ჩემოდნებზე”.
რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ამ ფილმებიდან რომელიმე მაინც ხელოვნების უმაღლეს მწვერვალს იპყრობს, მაგრამ თუნდაც ბოლო მათგანი, ძალიან სასიამოვნო სანახავია, ორიგინალური სიუჟეტიც აქვს და რომანტიკულ ადამიანებს ბევრ გიჟურ იდეასაც გაუჩენს თავში… მაგალითად, ადგე და წახვიდე პარიზში, სრულიად მარტო… რატომაც არა? : )

სულ ბოლოს, შევეხები “საშობაო ზღაპარს”, რომლის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობდა ინტერნეტსივრცეში. სიმართლე გითხრათ, კინოში რომ შევდიოდი, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ეს მულტფილმი “არასაბავშვო” იყო, მაგრამ ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია, როდესაც აფიშაზე წერია, რომ ფილმი არ არის რეკომენდირებული 8წლამდე ბავშვებისათვის, რატომ უნდა შეიყვანონ მშობლებმა 4 და 5 წლის შვილები?

ნუ, ეს ამ page-ზე განსახილველი თემა არ არის და ისევ “საშობაო ზღაპარს” დავუბრუნდები. ნამდვილად არ გავაკეთებ აქცენტს 3D ეფექტებზე, იმიტომ რომ, მიუხედავად ფრენის საოცარი შეგრძნებისა, მაინც ვთვლი, ამ მულტფილმში ეს მთავარი სულაც არაა და მისი შინაარსი/ჩანაფიქრი გაცილებით მნიშვნელოვანია…

იმედს ვიტოვებ, რომ თებერვლის თვის შემაჯამებელი პოსტი გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. მითუმეტეს რომ, ჩაოტიკის პროექტი იწყება და დიდ იმედებს ვამყარებ : ))

ასე რომ, მომავალ arT-შეხვედრამდე !

Advertisements

One thought on “იანვარი

  1. tamta says:

    საშობაო ზღაპარი კარგი იქნებოდა ამ ბავშვებს, რომ არ დავეტანჯეთ :D
    რაც შეეხება “ჯეკი და ჯილი:სიყვარული ჩემოდნებზე” ეს ფილმი არ მომეწონა, მოსაწყენია არადა სულ სხვანაირი უნდა წარმომედგინა, სევდიანი სიყვარულის ისტორიაა და არ მომწონს ასეთები… აი, ის ფილმი კი არ მინახავს და ახლა ვნახავ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s