იმიტირებული ომი მომავლიდან

ვიცი, ამაზე ბევრი დაწერს, მაგრამ მაინც საჭიროდ ვთვლი, თუნდაც როგორც მომავალმა ჟურნალისტმა, ჩემი აზრი ჩემს ბლოგზე მაინც დავაფიქსირო.
მაგრამ მე არ ვაპირებ იმაზე ლაპარაკს, რამდენად სერიოზული შეცდომა დაუშვა ტელეკომპანია იმედმა, უნდა გაეშვა თუ არა მას ეს სიუჟეტი და ვის ან რას ემსახურებოდა იგი…

მე მინდა ხალხის რეაქციაზე ვისაუბრო. პირველ რიგში კი, საკუთარი თავით დავიწყებ. ცხრის 5-10 წუთი იქნებოდა, როცა სახლში დავბრუნდი დ აკომპიუტერს მივუჯექი. სკაიპში შევედი თუ არა, მეგობარმა მომწერა და მთხოვა იმედი ჩამერთო. ძალიან შეშინებული იყო, ომი იწყებაო. თავიდან გამეცინა, ვიფიქრე მეხუმრებოდა. როგორ შეიძლება, 6საათზე სახლიდან მშვიდად გახვიდე და 2საათში უკან დაბრუნებულს, თბილისის მოსადგომებთან ტანკები “დაგხვდნენ”? მაინც ჩავრთე ტელევიზორი, ყური მოვკარი “ივნისი” ახსენეს და მეგობარი დავამშვიდე, არქივია, ალბათ 2008 წლის მოვლენებზე ლაპარაკობენ-მეთქი.
ისიც დამეთანხმა, ხალხს საზაფხულოდ აცვიაო.
და ამ დროს, ქრონიკის წამყვანი “სენსაციურ” ინფორმაციას გვაწვდის: გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მოკლულიაო… ოპა, ეს უკვე არქივს აღარ გავს. მეც ავნერვიულდი, თან ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ასე წამებში მოხდებოდა ეს ამბავი. facebook-ზე სტატუსი დავწერე “დავპანიკდე თუ არათქო”, დაკონკრეტება არ მინდოდა, თორემ დავწერდი “ხალხო, ომი დაიწყო, ვაიმე ვუიმე”…
2 წუთში კი გაირკვა, ეს ყველაფერი იმედის მიერ ნაწინასწარმეტყველები და იმიტირებული მომავალი ომი იყო.
თავიდან ერთადერთი რაღაც ვიგრძენი – გამიხარდა! მერე კი, გავბრაზდი. გასაგებია, რომ წინასწარ გამოუცხადებიათ, მაგრამ ვინც იმ წუთიდან არ დამჯდარა ტელევიზორს, იმედივით “ტელეპატური ნიჭით” (მათ ხომ მომავალი შეიცნეს) უნდა ყოფილიყო დაჯილოებული, რომ ამ სიუჟეტის თურმე მთავარ სათქმელს ჩასწვდომოდა.

ამ ყველაფრის მერე კი, რამდენიმე ადამიანი (თუნდაც ჩემი მეგობრები) გამოდის და იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ქართველები პანიკიორები ვართ, რატომ არ შეხედეს აყვავებულ ხეებს ან საზაფხულო ტანსაცმელს?
კარგით, რა. როცა იმედი, სერიოზულობაზე პრეტენზიის მქონდე და ასე თუ ისე ქვეყნის ერთერთი წამყვანი ტელევიზია, გიცხადებს “ომი იწყება, პრეზიდენტი მოკლეს, იარაღს ურიგებენ მოხალისეებს და რუსეთის ტანკები თბილისის მოსადგომებთანააო”, ათიდან რამდენი მოიფიქრებს, რომ ტელევიზია უბრალოდ “მომავლიდან” გელაპარაკება?!

არ შეიძლება ყველაფერზე თვალის დახუჭვა, არ შეიძლება სუბიექტური მიზეზების გამო ასეთ შეცდომაზე საკუთარ ხალხზე “დებილის” და “შეუგნებელის” ძახილი. რა გგონიათ, იტალიელს, ფრანგს, ესპანელს იგივე რეაქცია არ ექნებოდა?

