მარტი + მე

მარტი

მემგონი, რაც ამ შემაჯამებელი პოსტების წერა დავიწყე, ერთი წიგნი ძლივს ჩავიყვანე ბოლომდე… ახლა ბორის ვიანის პატაფიზიკურ რომანს “შემოდგომა პეკინში” ვკითხულობ… ამ წიგნის წაკითხვას არ ვგეგმავდი, მაგრამ ლექციაზე დავიწყე და ისე ჩამითრია, პირველი თავი იმ ერთ საათში დავამთავრე. წიგნი პატრონისთვის უნდა დამებრუნებინა, მაგრამ ვთხოვე, დამაინტერესა და ცოტა ხნით მათხოვე მეთქი. ჰოდა, იმის შემდეგ 3 კვირა გავიდა, მე კი მხოლოდ ერთი თავი მივამატე. ფაქტობრივად, ნახევარი წიგნი წავიკითხე და გავჩერდი.
აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ რომანის “განხილვისაგან” და იმედს დავიტოვებ, რომ აპრილის ბოლოს მაინც მექნება წაკითხული…:)

ფილმს რაც შეეხება, წინა თვეში ვსაუბრობდი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”… არ ვიცი, დღეს რაზე დავწერდი, რომ არა დღევანდელივე კინოჩვენება უნივერსტეტის მეექვსე კორპუსში. ისევ ჯეკ ნიკოლსონი (წუბ), ოღონდ ამჯერად ბობ რაფელსონის ფილმში “ხუთი მარტივი პიესა”.
ეს არის ფილმი ახალგაზრდა მუსიკოსზე, რომელიც საკუთარ თავს ეძებს. (მუსიკოსია, თუმცა მექანიკოსად მუშაობს). აქვს გაორების, გაურკვევლობის მომენტები. მოკლედ, საკამოდ საინტერესო და, ალბათ, ვიღაცისთვის ნაცნობი პრობელმაცაა წამოჭრილი. ფინალი აქვს ძალიან საინტერესო, ასევე რამდენიმე ცალკეული ეპიზოდი. ჯამშიც კარგი ფილმია. შეგიძლიათ, ოთხშაბათობით 6 საათზე მოხვიდეთ ხოლმე მეექვსე კორპუსში…

ამ თვეში ვიყავი ფოტოგამოფენაზეც (“ბერლინის ცის ქვეშ” – გია გოგატიშვილი). ვერ ვიტყვი, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ იყო რამდენიმე სკარგი ფოტო და, ვფირობ, ფოტოხელოვნებაში გარკვეული ადამიანებისათვის მეტად საინტერესო იქნებოდა ეს გამოფენა…

აპრილისათვსი განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს: უნდა წავიკითხო “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და, თუ ესეც დროში არ გაიწელა, იქნებ ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფიაც დავიწყო…
მოკლედ, ტრადიციულად, უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით…

P.S: ერთერთი ფოტო ქვემოთ ნახსენები ფოტოსესიიდან.

Advertisements

picTure me in The sun…

საინტერესო დღე იყო…
დაახლოებით ერთი კვირის წინ facebook-ზე მომწერა ერთმა გოგომ, შენი ფოტოები მომეწონა და თუ თანახმა იქნები გადაგიღებო. ამ გოგოს პირადად არ ვიცნობდი, მისი სურათები მქონდა ნანახი და რამდენიმე საერთო ნაცნობისაგან ვიცოდი, ჰოდა დავთანხმდი…
დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ მანამდე ერთი “კურიოზიც” მოხდა.

გადაღებისთვის მჭირდებოდა ამ ტიპის გეტრი (თუ რაც ქვია), ჰოდა პირდაპირ ქვედაბოლოზე ამოვიცვი, ვიფიქრე იქ გამოცვალს ავირიდებ თავიდანმეთქი… ჰოდა, შუა გზაში ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა მარცხენა ფეხზე რაღაც ჩამომიცოცდა. მოკლედ, მთელი გზა ამ გეტრის აწევაში გავატარე. თავიდან ცოტა მერიდებოდა, გოგოებს ვთხოვდი მომფარებოდნენ. მერე ისე გავმწარდი, აღარც მრცხვენოდა და შუა ქუჩაში ვიწევდი ხოლმე…
საბოლოოდ, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს (ჩემი 2 მეგობარი მახლდა), სადაც დამხვდნენ ფოტოგრაფი და მისი შეყვარებული. ჯერ წავედით ბინაში, გადავიღეთ რამდენიმე ფოტო და მივაშურეთ ბოტანიკურს.

