BaBy, did u forget..?

თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც არ დამიწერია ბლოგზე… ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ისეთი არაფერია, მოსაყოლად რომ ღირდეს. ამ წამს თავში რაც მიტრიალებს (უფრო სწორად, ვინც) დათოა. აღდგომის მერე მარტო ინტერნეტი კი არა, ეგეც გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ვერ გავიგე, რა მოხდა, ერთ ღამეში რა შეიცვალა, მაგრამ აი, ასე – ადგა და გაქრა… კი არ წავიდა, კი არ მითხრა, მომბეზრდა ეს ურთიერთობაო, პირიქით… თითქოს რაღაცას აპირებდა, თითქოს უფრო გათავისუფლდა, თითქოს საკუთარ თავში გაერკვაო…
ან იქნებ, მართლაც გაერკვა, ოღონდ ისე არა, მე რომ მინდოდა.

მოკლედ, ბევრი და დიდი კითხვის ნიშნები დამიტოვა და ვერც იმაში დამადანაშაულებთ, გარკვევა არ ცადეო. მივწერე, არ მიპასუხა… თავიდან დიდად არ განმიცდია, ხანდახან არც კი მახსოვდა, თან თითქოს სხვებს “ვაყოლებდი გულს”. მერე მონატრება ნელნელა შემომეპარა, თანაც გაურკვევლობასთან ერთად. არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც გაიგო, დაინახა, გაიფიქრა…

WhaT happened To us, whaT happened To me????
WhaT happened as I leT iT slip??? :S

Advertisements

13 thoughts on “BaBy, did u forget..?

  1. არა რაა პატარააო დედამიწაო … დამთხვევები არისო ბევრიო… აგერ დამიმტკიცდა… აიი ზუუსტად ვინც კი რამე სადმე გამოჩნდა ყველას დათო ქვია და მიშლიან ნერვებს.. ყველა კარგია და ყველა რაღაცნაირი :) :) :

  2. მე არ მიცდია გარკვევა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ უნდა მეცადა
    მიხარია რომ დაბრუნდი :)*

  3. sunwaiTed,

    miTumeTes mashin, roca ici rom am monaTrebis bolo gemrieli chaxuTeba araa : ))

    here comes the sun,

    ho, Tan gamoricxuli araa qmars erqvas da mama-shvils erTi saxeli, riavici, mainc.. :D

    haidegunda,

    me kidev mgonia, rom araferic ar chaufiqrebia. eg chafiqrebuli gaqrobebi erTi Tve ar grdzeldeba xolme.

    fsyche,

    madloba :* sheni wignic male damebrunebinos :D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s