მარტი + მე

მარტი

მემგონი, რაც ამ შემაჯამებელი პოსტების წერა დავიწყე, ერთი წიგნი ძლივს ჩავიყვანე ბოლომდე… ახლა ბორის ვიანის პატაფიზიკურ რომანს “შემოდგომა პეკინში” ვკითხულობ… ამ წიგნის წაკითხვას არ ვგეგმავდი, მაგრამ ლექციაზე დავიწყე და ისე ჩამითრია, პირველი თავი იმ ერთ საათში დავამთავრე. წიგნი პატრონისთვის უნდა დამებრუნებინა, მაგრამ ვთხოვე, დამაინტერესა და ცოტა ხნით მათხოვე მეთქი. ჰოდა, იმის შემდეგ 3 კვირა გავიდა, მე კი მხოლოდ ერთი თავი მივამატე. ფაქტობრივად, ნახევარი წიგნი წავიკითხე და გავჩერდი.
აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ რომანის “განხილვისაგან” და იმედს დავიტოვებ, რომ აპრილის ბოლოს მაინც მექნება წაკითხული…:)

ფილმს რაც შეეხება, წინა თვეში ვსაუბრობდი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”… არ ვიცი, დღეს რაზე დავწერდი, რომ არა დღევანდელივე კინოჩვენება უნივერსტეტის მეექვსე კორპუსში. ისევ ჯეკ ნიკოლსონი (წუბ), ოღონდ ამჯერად ბობ რაფელსონის ფილმში “ხუთი მარტივი პიესა”.
ეს არის ფილმი ახალგაზრდა მუსიკოსზე, რომელიც საკუთარ თავს ეძებს. (მუსიკოსია, თუმცა მექანიკოსად მუშაობს). აქვს გაორების, გაურკვევლობის მომენტები. მოკლედ, საკამოდ საინტერესო და, ალბათ, ვიღაცისთვის ნაცნობი პრობელმაცაა წამოჭრილი. ფინალი აქვს ძალიან საინტერესო, ასევე რამდენიმე ცალკეული ეპიზოდი. ჯამშიც კარგი ფილმია. შეგიძლიათ, ოთხშაბათობით 6 საათზე მოხვიდეთ ხოლმე მეექვსე კორპუსში…

ამ თვეში ვიყავი ფოტოგამოფენაზეც (“ბერლინის ცის ქვეშ” – გია გოგატიშვილი). ვერ ვიტყვი, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ იყო რამდენიმე სკარგი ფოტო და, ვფირობ, ფოტოხელოვნებაში გარკვეული ადამიანებისათვის მეტად საინტერესო იქნებოდა ეს გამოფენა…

აპრილისათვსი განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს: უნდა წავიკითხო “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და, თუ ესეც დროში არ გაიწელა, იქნებ ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფიაც დავიწყო…
მოკლედ, ტრადიციულად, უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით…

P.S: ერთერთი ფოტო ქვემოთ ნახსენები ფოტოსესიიდან.

Advertisements

4 thoughts on “მარტი + მე

  1. “შემოდგომა პეკინში” დაამთავრე ჯობს,ჩარლი ჩაპლინი მოიცდის როგორმე,თან ეგ წიგნი მერე მე უნდა მათხოვო,ხომ არ გადავიწყდა ? ))

    პ.ს. Coldplay-ს ახალი ალბომი რომ გამოდის,დარწმუნებული ვარ,არ იცოდი )))

  2. რამეს მოიფიქრებ…უწიგნოდ არ დამტოვებ,იმედია…

    პ.ს. ეგრე წავიკითხე და თუ რამეა,მეც მოტყუებული გამოვდივარ )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s