აბა, ხალხო, ყველანი პანდორაზე

ერთი თვის წინ, როცა “ავატარის” პრემიერა შედგა, ბევრ ბლოგზე დაიწერა ამის შესახებ. ვიცოდი, რომ ამირანის სალაროებთან უზარმაზარი რიგები იდგა, ამიტომ გადავწყვიტე, მომეცადა და ფილმი მაშინ მენახა, როცა ეს ვნებათაღელვა ჩაცხრებოდა.
დღეს კი, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა ვნახე, რომ დარბაზი ისევ სავსე იყო. ძალიან ცუდ ადგილას ვიჯექი (მესამე რიგის განაპირა სკამზე), ესეც იმიტომ, რომ კარგი ადგილები სულ გაყიდული იყო.
თავიდან თავი, ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენი, სათვალეც ცუდად “აჩვენებდა” (როგორც მახსოვს, “საშობაო ზღაპარზე” უკეთესი იყო), თანაც ცხვირი მატკინა…

მაგრამ ფილმის დაწყებიდან ნახევარი საათის მერე ვიღას ახსოვდა ჩემი ცხვირი (რომელზედაც კაშნი გადავიფარე და სათვალეც რბილად დაესვენა ჩემს ძგიდეზე =). ხშირად ვუყურებდი საათს, ოღონდ არა იმიტომ, რომ მაინტერესებდა, როდის დამთავრდებოდა ფილმი… პირიქით, მინდოდა, დრო რაც შეიძლება ნელა გასულიყო.

არ ვთვლი, რომ “ავატარი” შედევრია, მაგრამ ნამდვილად ღირსეული ფილმია. იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ 3D , ლამაზი ბუნება და თავბრუდამხვევი ეფექტები… საკმაოდ დამაფიქრებელი შინაარსი აქვს: ადამიანების ზღვარგადასული, უთავბოლო სისასტიკე.

“მაიმუნების პლანეტა” გამახსენდა. მგონია, რომ ორივე ფილმის სათქმელი ერთია: მარტო ჩვენ არ გვაქვს გრძნობები და ემოციები, არსებობენ სხვა სულიერი არსებებიც, რომლებსაც ისევე ტკივათ, როგორც ჩვენ… მაგრამ მაინც, ჩვენ ყველაფერს ვანადგურებთ და ამით, ისევ იმ ხის ტოტს ვჭრით, რომელზედაც თავად ვზივართ.

აღარ ვილაპარაკებ მსახიობების შესრულებაზე, მუსიკალურ გაფორმებაზე და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს არის ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ: უკეთესი იქნება თუ კინოში, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, არ ჩათვალოთ, რომ კომპიუტერში მის ყურებას აზრი არ აქვს…

P.S : I see You <3

Advertisements

4 thoughts on “აბა, ხალხო, ყველანი პანდორაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s