აღდგომა და ათეისტები on my mind

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა…

მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ ან რა უნდა დავწერო? უბრალოდ მინდა ჩემი შეშფოთება, აღშფოთება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, გაგიზიაროთ.

11-12 წლამდე, მგონი, არც მეგონა ვინმეს თუ არ წამდა ღმერთი. მერე მახსოვს, ჩემმა ორმა მეგობარმა გამომიცხადა “ათეისტები ვართო” (სხვათა შორის, ერთერთმა მათგანმა გუშინ ჩემს ბლოგს მოაგნო. ქეთ, სალამი!)… ამას წინათ იმ დროინდელი წერილები ვიპოვე, გაკვეთილზე მე და ჩემი სხვა დაქალი, რომ ვმსჯელობდით, რატომ არ სწამდათ მათ ღმერთის და ა.შ.
იმ ასაკში ეს მართლაც ბავშვური ახირება იყო, იმიტომ რომ, ორივეს მალე გადაუარა…
მთავარი შოკი კი წინ მელოდა. დაახლოებით 13-14 წლიდან დავიწყე ფორუმებზე “მოღვაწეობა” და აი, იქ ნამდვილად “განვნათლდი”. გავიგე რა იყო ათეიზმი, ძირითადად რა კითხვები უჩნდებოდათ ადამიანებს, რის საფუძველზეც უქრებოდათ რწმენა და ა.შ.
მახსოვს ერთხელ ცხარე კამათიც კი მომივიდა ერთერთ ბიჭთან. იმ დღის შემდეგ ვთქვი, რომ რელიგიაზე და ჩემს რწმენაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი, მითუმეტეს, არ ვიკამათებდი. გინდათ გითხრათ რატომ?
ნამდვილად არ მაქვს იმხელა რელიგიური განათლება, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო (ახლა თორმეტივე მოციქულის სახელსაც კი ვერ ჩამოგითვლით). ზოგი თვლის, რომ სწორედ ესაა თავი და თავი. ბევრისგან თუ არა, არაერთისგან გამიგია, რომ ღმერთის გაუნათლებელ ადამიანებს წამთ. რელიგია ხომ მეცნიერებას ებრძვისო…

მე არ მაქვს არცერთ მათ კითხვაზე პასუხი, არც ციტატები ვიცი ბიბლიიდან… მწამს ღმერთის, იმიტომ რომ ვგრძნობ და სულ ესაა. არ ვერევი არავის რწმენის საკითხში და არ ვანსხვავებ ადამიანს რელიგიის მიხედვით (ერთი ესაა, სექტანტები არ მევასებიან, მაგრამ არანაირი შეხება არ მაქვს და არც არაფერს ვერჩი… რომც მქონდეს, უბრალოდ, თავს ავარიდებდი).

შემიძლია, პატივი ვცე ყველა ადამიანს, ვინც ამას დაიმსახურებს ჩემგან, თუნდაც ათეისტი იყოს, მერე რა?

ახლა კი პოსტის კვანძს მივადექით… დღეს ერთერთ თინეიჯერულ ფორუმზე შევედი. თემა იყო გახსნილი წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით და იქ ამბავი დამხვდა, დედა შვილს რომ არ იყვანს და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს… იცით რამ გამაღიზიანა? ადამიანები, რომლებიც სხვა თემაში (მაგალითად “არაორდინალური ჩაცმულობა”) დგანან და წუწუნებენ, რომ მათ ქუჩაში დამცინავი მზერის და რეპლიკების ატანა უწევთ ვარდისფერი თმის ან გახვრეტილი ტუჩის გამო (ამას სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ, დამიჯერეთ, მართლა ბევრია ასე), თვითონ დაცინიან უფრო ძვირფასს სხვა ადამიანებისათვის.

იყავი ათეისტი, მაგრამ რატომ ახვევ თავს სხვას შენს მოსაზრებებს? მითუმეტეს, ცინიკური და ირონიული ტონით? და საერთოდაც, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად გაიაზრე და უბრალოდ სხვებს არ აყევი?

P.S: პოსტის ბოლოს, თუ ის გაუგებრადაა დაწერილი, მინდა მოკლედ დავაფიქსირო, რომ იგი მიზნად არ ისახავს რომელიმე აღმსარებლობის ან კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფას.

Advertisements

12 thoughts on “აღდგომა და ათეისტები on my mind

  1. ჰაიდეგუნდა says:

    xo es didi problemaa… martla vis ra unda movaxvio tavs, an chemi rwmena ar urwmunoba. yvelaferi imis bralia rom universalur cheshamritebaze gvaqvs yvelas pretenzia. me tu mkitxav cheshmariteba shedarebitia.
    kargi magaliti moiyvane “gansxvavebulebze”, eg ganxsvavebulebi me piradad sul ar magizianeben, mxolod im shemtxvevashi vbrazdebi roca morals da zneobas exebian. ertma mag moralis gamo “papsaviki” miwoda, gavchumdi ra unda metkva. me tu magis amoralurobas ar vexebi chems morals ras erchi? da saertod tavs idzerskeben da gegoneba vinmeze ramit meti arian, mxolod imitom rom ar swamt gmerti, ar wamt sikete, morali da a.s.
    me xo ici vbrazdebi aset temebze, imitom rom me mexeba xolme pirdapir. ar mesmis adamians ratom unda dascino imis gamo, rom an wams an morali aqvs da pirikit. (magis magaliti iyo zustad chadris akrdzalva kristianul kveynebshi da kristianebis davaldebuleba chadri ataron iranshi)

  2. LiLaC says:

    haidegunda,

    madlob aseTi vrceli da saintereso commenTisTVis :*
    “papsaviki” vin giwoda, chvenma saerTo nacnobma xom ara? : ))

  3. momnaTla aq qveynis mTavar Ateistad :D :D :D ise martla bavshvuri axireba ki ara gaurkvevloba iyo chems tavshi… im dros saertod rames rom vfiqrobdi egec mikvirs. mokled, vfiqrob rom im periodshi chems adgilas myof adamians piriqit, rwmena gaudzlierdeboda magram ratomgac chems shemtxvevashi ukugma datrialda es yvelaferi…. imedia kia arada darwmunebuli var es agarasdros gameordeba. mokled da konkretulad miyvars sheni blogi… da gkocni :*

  4. ქრისტე აღსდგა !!! ყველას გილოცავთ.

    და გამიხარდა, რომ ასეთი პოსტი ვიპოვე …

    არ ვიცი ზევით რა კომენტარებია, მაგრამ ჩვენ – მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვისაც არ შეგვიძლია სხვა აღმსარებლობის მქონენი რამეში დავაჯეროთ, თუკი მათ საქმეში არ ვერევით და არ ვახვევთ თავს ჩვენ რწმენას, უბრალდო ისინიც ნუ შეგვეხებიან რაა.
    თორე ფორუმებზე თემების გახსნა და ექსტრემიზმობა რთული არაა …

  5. გეთანხმები ყველაფერში.

    ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთის შეხედულებების პატივისცემა, თუნდაც ეს შეხედულებები მიუღებელი იყოს მათთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s