DisTance…

Far across the distance
and spaces between us…

ნუ, ამ სიმღერის შინაარსი სასიყვარულო უფროა, მაგრამ “დისტანციაზე” გამახსენდა და ბარემ შეგახსენეთ.
ისე კი, დღეს სიყვარულზე საუბარს სულაც არ ვაპირებ.

უბრალოდ, არის ერთი ადამიანი (შეიძლება უფრო მეტიც, უბრალოდ, ამ მომენტში ის გამახსენდა), რომელთანაც ძალაუნებურად ვმეგობრობ. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ნელნელა აღმოვაჩინე, რომ მასთან ურთიერთობა დიდად არ მსიამოვნებდა.
ახლა უკვე ისე ვარ, რომ დისტანციის დაჭერა გვიანია. უფრო სწორად, გვიანი ალბათ არაა, მაგრამ არ მინდა ვაწყენინო. არადა, სხვანაირად არ გამოდის. საერთო წრესავით გვყავს და მინდა თუ არ მინდა, მაინც მიწევს მასთან ურთიერთობა.

ნუ, ურთიერთობას კიდევ რა უჭირს, უბრალოდ ზედმეტად ხშირი კონტაქტი არ მსიამოვნებს.
ვერ ვიტყვი, რომ რამე დამიშავა (ასე რომ იყოს, უფრო ადვილი იქნებოდა “ჩამოცილება”), ვერც კონკრეტულ თვისებას გამოვყოფ, რაც მასში მაღიზიანებს. უბრალოდ, არ მინდა მასთან მეგობრობა, ვაა!!!

საბოლოოდ, ალბათ მაინც შევეცდები, რომ ყოველგვარი კონფლიქტის და წყენის გარეშე მასთან დისტანცია დავიჭირო და იმედია, თვითონაც იგრძნობს ამას : ))

მემგონი, ძალით შენარჩუნებულ “მეგობრობას”, როგორც იტყვიან ხოლმე, კარგი ნაცნობობა ჯობს.

Advertisements

17 thoughts on “DisTance…

  1. მე მესმის შენი :)
    რა თქმა უნდა ჯობს კარგი ნაცნობობა და წარმატებას გისურვებ ამ საქმეში :*:*

  2. თამთა says:

    მქონია მილიონი ეგეთი შემთხვევა და უმეტესობა ჩემი მეგობრებსა ადრე ვინც მყავდა არ მსიამოვნებდა თურმე და ძალით ვიყავი… მაგაზე კოშმარი რა არის…ხოდა თუ აღმოაჩინე ეგ, ადექი და დაანებე თავი :)

  3. jast ME says:

    შენს ბლოგს ვათვალიერებდი და ამ სტატიამ დამაფიქრა, სურვილი გამიჩნდა პატარა “რჩევა” დამეწერა. ჩემი აზრით, აჯობებს, თუ ერთხელაც, დროს გამონახავ და ამ ადამიანს ეტყვი იმ ყველაფერს რაც აქ გიწერია, რბილად, არაა აუცილებელი ეს პირისპირ გააკეთო, თუ გეძნელება. წესით უნდა გაგიგოს, ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და ყველა ვერ შეეწყობა ერთმანეთს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ბუნებაა ასეთი. თუ ვერ გაგიგო ეს მისი და თავისი მენტალობის პრობლემაა და ნაცნობობის ღირსიც არ ყოფილა. ვფიქრობ, ჯობს მართლაა უბრალოდ კარგი ნაცნობი გყავდეს და რომ შეხვდები “გამარჯობა-გაგიმარჯოთი” შემოიფარგლოთ, მარტივად, ვიდრე გაიფიქრო, “ნეტა ეს არ შემხვედროდა”, “ნეტა ეხლა ეს არ მენახა” და თუ ამას აგრძნობინებ კიდეც, იფიქრებს რამე ვაწყენინეო, ამის გამოსწორებას შეეცდება და დამიჯერე, კიდევ უფრო დაგიახლოვდება.ეს იმას წააგავს შეყვარებულები რომ ეტყვიან ხოლმე ერთმანეთს “მეგობრებად დავრჩეთო”, მეგობარს ეტყვი ნაცნობებად დავრჩეთო, უცნაურია, მაგრამ ცხოვრება ბევრ surpriseს გვიკეთებს და მზად თუ არ დახვდი, დინება წაგიღებს. ასე რომ, მართალია “სიმართლე მწარეა” მაგრამ ხშირად საჭირო. ამ კომენტარმა თუ არ დააგვიანა…

  4. LiLaC says:

    dzalian didi madloba aseTi vrceli da sainTereso rcheva/commenTisTvis. ar daugvianebia, imiTom rom mag problemis winashe isev vdgavar. simarTle giTxra, geTanxmebi da vici, rom yvelaze swori gzaa, magram ganxorcieleba iseti rTuli mechveneba, rom maqsimalurad gamyavs dro…

    xshirad shemogviare, dzalian gagvaxareb : ))

  5. jast ME says:

    არაფრის გამიხარდება თუ გამოგადგება ეს რჩევა, შევეცდები ხშირად დავათვალერო ხოლმე შენი ბლოგი. მადლობა გულთბილი დახვედრისთვის.

  6. jast ME says:

    როგორ არის ამ ადამინთან ურთიერთობის საქმე, რამე ნაბიჯი ხომ არ გადაგიდგამს? რატომღაც ძალიან გგულშემატკივრობ, მეც დამმართნია ანალოგიური და ალბათ ამიტომ : )

  7. LiLaC says:

    ici rogori nabijebi gadavdgi? nelnela da sheumchnevlad rom kontaqTs wyveT, iniciaTivas agar ichen da a.sh.
    vici, maincdamainc sasiamovno da “keTilsindisieri” gza ar aris, magram pirispir dalaparakeba mxolod saTqmeladaa advili.

    madloba gulshemaTkivrobisaTvis : ) blog ar gaqvs?

  8. jast ME says:

    ხოო ვიცი მეც კაიხანს ვწელავდი ერთ ჩემს ეგრედ წოდებულ მეგობართან, სიმართლე გითხრა პირდაპირაც ვუთხარი მარა ვერ მივახვედრე, ისე ძაან მიყვარდა(ს) რო მთლად ცივსისხლიანივით ვერ მივახალე და ახლაც ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს როგორც ადრე, მაგრამ ასე თუ ისე “ვმეგობრობ” ამიტომ მესმის შენი და როგორც უფრო უკეთესი იქნება შენთვის ისე მოიქეცი, მარა ძაანაც ნუ აწყენინებ : )

    არა არ მაქვს. ვაპირებ უახლოეს მომავალში შევქმნა, ჯერ-ჯერობით სხვების ბლოგებზე ვსეირნობ : D

  9. jast ME says:

    რავი, როგორ გითხრა მე ვარ : ))) არ მიცნობ-გიცნობ და ვირტუალური მეგობარი ვიქნებიი : ))): D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s