ბოლო პოსტი მასზე!!!!!!!!!!!!

ყოველთვის, როცა მოვუსმენ In the sun, don’t cry ან build me up, შენ გამახსენდები…
ყოველთვის, როცა ქუჩაში სუბარუ ჩამიქროლებს, თვალს გავაყოლებ და… ისევ შენ გამახსენდები.
ყოველთვის, როცა გუდაურზე ჩამოვარდება ლაპარაკი, რა თქმა უნდა, შენ გამახსენდები და გული დამწყდება, რომ შენთან ერთად ვერ ვისრიალე.

და საერთოდაც, მგონია რომ, ყოველთვის მემახსოვრები.

ჩემი ზღარბი რომ იყავი და ნემსის გაკეთების გეშინოდა. ჩაგეხუტებოდიო რომ მომწერე და მე “გაღიმებული” დაგტოვე. მანქანის ტარებას გასწავლიო და ჩემი ფრთიანი ხარო. შენს მხრებზე რომ ხელებს ვითბობდი და ველოდებოდით სპექტაკლი როდის დამთავრდებოდა. მთელი დღე რომ არ იყავი, არ ვიცოდი რა მეკეთებინა და მანქანას ვრეცხავდიო. ანგარიშზე არ მაქვს და შენ მაინც მომწერე ძილის წინ, გამიხარდებაო…

მგონი ყველა ფრაზა მახსოვს, რაც კი გითქვამს… : ))

თბილისი, open air… 2009, 18, მაისი… მე და შენ, მარტო.
კიდევ მინდა ის დღე. იქნებ მეთხოვა, დარჩიო…

რაც არ უნდა იყოს, მაინც ყოველთვის მემახსოვრება “თაა, გძინავს?” …

დავითობას გილოცავ, დათ!

Advertisements

9 thoughts on “ბოლო პოსტი მასზე!!!!!!!!!!!!

  1. tamta says:

    ra gulis amachuyebeli postia (ar vxumrob, martla..) magram araa dro moeshva? ise me maxsovs agvistoshi kuchashi rom vseirnobdit, lamis yvela gamvlels ekitxebodi xom ar icnoboto…. eeh, lamazi istoriaa, magram ufro lamazi da ufro namdvili gelis tamt ;)

  2. naavganetari says:

    momikvtes taviiii…. ise ra mainteresebs ici? odesme aq ro shemovides shemtxvevit da shemtxvevit waikitxos sheni nawerebi, ras izam?

  3. tamta,

    hoda, ai, dgeidan veshvebi… fb-ze mivulocav daviTobas da vso.

    naavganetari,

    imedi maqvs, ar shemova. magram T shemovida da naxa, ravici, albaT shemrcxveba, magram cuds xom arafers vwer. Tan konTaqTic agar maqvs da… :D

    Dato, ar shemoxvideeeeeeee :D:D:D

  4. tamta says:

    albat ase jobia, rom moeshva….axla ar minda is vifiqro, rom es is situaciaa, roca ar sheidzleba moshveba da ver moeshvebi :)

  5. LiLaC says:

    es situaciaa, roca me is skypedan amovshale, TamT !!! (party)

    მბლოგავი,

    shen wadi, JUACHKIT manevrireba daamugame :D:D:D

  6. თამთა says:

    როგორც ჰაიდეგუნდამ ისე დავწერე გუშინ… მართლა კარგად მოქცეულხარ ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s