შესავალი მაფიოზობანაში

მთელი ცხოვრების განმავლობაში 2 ადამიანისგან მაქვს მოსმენილი, რომ ცუდი მოთამაშე ვარ(ვგულისხმობ სააზროვნო თამაშებს) . ერთი, ეს არის ჩემი ძმა. მეორე, ეს არის უცნობი ადამიანი jok.ge-დან. თუმცა არსებობს მესამეც, ვინც ასე ფიქრობს – ეს მე ვარ.

ჯოკერი იქნებოდა ეს, მაფიოზობანა თუ სხვა ნებისმიერი, ჩემი მეგობრები ყოველთვის იმახსოვრებდნენ ერთმანეთის კარტებს, ემოციებსა და სიტყვებს. მე კი, ვერსადროს ვამჩნევდი, ვინმემ “იცვეტავა” თუ არა, ხანდახან მოწინააღმდეგისათვის გადამივსია კიდეც და რამდენჯერმე პარაც კი გავაფუჭე.

მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად თითქმის ყოველთვის “ვძვრებოდი” და ძალიან ბევრჯერ მომიგია კიდეც…

დღეს ლექციის შემდეგ ბავშვები დავრჩით და მაფიოზობანა ვითამაშეთ. თავიდან სულ პატიოსანი მოქალაქე ვიყავი და სულელურად ვთამაშობდი, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. მესამე ხელზე მაფიოზის კარტი შემხვდა და, ვაიმე! ძალიან დავიძაბე, ავნერვიულდი, ხელები გამიოფლიანდა, შინაგანად ვხურდი და ძალდატანებით ვიღიმებოდი… ერთერთ მოთამაშეს მაშინვე გაუჩნდა ჩემზე ეჭვი, მაგრამ ნელნელა თავის ხელში აყვანა მოვახერხე და სტრატეგიებიც კი შევიმუშავე. მთავარი სტრატეგია, მაინც გარეგნული სიმშვიდე იყო… უფრო სწორად, მოჩვენებითი აღელვება, რომელიც ვითომ-და დაბნეულობას გამოეწვია… გზადაგზა ლოგიკურ არგუმენტებსაც ვიშველიებდი და ასე აღმოვჩნი 2 პატიოსანი მოქალაქის პირისპირ, რომელთაგანაც ერთი ჩემი მეგობარი, ირმა იყო.
ჩემს გულწრფელობაში დარწმუნებულმა ირმამ ცოტა ყოყმანის შემდეგ არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გააკეთა და ასე გავიმარჯვე, რაც ძალიან გამიხარდა. მართლა ყოველ წამს მეგონა, რომ გამომიჭერდნენ და თან სინდისიც მაწუხებდა.

საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივედი, რომ მე სულაც არ ვარ კარგი მოთამაშე, უბრალოდ პატარა მსახიობური ნიჭი მაქვს და ცოტათი მიმართლებს კიდეც (ნამდვიალდ ასეა, იმიტომ რომ ეს თამაში მარტოს არ მომიგია… რაღაც-რაღაც გარემოებებმა შემიწყო ხელი).
მართალია, რეალურ ცხოვრებაში ყველა ემოცია სახეზე მაწერია და ხშირად ამის გამო უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოვჩენილვარ (თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცით გაკვირვებულს, აღტაცებულს ან გაბრაზებულს ზედმეტად ხმამაღლა გამომიხატავს რეაქცია), მაგრამ ისიც მიხარია, რომ დღეიდან იმ 3 ადამიანს, რომლებიც ცუდ მოთამაშედ მთვლიდნენ, ერთი ანუ მე გამოვაკლდი… ნაწილობრივ მაინც : ))

P.S:რაც შეეხება სათაურს: შუა თამაშის დროს აუდიტორიაში ვიღაცამ შემოიხედა და ჩემმა ერთერთმა კურსელმა მიაძახა ლექცია ტარდება მაფიოზობანის შესავალშიო (პირველ კურსზე სხვადასხვა საგნების შესავლებს გავდივართ)… მემგონი, მშვენიერი საგანია, არა? : ))

Advertisements

2 thoughts on “შესავალი მაფიოზობანაში

  1. tamta says:

    es tamashi modashi shemovida da gadasarevia :) yvela amas tamashobs… me kidev arc ertxel ar mitamashia. tamt sheni ar iyos mec ver var sxva tamashebshi kargi motamashe. didi dro da kalkulaciebi mchirdeba rames rom mivxde… xoda modi aba mec chamitare ertxel shesavali mafiozobanashi…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s