დედა

დღეს დედის დღე იყო და ალბათ იფიქრებთ, რომ სწორედ მასზე, ჩემს მშობელზე ვაპირებ წერას…
ასე არ არის, მინდა ჩემს თავზე დავწერო.

ამბობენ, ყველა გოგონას უოცნებია თეთრ, საქორწინო კაბაზე, რომანტიკულ თაფლობის თვესა და საყვარელ ოჯახზეო. არვიცი, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ თუ ერთი გოგონა მაინც ოცნებობს და ფიქრობს ამაზე, ის მე ვარ…
არ გეგონოთ ჩემი თვითმიზანი “კარგი გათხოვება” იყოს. (არ იცით ეს ტერმინი რას ნიშნავს? მაგალითად, ამას წინათ ვიღაცამ მითხრა, მის საქართველოზე გადი, თუ ვერ გაიმარჯვებ, კარგად მაინც გათხოვდებიო = )
უბრალოდ, ხშირად მიფიქრია, რომ ოდესმე მეყოლება ჩემი პატარა, რომელიც ძალიან, ძალიან მეყვარება. მიფიქრია იმაზე, როგორ ავღზრდი, როგორ ვეცდები რომ ჩემი შვილი თავისუფალი და კარგი ადამიანი იყოს, მექნება მასთან მეგობრული ურთიერთობა და არ გავიმეორებ იმ შეცდომებს, რომლებიც, ვთვლი რომ, ჩემმა მშობლებმა დაუშვეს.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჯერ არ ვარ მზად დედობისათვის და არც ვჩქარობ. ხანდახან, გამოგიტყდებით, მეშინია კიდეც. იცით რისი? ხომ არიან ქალები, რომლებიც ვერ გახდნენ დედები… ზოგმა ოჯახი არ შექმნა, ზოგმა კი უბრალოდ ვერ შეძლო…

ამ დროს კი არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარ შვილებს იგლეჯენ, ნაგავსაყრელზე ტოვებენ (უკეთეს შემთხვევაში, უსახლკარო ბავშვთა სახლში მაინც), ზოგიერთი ჩანასახშივე ანადგურებს მათ.

დღეს დედის დღეა და მე მინდა, რომ წლების შემდეგ ჩემმა შვილებმა ერთი კონა იის თაიგულით მომილოცონ გაზაფხულის მზიანი დილა…

Advertisements

9 thoughts on “დედა

  1. tamta says:

    :) rasac shen ambob, magaze yvela normalur gogos uocnebia… da es “kargad gatxoveba” araa, es ragac ufro metia vidre gatxoveba da kidev ufro meti vidre sityva “siyvaruli”, romelic ase gaubralovda, tumca misi pirveli mnishvnelobit, namdvilad aris :) me vsvam xolme aset kitxvebs: “ra sachiroa ojaxi?, ra sargebloba momaqvs, deda?” da a.sh. da mere meshinia xolme, aset degeneratobebs rom vlaparalob….
    imedia yvelas ausruldeba is ocneba rac shen gaqvs, mec da bevr sxva normalur gogos da rashic marto “gatxoveba” ar igulisxmeba..

  2. მე და შენ ორივე კარგი დედები ვიქნებით :ყეს:

    ზუსტად იგივე მინდა მეც რაზეც შენ “ოცნებობ” , თუმცა, ეს ოცნება არაა და რაც გვინდა, იმას აუცილებლად ავიხდენთ : ))

  3. LiLaC says:

    TamTa, sunwaiTed,

    kargia, rom Tqvenc ase fiqrobT… vicnob ramdenime gogos, visac ar unda ojaxi, shvilebi…imaT TavianTi argumenTebi aqvT, magram, adre Tu gvian, yvela adamianis da miTumeTes qalis cxovrebashi dgeba is momenTi, roca xvdeba, rom marTo darcha. rom megobrebi, naTesavebi ar aris “sakamrisi”…

  4. რა თბილი პოსტია თამთ :) ძალიან თბილი

    აი მე არ მინდა ოჯახი ჯერჯერობით მაინც, მაგრამ შვილი მინდა, თან ძალიან და ზუსტად იმიტომ,მინდა სხვანაირი გავზარდო, ისეთი, როგორიც მე მინდოდა ვყოფილიყავი. ალბათ ეგოისტურად ვფიქრობ, ბავშვიც სათამაშო მგონია, რომელიც შეიძლება ისეთი გაზარდო როგორიც შენ გინდა და არა ისეთი, როგორიც არის თვითონ :| ამიტომ არ ვარ მე შვილის ღირსი, ჯერჯერობით მაინც :დ

  5. LiLaC says:

    FsiQe

    yvelafers Tavisi dro aqvs. chvens asakshi shvili yola dzalian dznelia da, chemi azriT, arc aris sachiro… chems nacnob gogonas yavs sul Tveebis paTara da rom vuyureb, iseTi shTabechdileba mrcheba, rom masTan mxolod facebook-ze dasadeb suraTebs igebs. nu, es gogo kidev sxva sakiTxia, arian gogonebi romlebsac odnav mainc aqvT dedobrivi insTikTi, magram mainc jobs ar ichqaron.

    shen ki, aucileblad xar shvilis girsi, ogond mashin, rodesac TviTon mixvdebi, rom mzad xar dedobisTvis (iseve rogorc me da kidev bevri : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s