რა საინტერესოა 2008 წლის აგვისტოში ოდნავ მაინც არ შეგშინებიათ?
“ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო “- აი, სად გამართლდა ეს ფრაზა

P.S: ისე, ნეტავ ვინ უნდა დაიჯეროს, რომ სააკაშვილმა საკუთარი “სიკვდილის წინასწარგამოცხადებული ქრონიკის” შესახებ ამ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე არაფერი იცოდა? : ))

Advertisements

8 thoughts on “იმიტირებული ომი მომავლიდან

  1. naavganetari says:

    mec pirdapir qronikis “chartvidan” vuyure.. tavidan echvi shemepara, magram chems pantazias vegar gadavabije da kinagam agvistoshi davbrundi… tu gulibryvilod davijereb, rom “imeds” midzinebuli xalxis gamopxizleba undoda da es ubralo piari ar iyo xelisuplebisa, sadgac sheidzleba ipiqro, rom am xalxs martla chirdeba erti-ori shedzaxili, magram aseti pormit… sazizgrobaa! da is poziciac miugebelia ariqa me davinaxe moklemklaviani da shen ara! xalxi debilia da me ara.. kargit ra…

  2. უნდა მიეწერათ, რომ დადგმული იყო, მაგრამ სიუჟეტი უნდა გაეშვათ

  3. LiLaC says:

    magas raga laparaki unda, rom unda mieweraT zusTad magashia saqme… Tu magis shemdeg, kdiev vinme aTexda panikas, ai aq ukve marTla im adamianis azrovnebasTan gveqneboda saqme.

  4. meee says:

    im shen megobrebshi me tu mgulisxmob mashin pasuxic cagektxa…aravis dauceria rom radgan xalxi dapanikda ese igi debilebi arian da ase shemdeg. panika shishs nishnavs da ara sishteres, chemtvis yovelshmetxvevashi da, gavimeoreb,rom me rusebis mier provocirebuli omis shedgistvis mindoda xazis gasma, tu ra uqna aman qartvelebs da mat fsiqikas da rom ise arian dashinebulni, mosaxleoba “ivniss” da “ayvivlebul xeebs” ki ar aqcevs yuradgebas bargs igebs da garbis, es ki mxolod imis manishnebeli ra gavlena moaxdina agvistos omma matze da ara PANIKIOREBI ANU DEBILEBI. patriotobaze ar vdeb tavs da ar vambob rom omshi prontis cina xazze davdgebi, magram aravize naklebad miyvars chemi eri da jer azri moismine da mere gaakritike, me aravis vakritikeb arc imeds da mitumetes arc xalxs…sacyenad nu miigeb tons :|

  5. LiLaC says:

    gvanca,
    aramarTo shen ggulisxmobdi da is, Tu ra zemoqmedeba moaxdina agvistos omma qarTvelebze, memgoni yvelsaTvis natelia da kriTikas rac sheexeba, me vakriTikeb da veranair problemas ver vxedav kriTikashi :)

  6. tamta says:

    mand is ar iyo ra debilebi vart tu ara da vamchnevdit tu ara rom naxevar saatshi tankebi ver mogvadgebodnen. ucbat adamiani, rom gadartavs da medvedzevis live midis da tan arc tu ise daujerebeli, meore kidev mteli dgea tvali ar mogikravs arafristvis dznelia racionaluroba motxovo adamianebs (tu gavitvaliswinebt mdgomareobas rom 20 wutis savalze rusuli tankebi dgas)….
    is megobari me viyavi da mashinve ertad gadavamowymet myvideo.geze ra xdeboda da sxva arxebze rom lamis tutiyushebze laparakobdnen, davechvdit, magram chvenc ki davijeret ert momentshi da shua gadacemashi uceb rom gadartavs kaci ver gaigebs ra xdeba…ise jer dazustebit ver vityvi ert rames, magram tamt gadavamowmot ertad da mere eg temac wamosachrelia da arada aravin ambobs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s