Friendship never ends..?

აუ, ეხლა ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ, რომ რა გითხრათ.

დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ძალიან გავბრაზდი ბავშვობის მეგობარზე, მისი ბევრი საქციელი და მოქმედება გავაანალიზე და მივხვდი, რომ ამ ადამიანთან საერთო აღარაფერი მაქვს… ახლა რომ გამეცნო, დარწმუნებული ვარ, არ დავუახლოვდებოდი. ცუდის სათქმელად ენა (კლავიატურა) არც კი მომიბრუნდება. ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს და მთელი 13-14 წელი მაკავშირებს მასთან (ბაღი, სკოლა…), მაგრამ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ საერთოდ არ მესმის მისი: დამირეკა, 2საათი მეჭორავებოდა, მე კი ხანდახან არც ვუსმენდი.

არვიცი, იქნებ პრობლემა ჩემშია??? უბრალოდ, ბოლო დროს ახლობელ ადამიანებს რენტგენში ვატარებ და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. როდემდე შევძლებ თვალის დახუჭვას იმ უსიამოვნო აღმოჩენებზე, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებ?

მიყვარს, მაგრამ არ მომწონს… აი, ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ. დღეს იმასაც ვფიქრობდი, ნეტა ერთი სულელი გოგო ვიყო, ტანსაცმლის, ფულის და ბიჭების მეტი რომ არაფერი აინტერესებსმეთქი… იმას კი არ ვამბობ, რომ მე არ მაინტერესებს ეს ყოველივე, არც ძალიან ჭკვიანი მგონია ჩემი თავი, მაგრამ ეს ყალბი ურთიერთობები მანგრევს.

ვიცი, აჯაფსანდალი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.

ნეტავ, მე მაინც არ გავუცრუებდე ჩემს მეგობრებს იმედებს.

P.S: არადა, იცით, ჯერ კიდევ 2 თვის წინ, ჩემს დაბადების დღეზე მეგობრობის სადღეგრძელო დავლიეთ და ასეთი სიტყვები ვთქვი (მე არ მეკუთვნის, ავტორი დამავიწყდა, სასაჩუქრე წიგნში ამოვიკითხე):

ვიცი, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე…

მინდა, მინდა ისევ ასე ვფიქრობდე :(

Advertisements

10 thoughts on “Friendship never ends..?

  1. იქნებ უბრალოდ ცოტა ”დასვენება” გჭირდებათ? :)
    დრო გავა და დაინახავ რა და როგორ.

  2. jast ME says:

    ჩემო კარგო, ბავშვობის მეგობრები სწორედ იმით განსხვავდებიან სხვებისგან, რომ ბავშვობის მეგობრები არიან. მართალია ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ აგიხსინი რისი თქმა მინდა…როცა ორი პატარა ადამიანი დამეგობრებდება, მათი მეგობრობა გაცნობითაა გამოწვეული და იმ დროს სხვა ბავშვებთან შედარებით მეტი საერთო ინტერესით ( თამაში, საერთო სოფელი, საყვარელი გმირები, მომღერლები და ყველასთვის სხვადასხვა) მაგრამ ორი მოზრდილი ან თუნდაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ყოვლივე არ კმარა. მოზრდილ ასაკში სხვაგავრად აზროვნებ, სხვანაირი და უფრო ძლიერი ინტერესები გიჩნდება…მითუმეტეს შენს ასაკში, სულიერ მეგობარს ეძებ და თუ ეს ბავშვობის მეგობარი თუ არ აღმოჩნდება არ უნდა გაგიკვირდეს. კარგი იქნება თუ არ დაკარგავ მას, შეიძლება ისეთი ახლო მეგობრები აღარ იყოთ, მაგრამ იმიტომ რომ არ მოგწონს არ უნდა დაკარგო, თუნდაც იმ მიზეზით, რომ გიყვარს. მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს და მე მჯერა, რომ იპოვი იეთს ვიზეც იტყვი: “მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე…” ამისთვის დროა საჭირო და შენც მოთმინებით უნდა ადევნო თვალი შენს გარშემო მყოფებს, ყველაფერი თავისით მოხდება. ხომ ამბობენ ადამიანთან 9 ფუთი მარილი უნდა ჭამო, რომ გაიცნოოო…ხოდა შენც ჭამე და წყალიც მუდამ თან გქონდეს…წარმატებები : )

  3. LiLaC says:

    Tomushka,

    თუ “გჭირდებათ” მხოლოდ მე მეხება და უბრალოდ თქვენობით ფორმაშია, ნამდვილად დაგეთანხმები, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას თუ გულისხმობ, ისედაც დასვენებულები ვართ ერთმანეთისგან. ხანდახან 2 თვე ისე გავა, რომ არც შევხვდებით ხოლმე… ჰო ალბათ ისევ დრო.

    jasT me,

    გამიხარდა შენი კომენტარი ისევ რომ ვნახე. მართალია, რაც თქვი, ყველაფერში გეთანხმები და დიდი ამდლობა, კეთილი სურვილებისთვის. მეც მაგის იმედი მაქვს… თუმცა ისეც არ მინდა გამომივიდეს, თითქოს ჩემს ყველა მეგობარს “ვემდუროდე”, მაგრამ სწორედ ახსენე, ეს სულიერი კავშირი, თითქოს ვერა და ვერ მოვიდა…