5საათი ხდებოდა იქ რომ ავედით, მალევე აგრილდა, მაგრამ “მუშაობის” პროცესში დიდად არ შემცივნია (თითქმის შიშველი ვიყავი=). საბოლოოდ, მემგონი, კარგი ფოტოები გამოვიდა.
მარი (ფოტოგრაფი) პორტFოლიოს აკეთებს უცხოეთში გასაგზავნად და იმედი მაქვს, ერთი-ორი ცალი მაინც წაადგება ჩემი სესიიდან.

P.S: ეს ფოტო ბონუსად :) დღეს გადავიღე ესეც, ოღონდ ჩემმა მეგობარმა, ნინომ გადამიღო მარის ფოტოაპარატით…

დანარჩენ ფოტოებს სხვა დროს დავდებ, ჯერ არ მინდა…

ყველაზე დიდი ჩავარდნა კაცობირობის ისტორიაში 2

ღმერთო ჩემო, რა მჭირს, არ ვიცი… ვეღარაფერს ვეღარ ვწერ :|
ბზობას გილოცავთ!

P.S: სათაური მოპარულია აქედან =D

TSU (noT The disappoinTer)

სამჯერ დავიწყე წერა და წავშალე… მინდოდა, დეტალურად მომეყოლა ჩემი და ჩემი მეგობრების არმაზში ლაშქრობის შესახებ. მერე ვიფიქრე, რომ ასე მოსაწყენი იქნებოდა და ფოტოების ატვირთვა დავიწყე, ფოტორეპორტაჟისთვის. მოკლედ, არ მეწერინება…
ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ძაალიან კარგი იყო. ცოტა “ცუდიც” რაც იყო, ისიც კარგი იყო, მშვენივრად გავერთეთ, კიდევ უფრო დავახლოვდით, ერთმანეთი უკეთ გავიცანით… კიდევ მინდა ასეთი დღეები და იმედი მაქვს, ბევრიც იქნება…

ამ ფოტოზე ყველანი არ ვართ და მეც უუუდებილესი გამომეტყველება/პოზა მაქვს, მაგრამ არაუშავს =D

შემიყვარდა თსუ, ის ხალხი, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს… რამდენიმე მეგობარიც შევიძინე. მათთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს. თანაც, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გავიცანი, აქამდე რომ შეხება არ მქონია. ჩემს სკოლაში ძირითადად ვერელი-ვაკელი ბავშვები სწავლობდნენ. საბედნიეროდ, იყვნენ განსხვავებულები, მაგრამ ძირითადად ყველა ერთმანეთს გავდა, აქ კი ძალიან ბეევრი ინდივიდია და მე ეს ძალიან მომწონს.

შემიყვარდა თსუ-ს შენობები, აუდიტორიები, მიმდებარე ტერიტორია…მერე რა, რომ არც ისე მოწესრიგებული, გარემონტებული და თანამედროვეა. იმ სიძველესაც თავისი ხიბლი აქვს. აი, წარმოიდგინეთ, მიაბიჯებ დერეფანში და იცი, რომ აქ 10-20-30-40 და კიდევ მეტი წლის წინაც დააბიჯებდნენ შენნაირი სტუდენტები, პირველ კურსზე დაბნეულები, მერე კიდევ ისინიც ჩემსავით შეყვარებულები უნივერსტეტზე…

