sweeT February… iT’s jusT beggining

გაზაფხული კალენდრულად პირველი მარტიდან იწყება, მაგრამ, დამეთანხმებით, დღევანდელმა ამინდმა ეს დოგმა დაანგრია…
ასე დაიწყო ჩემი და ირმას მოგზაურობა მთაწმინდაზე, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი სუფთა ჰაერი, მზის სხივი და დადებითი ენერგია შევისუნთქეთ…

თავს არ შეგაწყენთ ყოველი ნაბიჯის აღწერით, უბრალოდ მინდა დამამახსოვრდეს ეს ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე დღე და ამ არც თუ ისე კარგი ხარისხის ფოტოსაც ამიტომ ვდებ.

ხედავთ რა უდარდელები და ბედნიერები ვართ? არადა ხვალ გამოცდა გვაქვს, თანაც ჩვენთვის, მომავალი ჟურნალისტებსიათვის, ამჟამად ყველაზე საპასუხისმგებლო საგანში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი ლექტორი, ვერაფრით ვაიძულეთ თავი გვემეცადინა და იმედი გვაქვს, ხვალ რაღაცას მაინც მოვახერხებთ :D

დღეს ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ კიდევ ერთი რაღაც მოხდა. მან მომწერა და მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩერებაზე იდექი და მანქანით ჩაგიარეო. ჰოდა, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ, ელექტიკი ლურჯი მანქანა ყავს და შეუძლებელია გამომპარვოდა… მაგრამ არ ვუთხარი, ხომ არ გამოვუტყდებოდი, რომ ქუჩაში სიარულისას სულ მისი პიპოს ძებნაში ვაცეცებ თვალებს…: ))
მე რომც არ ვყოფილიყავი ის გოგონა, ვინც ვეგონე, მაინც გამიხარდა… ე.ი. საადღაც მაინც ვახსოვარ : ))

მოკლედ, მართლაც რომ კარგი დასაწყისია. იმედი მაქვს, რომ მთელი თებერვალი ასე გაგრძელდება… თქვენც იმავეს გისურვებთ :)

Advertisements

4 thoughts on “sweeT February… iT’s jusT beggining

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s