“ნიჭიერის” უნიჭობანი

6 კვირაა, რაც რუსთავი 2-ზე ნიჭიერი დაიწყო და ყოველ ორშაბათს დიდი ინტერესით ვუყურებდი.
პირველ რიგში, მართლა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს ამ შოუს წამყვანები, თიკა და ვანო. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი ჟიურიზე.

დავიწყოთ, გეგათი. მასზე ბევრი ქალი (გოგო) გიჟდება. მართლაც სიმპათიური კაცია, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ როგორც ჟიურის წევრი, არის ნული. მთელი პროექტის განმავლობაში, ვერ მივხვდი, რას ცდილობდა, რა ნიშნით იწონებდა ან იწუნებდა მონაწილეებს…
საბოლოოდ მაინც ის დასკვნა გამოვიტანე, რომ ხანდახან უნდოდა საიმონისთვის მიებაძა, მაგრამ ზოგჯერ ეს ავიწყდებოდა და ამიტომ ხელში შეგვრჩა ოხუნჯი გეგა, რომელიც სხვა ჟიურის ღილაკზე ხელის დაჭერით ერთობა და თან მკაცრი იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს.
მაია – თავიდანვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი ჟიურის წევრიც იქნებოდა. იმის გარდა, რომ მისი “საყვარელი-გულუბრყვილო-კეთილშობილი” მიმიკები ცოტათი ყალბი მგონია (თუ არადა, ძალიან უნიჭოდ გულწრფელობს), ცოტათი პროვინციული ფონიც გასდევს. ამით შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და პროვინციალიზმს არ ვგულისხმობ ზედმეტად პირდაპირი გაგებით.
ნიკა – ეს პიროვნება ძალიან მომწონდა, ვთვლიდი, რომ ყველაზე ობიეტურად ის აფასებდა მონაწილეებს, მაგრამ დღევანდელი გადაცემის მერე გაოგნებული ვარ. კონკრეტულად, იმ კაცს ვგულისხმობ, რუსული სიმრერა რომ იმღერა და გადააყოლეს, რასაც ქვია. არადა, თუნდაც, გულნაზი გოლეთიანი და კიდევ რამდენიმე მომღერალი, ზუსტად იმავე მუსიკალური შესაძლებლობებით ლამის ცამდე აიყვანეს.

რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ ეს უკანასკნელნი ნახევარფინალში არ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ მართლა არიან ისეთი მონაწილეები, რომლებზეც პირი დავაღე. მაგალითად, ის ბიჭი “მაჩუქე, მაჩუქეს” რომ მღეროდა… ან მეორე ტურში რა უნდოდა, ან ნახევარფინალში?
ჩემი აზრით ეს არის მაყურებლის დაცინვა, ვითომ-და კომერციული ხრიკი, რომელმაც “კოხორას” და “დნნდშნს” შემთხვევაში, გაამართლა (?), მაგრამ, როცა ლაპარაკია, საერთაშორისო დონის კონკურსზე (მათ ხომ აქვთ ამის ამბიცია?), რატომ უნდა ხდებოდეს ესეთი უგემოვნობის იაფასიანი დემონსტრირება???

ზოგადად კი, მინდა ვთქვა, რომ ქართული “ნიჭიერი” არ არის ის, რასაც ველოდი: 3 თუ 4 წყვილი გავიდა ლათინური ცეკვებით. დარწმუნებული ვარ, საქართველოში კიდევ ძაალიან ბევრი წყვილი ცეკვავს ასე… იმავეს თქმა შემიძლია სიმღერაზეც. თუნდაც, რომ ავიღოთ წინა წლებში ჩატარებული მუსიკალური კონკურსები (ჯეოსტარი, ვარსკვლავების აკადემია…), იქიდან თითქმის ყველა მონაწილე ნიჭიერში რომ გასულიყო, აუცილებლად გადაიყვანდნენ მეორე ტურში. საქართველოში კი სიმღერა ვის უკვირს?
მართლა რაღაც უნიკალური უნდა იყო, რომ ერთადერთად გაღიარონ.

მოკლედ რომ ვთქვა (რაღა მოკლედ, ამდენი ვწერე), დიიდი მინუსი ჩემგან კონკრეტულად დღევანდელ გადაცემას, “ნიჭიერის” ჟიურის და, ალბათ, იმ ჯგუფსაც, რომელსაც, ვფიქრობ, აუცილებლად ექნებოდა, ასე რომ ვთქვათ, ვეტოს უფლება…

P.S: თუმცა, აუცილებალდ უნდა დავაფიქსირო ჩემი სიმპათია ზოგიერთი მონაწილის მიმართ. უფრო სწორად, ვერც ჩამოვთვლი, რადგან საკმაოდ ბევრნი არიან, ვინც მართლა იმსახურებენ წარმატებას და ყველა მათგანს ვგულშემატკივრობ :)

P.P.S: მოხუცი მოცეკვავე კაცის სცენაზე გული დამეწვა… ნუ, ამ შემთხვევაში ჟიურის ვერ გავამტყუნებდი, მაგრამ როცა “მაჩუქე, მაჩუქე” გადაგყავს, დიდი ამბავი ეს საყავრელი ბაბუ ბოლომდე გაახარო :(
ისე, ვინმემ თუ იცით, სად შელიება ვიპოვო ეს ადამიანი? ძალიან საყვარელია, მინდა გავიცნო…

Advertisements

5 thoughts on ““ნიჭიერის” უნიჭობანი

  1. nino says:

    ამ ბაბუაზე მეც დამწყდა გული.ამასწინათ ვნახე ერთ–ერთ გადაცემაში ფრანგი დიჯეი ბებია,ჩვენთან კი მოხუცი ადამიანები მხოლოდ მიკარგულ სოფლებში და მოხუცთა თავშესაფრებში წარმოუდგენიათ.

  2. xoo dzamukashvilis gadayvanis principi martla ver gavige, memanishvili ki iyo tavidanve uarzea mara asatianis profiliseuli azrovnebit mainc shedzles gadabireba, martla iyvenen iq “machuqe, machuqeze” uketesebi. meore turs ra uchirs adgilebi mainc ar iyo shezguduli da aq ravici, chemi ori nacnobi gamodioda orives jgufi ki gadavida naxevar finalshi da meti agar magelvebs, mgoni : ))

  3. nino,

    ho, ra. ra saxe qonda, ar damaviwydeba. Tan, yvelam icis, rom moxucebi d agansakuTrebiT babuebi, chemi sisusTea.. <3

    gvanca,

    kargia, sheni nacnobebi, rom gadavidnen. chemi nacnobi arc aravin yopila, ubralod ver vitan usamarTlobas da proTesTis grdznoba gamichnda :|

  4. qartuli nichieri martlac ar aris iseti, rom amit qartvelebma tavi moviwonot :) is rom kargad vmgerit, arc axalia da arc aravis ukvirs, ase, rom rame gansakutrebuli am proeqtshi jer ar minaxavs. yvela nomeri rac aq sheasrules sxva proeqtebidanaa gadmogebuli. rame individualuri jer ar yofila :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s