მიყვარს ბავშვებთან ერთად პირველი კორპუსის ეზოში ან მეორე/მეექვსე კორპუსის წინ ჯდომა. მერე “2 ლულაში” წავალთ ხოლმე, ხანდახან სხვაგანაც გავივლით. არვიცი, ყველა ემოციას ალბათ აქ ვერ ჩავატევ, რაღაც გამომრჩება, რაღაც დამავიწყდება… მაგრამ ეს პოსტი მაინც ხომ დარჩება და წლების შემდეგ თუ ვნახე, ხომ გამახსენდება, როგორ ვიჯექი კომპიუტერთან და ვწერდი: იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ/ვერ გვაქვს ყველაფერი, რაც გვინდა/გვჭირდება, მაინც კარგია სტუდენტობა და ის დღეები, რომლებსაც ერთად ვატარებთ, ერთად ვქმნით, ერთად ვიყვარებთ და ვიმახსოვრებთ…
რა ბედნიერებაა :)

P.S:სათაური ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ პოსტს თუ გადახედავთ, ყველაფერს მიხვდებით

თამთას!

ძალიან ბევრი რაღაცის დაწერა მინდა. ემოციებით ვარ სავსე. უბრალოდ ახლა არ შემიძლია, დრო არ მყოფნის…
ეს ჩემი ბლოგის მკითხველს (ერთი მაინც ხომ იარსებებს).

ეს კი, იმ ადამიანს, რომელიც ვიცი, რომ აუცილებალდ წაიკითხავს ამას:
თამთა, ძალიან მიყვარხარ და მაპატიე დღევანდელი. მე ზუსტად გავიგე ის, რაც მითხარი და გთხოვ, მომავალშიც ყოველთვის თქვი, ის რაც ფიქრობ… მეც კი მითხარი, ადამიანს, რომელიც ვერ იტანს შენიშვნებს.

თამთ, შენ ჩემი მეგობარი ხარ !

GeoBloGnoTe vol.2

იმედია, გახსოვთ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა ქართული ბლოგნოტი გავაკეთეთ… ჰოდა, დღეს კიდევ ახალი სტატიები დავდეთ.

ჯერჯერობით, მხოლოდ ნაცნობები შედიან (კომენტარებს ისინი ტოვებენ), გაგვიხარდება თუ უცნობებიც იაქტიურებენ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია :)

P.S: my second posT

ერთი ტრაგიკული ისტორია

ბევრჯერ მიტირია ფილმზე, წიგნზე, რაიმე სევდიან ისტორიაზე, მაგრამ არასოდეს ლექსზე… დღემდე.
რა თქმა უნდა, ეს ცრემლებიც იმ ისტორიამ გამოიწვია, რომელიც ამ ლექსებს გასდევდა ფონად.
მოკლედ, დღეს ნანუკას შოუს ვუყურე, სადაც გამოვიდა მსახიობ გია ფერაძის შვილი და ისაუბრა იმ ტრაგიკულ ისტორიაზე, რაც მას შეემთხვა. თერთმეტი თვის ყოფილა, როდესაც მამამისს დედამისი შემოაკვდა. რა საშინლად ჯღერს, არა?
ასეთ ამბებს იშვიათად, მაგრამ მაინც ვიგებთ: რომ ქმარმა ცოლი მოკლა, ეჭვიანობის ნიადაგზე და ა.შ.
ალბათ ეს ისტორიაც ასეთი იქნებოდა, რომ არა ამ კაცის ლექსები. რამხელა სინანული ჩანდა ამ ლექსებში, უბრალოდ მთელ სხეულში მტეხავდა, რომ ვუსმენდი…
რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ ეგეთი ლექსი ვის რათ უნდა, თუ მოგკლესო, მაგრამ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, ხანდახან შემთხვევით, ხანდახან აფექტის დროსაც…
ზუსტად არ ვიცი, რატომ ან როგორ მოკლა გია ფერაძემ ცოლი. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას… მაგრამ, არც აქვს მნიშვნელობა.
უბრალოდ, მისმა ლექსებმა ძალიან დამასევდიანა. :(

სამწუხაროდ, ვერ ვნახე ვერც აუდიოვერსია და ვერც ნაბეჭდი სახით, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიძიო.

დიდი ემოცია დამიტოვა ამ ერთმა ტრაგიკულმა ისტორიამ, რომელსაც არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ დამნაშავის დიდი სევდაც გასდევდა ფონად.

რა საშინელებაა…