  4. jast ME says:

    არაუშავს იმედს ნუ გადაიწურავ, მომთმენი იყავი და სულაც იმ დროს გამოჩნდება როცა არ ელი…ახლა ალბათ ყველაფერი ერთად დაგატყდა თავს და იფეთქა შენში, ესეც საჭიროა შიგნით ნუ დაიგროვებ რაც გაწუხებს. restartი გჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება. ისიც კარგია ყველას რომ არ ემდური : ) გვერდით აუცილებლად იყოლიე ვინმე, ვისაც დაეყრდნობი და ენდობი. და ისიც გამოჩნდება “სულიერი მეგობარი” : )

  5. არ ვიცი როგორ გითხრა გამიხარდათქო, როცა ამ პოსტის კითხვა დავიწყე.
    შეიძლება, რაღაც პონტში ეს გახარებაცაა, რომ აღმოვაჩინე მე მარტო არ ვყოფილვარ ჩემ პრობლემასთან.
    http://sunwaited.wordpress.com/2010/02/22/changes-in-my-life/ ანალოგიურ პრობლემაზე ვწერდი მეც, – გაუცხოება მეგობართან , როცა საერთო აღარაფერია, ძალიან ნაცნობია ჩემთვისაც ტელეფონზე მსგავსი საუბარი …
    არც ვიცი რა გირჩიო, უბრალოდ “ჩემიანი ” გიპოვე :)

  6. LiLaC says:

    sunwaiTed,

    ho, mec wavikiTxe sheni posTi, namdvilad “chemiani” xar.
    Tumca, rom vufiqrdebi am problemidan gamosavali mxolod erTia, anu gamosavalic ar qvia bolomde, ubralod verafers shecvli, sulier kavshirs dzaliT ver sheqmni.

    coTa “mTkivneuli” procesia…

    JasT me,

    marTalia, yvelaferi erTad damaTyda. es ufro shinagan gadaTrialebas gavs. ise var, rogorc patara bavshvi, samyaros rome cnoba da axal-axal agmochenebs akeTebs. : )

  7. tamta says:

    tamt koshmaria roca adamiani dzalian giyvars, bavshvobis megobarida da dzalian bevri gakavshirebs da am dros xinjad gaqvs gulshi ragac da ar mogwons urtiertoba… xvdebi, rom is sxva samyaros ekutvnis shen sxvas… gamosavali titkos ar chans, dznelia adge da moeshva…. magram sheni tavis shecvlas, imas rom mas daemsgavso anu am shemtxvevashi tvali daxucho imaze razec wesit ar unda daxucho, uazrobaaa… sheni tavis ganadgurebaa da ar sheidzleba.
    me yvelaze metad gamomicdia imedgacrueba, yvelaze metad vinc miyvarda isini nagvebi agmochndnen, magram mxolod imitom rom miyvarda isini amitom am nagvobas ver avitandi. damijere tyuilad ar gagichndeboda eg grdznobda da is adamiani sheidzleba malavs magas, magram male tviton shemoatrialebs shens sapirispirod da guli ufro getkineba…. jobs ramenairad shors daichiro tavi da saertod sxva cxovrebit icxovro, ise rogorc shen ginda da edzebo shennairi adamianebi, dafiqrde yvelafer imaze rac gainteresebs, aketo is rac giyvars, ganvitarde da mxolod imitom rom shen siyvaruli shegidzlia da guli gtkiva roca sxvebi amas ver afaseben, ar unda daichagro tavi.. es xels shegishlis… sxvebi ise shegiyvardeba, ise dagafaseben shen da shen mat, rom martla gagichndeba is grdznoba rom shen mat ar imsaxureb, mat ki pirkit…

  8. LiLaC says:

    tamta,

    vicodi rom am temaze vrcel da saintereso komenTars damiTovebdi… bolos da bolos, didi gamocdileba gaqvs… arc ise sasiamovno, magram mainc :)

    zusTad egrec vapireb, Tumca me romc araferi gavakeTo, imdenad sxvadasxva varT da am gansxvavebitac ki ver vavsebT erTmaneTs, TavsiTavad dagvashorebda dro… eg procesi ukve dawyebulia.:)

  9. tamta says:

    xo imdeni sashineleba vnaxe, ar minda amashi odesme vinmem gayos tavui, mitumtes axlobelma….da ase rom ecade eg procesi daachkaro

  10. jast ME says:

    ოდესმე ეგეც უნდა მომხდარიყო, ცხოვრების ბოლომდე ვერ იქნებოდი მიჯაჭვული ერთ ადამიანზე, მითუმეტეს როცა ნათლად ხედავ რომ საერთო აღარ გაქვთ და ურთიერთობაც არც თუ ისე მყარია…გისურვებ კარგი აღმოჩენები გაგეკეთებინოს და კარგი მეგობრები გეპოვნოს, არ შეცდე ვინმეს არჩევაში ან პირიქითხელი ხელი არ კრა მას ვინც კარგი მეგობარი იქნებოდა : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s