February

მიილია თებერვალიც და დროა, ამ თვეში ჩემი arTცხოვრება მიმოვიხილო.
მიუხედავად იმისა, რომ არდადეგების გამო, დიდ იმედებს ვამყარებდი, მთელი ტებერვალი სახლში დადებულმა გავატარე, მხოლოდ ერთხელ ვიყავი კინოში, არც ერთხელ თეატრში და წავიკითხე ერთი წიგნი. წიგნი, რომელზეც იანვარშიც ვწერდი და წიგნი, რომლის კითხვაც დეკემბერში დავიწყე. დიახ, ისევ ერნესტ ჰემინგუეი და ისევ “მშვიდობით, იარაღო”… ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ნახევარზე მეტი გუშინ ღამით წავიკითხე. ორ საათზე დავიწყე და ექვსი თენდებოდა, შუქი რომ ჩავაქრე.

არ მოველოდი ასეთ დასასრულს, სულ არ მეგონა, ქეთრინი თუ მოკვდებოდა. გაოცებული დავრჩი, ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც. მართალია, გასული საუკუნის ისტორიაა, მაგრამ მშობიარობას გადაყოლილი ქალი ძალიან შემებრალა… ამის მიუხედავად, არ მიტირია. ალბათ იმიტომ, რომ მაინცდამაინც ვერ შევიყვარე ამ რომანის გმირები.
მოკლედ, ისევ იმ აზრზე ვარ, ცოტათი დავაგვიანე “იარაღთან დამშვიდობება”…

სამაგიეროდ, ბევრი ვიტირე მილოშ ფორმანის ფილმზე “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”. მის შესახებ, აქამდეც ბევრი მსმენია, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა ვუყურე. რა გითხრათ, ძალიან მომეწონა და ემოციებს ვერ ვიკავებდი.
მიყვარს თავისუფალი და მეამბოხე ადამიანები, მათზე შექმნილი ისტორიები… მით უმეტეს, რომ ჯეკ ნიკოლსონის და დანარჩენი მსახიობების თამაშმაც მომხიბლა.

ამ ფილმს, რეალურად, ჩემი “გაპიარება” არც ჭირდება, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვიყავი, აუცილებლად ვურჩევ, რომ უყუროს და თავს “ნამდვილი მთასავით იგრძნობს” : ) !!!

ისევ და ისევ, მომავლის იმედით გემშვიდობებით და გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას…

Advertisements

14 thoughts on “February

  1. tamta says:

    namdvilad kargia :)

    ai, moica male mova namdvili revoluciuri gazafxuli, afetkebuli tyemlebita da alublebit, chekakuxilita da moxitxite mzit…. auuu, miyvarssssssss….. chemi cxovrebis dasawyisi gazafxuli..

  2. ფორმანის ფილმი ძალიან კარგი გამოვიდა, იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა წიგნის ეკრანიზაცია კარგი გამოდის. მაგრამ კიზის დაწერილი მაინც ბევრად უკეთესია და თუ არ დაგეზარება წაიკიტხე, შემიძლია გათხოვო :)

  3. LiLaC says:

    fsiQe,

    didi siamovnebiT geTxovebodi ;;)
    zogadad, mec eg azri maqvs, rom wigni yovelTvis jobs ekranizacias… arc vici, gamonaklisi arsebobs Tu ara. : ))

  4. ki, ki wavikitxe da ramdeni xania vapireb dagibruno, ver movaxerxe. ra upasuxismgeblo var :( bodishi da madloba :)
    am dgeebshi mogitan sadme. shen momcere rodis gecleba, tsu-shi an sadme sadac gackobs rodis iqnebi da mashinve gamogirbenineb da kizsac movakoleb tan. vici rom unda mogeconos cesit :) :*

  5. LiLaC says:

    ara, ra bodishi. pirikiT, ragac ise gamomivida, rom shegaxsene… chemi ar aris, Torem sulac gachuqebdi : ))
    kargi, me xom ici aqve vcxovrob da nebismier dros shemidzlia gamosvla TiTqmis… ase rom, shen airchie dro :)

  6. LiLaC says:

    ara, me 2ze mewyeba leqcia, tanac mesameshi. magram pirvelistvis sheileba gamovide da leqciaze sanam shexval, manamde gnaxav.
    anu mag droistvis shemexmiane/shegexmianebi : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s